115 ახალი სტატია

რჩეული სტატიები

Grid List

იაპონელი სწავლულების წყალობით, უახლოეს მომავალში, დაზიანებული კბილის ქსოვილის აღდგენა შესაძლებელი იქნება. ცნობილია, რომ კბილი ადამიანის ერთადერთი ორგანოა, რომელსაც რეგენერაციის უნარი არ გააჩნია, თუმცა ახალი აღმოჩენის შემდეგ, შესაძლოა, ეს მტკიცებულება შეიცვალოს. კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს პრეპარატი, რომელმაც მღრღნელებში დაზიანებული კბილების აღდგენა და დაკარგული კბილების თავიდან გაზრდა მოახერხა. ეს კი გენ USAG-1-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენით გახდა შესაძლებელი. თაგვებში ამ ანტისხეულების მხოლოდ ერთმა ინექციამ შეძლო დაკარგული კბილების სრულად აღდგენა, თუმცა ახალი პრეპარატის ადამიანებზე გამოყენებამდე ჯერ დიდი გზაა - კლინიკურ ცდებამდე, ანტისხეულების კვლევები ღორებსა და ძაღლებზე ჩატარდება. 

სამხრეთ კორეაში მდებარე ბუდისტურმა ტაძარმა თეგენსამ, გაგანია პანდემიისას, მორწმუნეთა უსაფრთხოების დაცვის მეთოდს მიაგნო. ყოველკვირეული რელიგიური ცერემონიები ღია ცის ქვეშ ტარდება, ლოცვას კი სპეციალურ, გამჭვირვალე კარვებში სთავაზობენ. ასე დისტანციასაც იცავენ და სხვა ადამიანებთან კონტაქტსაც მინიმუმამდე ამცირებენ. ყოველ ადამიანს საკუთარი „სამლოცველო კაფსულა“ აქვს, რომელზეც მის სახელს აწერენ. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების ტემპები ქვეყანაში შემცირდა, ყოველდღიურად, მაინც 400-700 ახალი შეემთხვევა ვლინდება. ტაძრის წინამძღვრის თქმით, მათ 130-მდე გამჭვირვალე კაფსულა შეიძინეს, რომლებიც მორწმუნეებს, როგორც სხვებთან კონტაქტისგან, ასევე, ცივი ქარისგანაც დაიცავს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, მაცივრის ძრავთან გადამალული, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.
უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული, ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას.
როგორც სააგენტოში განმარტავენ დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩამორთმეული იქნა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში 1087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს.
დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.
2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, სააგენტოს მიერ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 189 ღონისძიება განხორციელდა და 166 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ამერიკელი სწავლულები, ორი წლის განმავლობაში, სკოლების 28 ათას მოსწავლეს აკვირდებოდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გაკვეთილების შედარებით გვიან დაწყება უფრო სასარგებლოა მოზარდებისთვის. ისინი დილის ძილით კმაყოფილდებიან და შედეგად, დღის ძილიანობის კლინიკური გამოვლინებებიც მცირდება. ლაპარაკია საშუალო და მაღალი კლასის, 11-დან 18 წლამდე მოსწავლეებზე. გაკვეთილების დაწყების ოპტიმალურ დროდ, სპეციალისტები 08.30 საათს მიიჩნევენ. აშშ-ის სკოლების 80%-ში, სწავლა ადრე იწყება.

საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

„აქვე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი საგნების ჩამონათვალს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მსგავსად საბაკალავრო პროგრამებზე ჩასარიცხად შემდეგი გამოცდები ბარდება:

1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2. უცხოურ ენაში.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ.

ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულოა ოთხი გამოცდა:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).

სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა.

სტუდენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო პროგრამებზე დაფინანსების მოპოვებისათვის აბიტურიენტს შეუძლია კიდევ ერთი საგანი (ისტორია/მათემატიკა) ჩააბაროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარში.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ვერ აირჩევთ პროგრამებს, თუ არ გექნებათ მითითებული რელევანტური საგნები და ვერ მიიღებთ მონაწილეობას ჩარიცხვების კონკურსში.

გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვროთ შესაბამისი ცვლილება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველი აპრილიდან თბილისის მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა imedenews-ს განუცხადა.

 მისივე თქმით, სტუდენტები და სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები შეღავათებით ისარგებლებენ. პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სქემაში ჩაერთვება და ტარიფები და შეღავათები მეტროსა და ავტობუსებში აქამდე არსებული წესების მსგავსი იქნება.

ამასთან, პირველი აპრილიდან, ლურჯ მიკროავტობუსებში, რომელ მარშრუტებზეც მგზავრობის ტარიფი 80 თეთრი იყო, 50 თეთრი გახდება. მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ახლა უკვე ლურჯი მიკროავტობუსით.

ბასიანის ერთერთ დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ წერს Daily Hip Hop News-იც.

"თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომლის ხმა თანაბრად ისმოდა თითქმის ყველა სოციალურ პროტესტში, ყველგან გვერდით გვედგა, 2012 წელსაც, სამი წლის წინ - 12 მაისსაც. ქართული ჰიპ-ჰოპის სცენამ ერთგული, მებრძოლი, სიმართლის მთქმელი და მართლა შესანიშნავი არტისტი დაკარგა", - წერს ორაშვილი არტისტზე.

Kazzy Jazz არის ავტორი სიმღერებისა: ჩემი ქალაქი, დავარღვევ სიჩუმეს, მამაქალაქიდან სალამი და ა.შ.

წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტია სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი - West Side Story („ვესტსაიდური ამბავი“). ამჯერად, ცნობილი რეჟისორი ერთგულ მაყურებელს მასშტაბურ მიუზიკლს შესთავაზებს - მან 1957 წლის ბროდვეის ცნობილი სპექტაკლი, ეკრანებზე, ხელახლა გააცოცხლა. ამ სახელგანთქმული წარმოდგენის პირველი ეკრანიზაცია 1961 წელს გამოვიდა. ჯერომი რობინსმა და რობერტ უაიზმა, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელმაც ათი „ოსკარი“ მოიპოვა. „ვესტსაიდური ამბავი“, ერთდროულად, სასიყვარულო და კრიმინალური ისტორიაა, რომელიც მთლიანად ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლებს ენსელ ელგორტი (ტონი) და რეიჩელ ზეგლერი (მარია) - ნიუჯერსელი უფროსკლასელი ასრულებენ. მიუზიკლის პრემიერა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შარშან, საშობაოდ უნდა შემდგარიყო, თუმცა ერთი წლით გადაიდო და მაყურებელი მას დეკემბერში იხილავს.

წელს, ნიუ იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული  სახელოვნებო ბაზრობა - „არტექსპო ნიუ იორკი“ იმართება.  როგორც წესი, არტბაზრობაზე 500-ზე მეტი გალერეაა წარდგენილი და დამთვალიერებელთა რაოდენობა ასეულობით ათასს აღემატება. ხელოვანი ადამიანები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც თავიანთ ხედვას, სტილსა და მიმდინარეობას უზიარებენ მაყურებელს.

„Art Expo New York“ - ეს არის  მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო შოუ, რომელმაც 41 წლის განმავლობაში, უამრავ მხატვარს უმასპინძლა. ეს არის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც ხელოვანებს, გალერეებს, მყიდველებს, კერძო კოლექციონერებსა და კურატორებს შეუძლიათ სახელოვანი თუ დამწყები მხატვრების ნამუშევრების გაცნობა და შეძენა. ამასთან, ხელოვანებს საშუალება აქვთ, თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინონ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ.

„არტექსპოზე“ არის გარკვეული ჯგუფი - exhibitor (წარმდგენი), რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ ნათია მალაზონია, აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი და ასევე, ორგანიზატორი მხატვართა ჯგუფისა, რომელთანაც ის დაარტექსპოსჯგუფი გადაწყვეტს თანამშრომლობას. მან ხაზგასმით გამოჰყო რამდენიმე მხატვრის სტილი და ხელწერა, რომელთაგან ერთ-ერთია ციალა გიგაური - ხელოვანი და ტიხრული მინანქრის ოსტატი. ციალა გიგაურის ნამუშევრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, როდესაც გამოფენისთვის, სხვადასხვა მხატვარს არჩევდნენ. ციალას ტრადიციული თემატიკა აქვს არჩეული, რაც მის შემოქმედებაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ვერსიაგთავაზობთ ინტერვიუს ციალა გიგაურთან, რომელიცარტექსპო ნიუ-იორკზე“, ნამუშევრებს საქართველოს სახელით წარადგენს:

 

- „ნიუ იორკ ექსპოზე“ გამგზავრება ჩვენი ქვეყნისა და ხელოვანთათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოფენას უამრავი ადამიანი სტუმრობს, შესაბამისად, ეს პროექტი ცნობადობას კიდევ უფრო აგვიმაღლებს. გამოფენის ოფიციალური გახსნა 18-21 ნოემბერსაა დაგეგმილი.

- ხელოვნებისადმი ინტერესი როდის და რატომ გაგიჩნდათ?

- წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ, მშობლები იქ იყვნენ დაბადებულნი. მე კი კახეთში დავიბადე - მოგეხსენებათ, ხევსურები კახეთში ჩაასახლეს. ქარგვა და ქსოვა ბებიამ მასწავლა. პაპა ხევსურეთში ცნობილი ოქრომჭედელი იყო. ბავშოვობიდან დიდი ინტერესი მქონდა ხელსაქმის მიმართ. როცა ბებია ფარდაგებს ქსოვდა, სულ ვეხმარებოდი და ვცდილობდი, მისგან ბევრი მესწავლა, თუმცა პროფესიის არჩევისას, ხელოვნების სფეროსკენ ვერ წავედი, რადგან  უმაღლესში 1989 წელს ვაბარებდი, მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო - არ არსებობდა შემოსავლის წყარო, რომ რაიმეს დასახატად, ფურცლები მაინც გვეყიდა. ამიტომ ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში და მერე, სანამ ოჯახს შევქმნიდი, გარემოს დაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. პარალელურად, ხელნაკეთ ჩანთებსა და სამაჯურებსაც ვამზადებდი, რომელთაც მაღაზიაში ვაბარებდი.

- ძირითადად, როგორი სახისა და ტექნოლოგიის ნამუშევრებს ამზადებთ?

- ახლა, ძირითადად, ტიხრულ მინანქარზე, ვერცხლსა და ოქროზე ვმუშაობ. ვამზადებ სამკაულებს, რომლებიც გამოფენებსა და საიუველირო მაღაზიებში იყიდება. ადრე ვქარგავდი და ხელნაკეთ აქსესუარებს ვამზადებდი.

- ტიხრულ მინანქარზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახების შემდეგ, აქტიურად აღარ ვიყავი ხელოვნების სფეროში ჩართული, ბოლომდე თავი არასოდეს დამინებებია. სულ ვდარდობდი, რომ პაპის შთამომავლობით გადმოცემული ნიჭი უყურადღებოდ რჩებოდა. ჩემი შვილები რომ წამოიზარდნენ, ტიხრული მინანქრის შესწავლა გადავწყვიტე. ზედაპირული ცოდნა მქონდა, ამიტომ ერთი წელი, ტიხრული მინანქრის სახელოსნოში, დამზადების ტექნოლოგიას ვსწავლობდი. 2015 წლიდან, საიუველირო სალონებთან  თანამშრომლობა დავიწყე.

- ერთი სამკაულის დამზადებას რა დრო სჭირდება?

- ტიხრული მინანქრით სულ პატარა ნივთის დამზადებას ორი დღე სჭირდება. ჯერ ფირფიტა უნდა დამუშავდეს, შემდეგ ტიხრები დამზადდეს, მერე ფერები და ბოლოს გაპრიალებაა საჭირო.

- გამოფენებში ხშირად მონაწილეობთ?

- დიახ, საკმაოდ ხშირად. მხატვართა კავშირის, საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაციის წევრი ვარ. 11 გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. შარშან, საბერძნეთში ვიყავით მიწვეულნი, სამწუხაროდ, კოვიდის გამო, ვიზიტი გადაიდო. ასევე, 2020 წელს, ონლაინგამოფენაში - „ეთნო ფესტი“ მივიღე მონაწილეობა.  ილიაუნის „ფაბლაბთან“ არის პროექტი, რომელიც თანამედროვე რეწვის ინდუსტრიაში ნაკეთობების შექმნის ინოვაციური ფორმებისა და მეთოდების დანერგვას ემსახურება; ეს პროგრამა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსა და ციფრულ დიზაინერებს შორის თანამშრომლობასაც უწყობს ხელს.

- მოსწავლეებიც გყავთ, ხომ?

- დიახ, ხელშეკრულება მაქვს „ვორლდ ვიჟენთან“ და სტუდენტებს ხელსაქმეს ვასწავლი.

- შეკვეთებს ხშირად იღებთ?

- საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, სასაჩუქრედ, სამკაულებს ხშირად მიკვეთავენ. წელს დიდი შეკვეთა მქონდა აშშ-ში მცხოვრები ოჯახისთვის. აქ, ძირითადად, ტურისტებზე ვმუშაობდით. თუ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის მიკვეთავენ, აქტუალურია საქართველოს რუკისა და დროშის ფორმა, ასევე, ბროწეულის. უცხოელები კი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ფერებს ანიჭებენ.

- გიწყობთ თუ არა სახელმწიფო ხელს, ნამუშევრების რეალიზაციაში?

- გვერდში გვიდგას საქართველოს რეწვისა და განვითარების ასოციაცია. გვეხმარებიან გამოფენებში მონაწილეობასა და რეკლამირებაში. მერია, ძირითადად, დღესასწაულებზე გვაძლევდა საშუალებას, უფასოდ წარგვედგინა ნამუშევრები. სამწუხაროდ, კორონავირუსმა უკან დაგვხია - ბევრი მაღაზია დაიკეტა და გაყიდვებიც შეფერხდა.

საერთოდ, სამკაულებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების შექმნა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს პროცესი ჩემთვის საოცარ ემოციებთანაა დაკავშირებული. ამ დროს მგონია, რომ ახლოს ვარ ბუნებასა და ყველა იმ სილამაზესთან, რაც უფალმა დედამიწაზე გვიბოძა. თუ სამუშაო პროცესში, ვინმე ხელს მიშლის, ძალიან ვბრაზდები. მთელი გონებითა და გულით ვარ ჩართული საქმიანობაში და არ მინდა, მოვწყდე ხოლმე. ჩემთვის ეს განტვირთვაა და ბევრისთვის მითქვამს, რომ ეს მხოლოდ ხელოვნება არ არის.  ეს უნიკალური არტთერაპიაა. მოგეხსენებათ, თითების ბალიშებზე ნერვული დაბოლოებებია და ეს პროცესი საკმაოდ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რადგან ამ დროს, სხვა არაფერზე ფიქრობ, თუმცა ფიქრი თუ გაგექცა, ნამუშევარიც გაფუჭდება, ამიტომ ყველას ვურჩევ, დამწყების დონეზე მაინც შეისწავლოს ხელსაქმე.

- რა გაძლევთ ინსპირაციას და თქვენი განწყობა თუ აისახება ნამუშევრებზე?

- რა თქმა უნდა, ჩემი განწყობა ნამუშევრებზე ასახულია. ძირითადად, ინსპირაციას ტრადიციული კულტურა და ჩემი წარმომავლობის - ხევსურული ხასიათი და თავისებურებები მაძლევს.

- რას ურჩევთ დამწყებ ხელოვანებს?

- პირველ რიგში, გააანალიზონ, ბედნიერებას მიანიჭებთ თუ არა ეს საქმე. შემდეგ, კარგად შეარჩიონ პედაგოგი, რომელმაც სწორი მიმართულებით უნდა დაანახოს მოსწავლეს თავისი შესაძლებლობები. თუ სწორი გზით წახვედი, მერე ყველაფერი მარტივია და იდეებიც თავისით მოვა. პედაგოგმა მარტო ხელოვნების ნიმუშის შექმნა-დამზადება კი არა, ისტორია და ფერებიც უნდა ასწავლოს. სანამ კოვიდია და, ასე თუ ისე, ჩაკეტილები ვართ, ეს დრო სათავისოდ გამოიყენონ და რაც შეიძლება, მეტი ისწავლონ.

- რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მინდა ხევსურეთში გავაკეთო ჩემი სამუშაო კაბინეტი. ასევე, ვაპირებ, ხშირად მივიღო მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, რათა ჩემი ცოდნა და ხელოვნებისადმი სიყვარული  მომავალ თაობას გავუზიარო.

 

 

 

ია გრიგალაშვილი