საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ დაიკავა.
განათლების ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ალექსანდრე წულაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.
ლოგიკური იყო ის, რომ გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ, ამით მან მისცა საშუალება ახალ მინისტრს, რომ მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე - უკავშირდებოდა თუ არა მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან კავშირი არ აქვს.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციას, აქ პატარა ქარიშხალია პატარა ჭიქაში. მინისტრის გადადგომასთან არაფერ შუაშია ეს საკითხი. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილების დასაბუთება იყო შემდეგი - მას უნდოდა, ზოგადად, კერძო სექტორში დაბრუნება. მე, პირადად, ძალიან ახლო პიროვნული ურთიერთობა მაქვს მასთან და მესაუბრებოდა ამ სურვილთან დაკავშირებით. რაც შეეხება თარიღს, თარიღთან დაკავშირებით, შემდეგი ლოგიკით იყო მისგან დასაბუთებული ეს გადაწყვეტილება - მოგეხსენებათ, ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე და ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მისი ლოგიკა იყო და ჩვენც, საბოლოო ჯამში, გავიზიარეთ, რომ სასურველია უკვე ამ ეტაპზევე პროგრამის მომზადებაში ჩართული იყოს ის ადამიანი, რომელიც შემდეგ პასუხისმგებელი იქნება ამ პროგრამის აღსრულებაზე. შესაბამისად, ლოგიკური იყო ის, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ. მან მისცა საშუალება ახალ მინისტრს, რომ თავადაც მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს,“- განაცხადა პრემიერმა.
განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი