„პოლიტიკო“ - გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს, ნამდვილად თუ არ ჰქონდა თანხმობის სურვილი, შეეძლო, დაეტოვებინა ოთახი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ვიქტორ ორბანი დარბაზში არ იმყოფებოდა.

„პოლიტიკო“ ანონიმურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობთ წერს, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს სხვა ლიდერების წინაშე, რომ თუ მას ნამდვილად არ ჰქონდა თანხმობის სურვილი, მას შეეძლო დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებს მისი არყოფნისას ერთსულოვნად მიეღოთ გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ.

დიპლომატიური წყაროს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთახი დატოვა, როდესაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ევროკაშირის დიპლომატმა „პოლიტიკოს“ უთხრა, რომ ამან შესაძლებელი გახადა ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც სრულიად ლეგალური იყო ევროკავშირის კანონმდებლობით.

„თუ ვინმე არ ესწრება, არ ესწრება. იურიდიულად, ეს აბსოლუტურად ქმედითია“,- განაცხადა ევროკაშირის დიპლომატმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

ამასთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია. ალექსანდრ დე კროს თქმით, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, როგორ იყო მიღებული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე.