ყველაზე უცნაური საგზაო წესები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუკი თქვენ ძალიან გიყვართ ავტომობილით მოგზაურობა, მაშინ ეს ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ. მაგალითად, ავსტრიაში, შესაძლოა, სიჩქარის გადამეტებისთვის დაგაჯარიმონ, რომელსაც ზომავენ რადარით კი არა, არამედ, თვალით. ჩინეთში ტურისტებს მანქანის საჭესთან დაჯდომა მხოლოდ მართვის უფლების ადგილობრივი მოწმობის აღების შემდეგ შეუძლიათ, რაც თეორიის ჩაბარებას გულისხმობს. აშშ-ში, კენტუკის შტატში, მანდილოსნებს შეუძლიათ საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილებმა მართონ ავტომობილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თან აქვთ თავდაცვის საშუალებები ან... ორი პოლიციელი აცილებთ. ყველამ იცის, რომ გერმანია ძალიან ლიბერალური ქვეყანაა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მანქანის მართვისას ტანსაცმლის არჩევას. რაკიღა ავტომობილი კერძო საკუთრებად ითვლება, საჭესთან შიშველიც შეგიძლიათ დაჯდეთ. თუმცა, თუ ფეხზეც არაფერსჩაიცვამთ და შემთხვევით, ავარიაშიც მოყვებით, დაზღვევის თანხას ნუღარ დაელოდებით - კომპანიები ამ შემთხვევაში ზარალს არ ანაზღაურებენ. ინგლისის გზებზე მანქანით მოსიარულეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოგინდათ და საპირფარეშიც ახლოს არსადაა, შეგიძლიათ, გზის პირას გააჩეროთ, მანქანის უკანა ნაწილისკენ წახვიდეთ და მოშარდოთ, მხოლოდ მარჯვენა ხელი საკუთარ ავტოზე უნდა გედოთ. სხვა შემთხვევაში, ჯარიმა არ აგცდებათ.

იტალიაში მოგზაურობისას, თუ თან საყვარელი ოთხფეხა მეგობარიც გყავთ, აუცილებელია უსაფრთხოების ქამარი მასაც გადაუჭიროთ. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აქლემი მაღალი სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამ უდაბნოს კუზიანი მეფეების მიმართ პატივისცემა საგზაო წესებშიც აისახა - გზებზე მოზრაობისას პრიორიტეტი აქლემებს ენიჭებათ და მათ აუცილებლად გზა უნდა დაუთმოთ. თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩეხეთსა და ხორვატიაში აკრძალულია მანქანით ბენზინის ქილებით გადატანა. სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა გქონდეთ სათადარიგო ნათურების კომპლექტი. ამერიკაში, მინესოტას შტატში, გორილებს შეუძლიათ ავტომობილით მოგზაურობა, მაგრამ მხოლოდ მძღოლის გვერდით სავარძელზე. უკანა სავარძელზე თუ მიუჩენთ ადგილს, მძღოლს აუცილებლად დააჯარიმებენ.