ბაიდენი ისრაელს არ ურჩევს, ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყას - ომის გაფართოების საფრთხე იზრდება

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 ოქტომბერს ისრაელს ურჩია, არ დაარტყას ირანის სანავთობო ობიექტებს და განაცხადა, რომ ის ცდილობს შეაკავშიროს მსოფლიო, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახლო აღმოსავლეთში ფართო ომი.

თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზში თავისი პირველი მოულოდნელი გამოჩენისას, ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ისრაელის მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „უნდა ახსოვდეს“ აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

„მათ ადგილას რომ ვიყო, ვიფიქრებდი ალტერნატივაზე, არა ნავთობის საბადოებზე“ - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს, როცა მას ჰკითხეს მისი კომენტარის შესახებ, რომ ვაშინგტონი ამგვარი დარტყმების გარშემო თავის მოკავშირესთან ერთად მსჯელობს.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელელებს „ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა მოიმოქმედონ“ ბალისტიკური რაკეტებით ირანის მძლავრი იერიშის საპასუხოდ.

ბაიდენის მიერ 3 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვა.