• მთავარი

Sidebar

  • მთავარი

Magazine menu

  • Home
  • ვერსია
  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი
  • საზოგადოება
  • კრიმინალი
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
Teline V Teline V Teline V Best News Template For Joomla
რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება დღევანდელი აქციის შესახებ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

  • Home
  • ვერსია

    ვერსია

    • ანალიტიკა

    • პოლიტიკა

    • ეკონომიკა

    ვერსია - ახალი სტატიები

    • პოლიტიკა
      Details
      May 30 2023

      "პრემიერ-მინისტრმა GLOBSEC-ის ფორუმზე ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა" - ილია დარჩიაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      May 30 2023

      "კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი" - ჯუანშერ ბურჭულაძე

    • პოლიტიკა
      Details
      May 30 2023

      ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრატისლავაში - რაზე ისაუბრა პრემიერმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე

    • პოლიტიკა
      Details
      May 30 2023

      სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია - პრეზიდენტი შარლ მიშელს ხვდება

    • პოლიტიკა
      Details
      May 30 2023

      "პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს გილოცავთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

    • ეკონომიკა
      Details
      May 29 2023

      მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

    • ეკონომიკა
      Details
      May 29 2023

      ლიბერთის მხარდაჭერით ემიგრანტები ქართულ ენას ონლაინ შეისწავლიან

    • ეკონომიკა
      Details
      May 29 2023

      სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

    • პოლიტიკა
      Details
      May 29 2023

      ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაემგზავრა

  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი

    ექსკლუზივი

    • ჟურნალისტური გამოძიება

    • ინტერვიუ

    • ბლოგი

    • ექსკლუზიური ვერსია

    ექსკლუზივი - ახალი სტატიები

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Apr 12 2023

      მილიარდიანი თაღლითობის უკან მდგარი ბიზნესმენები - BBC-ის გამოძიება

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 05 2023

      როგორ კვდებიან ადამიანები ნარკოტიკებით, ისე რომ ნარკოტიკს არ იღებენ

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 04 2023

      „ბავშვს 20 წუთი გული ჰქონდა გაჩერებული“ - რატომ ვერ იძიებენ ექიმების დანაშაულებს

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Feb 27 2023

      როგორ უნდა შეჩერდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვა - ინტერვიუ ვაჟა ოთარაშვილთან

    • ბლოგი
      Details
      Jan 23 2023

      ბლოგი ქალთა მიმართ ძალადობაზე, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

    • ბლოგი
      Details
      Dec 31 2022

      2022 - წელი, რომელმაც მსოფლიო ამოაყირავა

    • ინტერვიუ
      Details
      Dec 10 2022

      „აჩქარდა და შეცდა!“ - 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Dec 08 2022

      ხუთი წელი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან - ინტერვიუ ზაზა სარალიძის ადვოკატთან

    • ინტერვიუ
      Details
      Dec 06 2022

      „მარიხუანას მოხმარებაც ნარკომანიაა!“ -იკურნება თუ არა ნარკოდამოკიდებულება და რა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ საქართველოში - ინტერვიუ ნარკოლოგთან

  • საზოგადოება

    საზოგადოება

    • ჯანდაცვა

    • განათლება

    • კულტურა

    საზოგადოება - ახალი სტატიები

    • ჯანდაცვა
      Details
      May 29 2023

      რა იწვევს ნევროზს მოზარდებში და როგორ გავუმკლავდეთ მას

    • კულტურა
      Details
      May 29 2023

      შაბათ-კვირას ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

    • საზოგადოება
      Details
      May 27 2023

      უხილავი საფრთხე ორგანიზმისთვის - რას ნიშნავს კოდი E პროდუქტის ეტიკეტზე

    • ჯანდაცვა
      Details
      May 29 2023

      ყირიმ-კონგოს შემთხვევები - რატომ და როგორ ვერიდოთ ტკიპებს

    • საზოგადოება
      Details
      May 25 2023

      „სკოლამ უნდა შეძლოს, რომ ექსკურსიაში ყველა ბავშვი მონაწილეობდეს“ - ინტერვიუ თინათინ მოსიაშვილთან

    • კულტურა
      Details
      May 25 2023

      საქართველოს ხმა ევროპაში - გაიცანით საოპერო მომღერალი, ტენორი დავით სუმბაძე

    • საზოგადოება
      Details
      May 19 2023

      როგორ დავიცვათ თავი გველებისგან და სად გვხვდება შხამიანი სახეობები

    • კულტურა
      Details
      May 18 2023

      ,,ჩემი შემოქმედების მთავარი გმირი ადამიანია“ - თიკო ბახტაძე

    • საზოგადოება
      Details
      May 18 2023

      „ჩემო მერაბ“ - წერილები მერაბ კოსტავას მეუღლის, რუსუდან ბერიძის არქივიდან

  • კრიმინალი

    კრიმინალი

    • სასამართლო

    • პატიმრის დღიური

    • კრიმინალური ქრონიკა

    კრიმინალი - ახალი სტატიები

    • კრიმინალი
      Details
      May 26 2023

      „ქვეყანას ხორცმეტებისგან ვასუფთავებთ და ჯილდო უნდა მოგვცეთ!“

    • კრიმინალი
      Details
      May 26 2023

      საზარელი დანაშაული - ფეხმძიმე ქალი გააუპატიურეს

    • კრიმინალი
      Details
      May 26 2023

      20 წლის ბიჭის ცხედარი მისმა თანატოლებმა საბარგულში მოათავსეს და ტყის პირას დამარხეს - შსს

    • კრიმინალი
      Details
      May 26 2023

      მკვლელობა გურჯაანში - ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს და ქვებითა და ბეტონით ამოავსეს

    • კრიმინალი
      Details
      May 25 2023

      ამოღებულია 80 კგ-მდე ჰეროინი - შსს-მ ირანის მოქალაქე დააკავა

    • კრიმინალი
      Details
      May 25 2023

      „გადაღებულია მკვლელობის მომენტი...“ - ვინ არის დიდუბეში მოკლული 20 წლის ბიჭი - ტრაგედიის ახალი დეტალები

    • კრიმინალი
      Details
      May 24 2023

      კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    • პატიმრის დღიური
      Details
      May 23 2023

      რატომ დააკავეს პირდაპირ სტადიონზე ორი ქართველი ფეხბურთელი

    • კრიმინალი
      Details
      May 23 2023

      თბილისში, სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოება მკვლელობით დასრულდა - დაკავებულია ერთი პირი

  • სპორტი

    სპორტი

    • ფეხბურთი

    • კალათბურთი

    • რაგბი

    • სუმო

    • ჭიდაობა

    • სპორტი

    სპორტი - ახალი სტატიები

    • სპორტი
      Details
      May 28 2023

      ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა

    • სპორტი
      Details
      May 23 2023

      ნადალი კარიეას 2024-ში დაასრულებს

    • სპორტი
      Details
      May 23 2023

      ქეცბაიას მაცდური წინადადება აქვს

    • სპორტი
      Details
      May 23 2023

      სრული სიგიჟე - მესის სეზონში 500 მილიონს სთავაზობენ

    • სპორტი
      Details
      May 23 2023

      „მრცხვენია და მივდივარ“ - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

    • სპორტი
      Details
      May 23 2023

      ხვიჩა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს შორის და...

    • სპორტი
      Details
      May 22 2023

      ხაშურში ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

    • სპორტი
      Details
      May 19 2023

      „დიეგოს მემკვიდრეობა ჩაიბარა და ნეაპოლელთა გულებში ადგილი მოიპოვა“- წერს Sportmediaset-ი კვარაცხელიაზე

    • სპორტი
      Details
      May 18 2023

      ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

  • მსოფლიო

    მსოფლიო

    • მსოფლიო პოლიტიკა

    • სამედიცინო სიახლეები

    • გართობა

    • Uncategorised

    მსოფლიო - ახალი სტატიები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      წინასწარი შედეგებით თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 28 2023

      თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 02 2023

      უკრაინამ არაფერი იცის ვატიკანის სამშვიდობო მისიის შესახებ - CNN-ი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      May 01 2023

      ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 190 960 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 29 2023

      ევროკომისიამ უკრაინასა და EU-ს 5 ქვეყანას შორის მარცვლეულის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 28 2023

      პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა - მოლდოვის პრემიერი

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 28 2023

      უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია - ღამით აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 26 2023

      თურქეთის პრეზიდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Apr 25 2023

      რუსმა სამხედროებმა ქალაქ კუპიანსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათი ადამიანი

  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
  1. You are here:  

დედაქალაქი

სამგორელი ახალგაზრდების წარმატება კარატეს ევროპის ჩემპიონატზე

Details
ვერსია
დედაქალაქი
29 May 2023
ბულგარეთის ქალაქ კრანევოში, შოტოკანის ევროპის ჩემპიონატზე, პირველობა სამგორელმა დებმა, დიანამ და თეა აბრამიშვილებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, თეა აბრამიშვილს გზის ხარჯების დაფარვა სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს, გამარჯვება №152 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ ღონისძიებით მიულოცა, რომელსაც სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ყურაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ ცილიკიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამგებელმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სამგორელ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის კარატეს ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტმა, გამგებელ კახა სამხარაძეს პირველი დანი გადასცა.
ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა კარატისტებმა, ჯამში, 121 მედალი მოიპოვეს, აქედან 44 ოქროს, 36 ვერცხლის და 41 კი ბრინჯაო.

წერეთელზე მე-19 - მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი - მერიის განცხადება

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
07 May 2023
"აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, დაახლოებით, 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი" - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
 
"აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი.
აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ.
არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, - განაცხადა მერაბ ძნელაძემ.
 
წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება. "

სამგორის გამგებელი აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

Details
ვერსია
დედაქალაქი
28 April 2023
სამგორი რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მიზანია კოორდინირებულ რეჟიმში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მათი განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სამგორის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.
 

სამგორში კიბეები და საყრდენი კედლები მოეწყობა

Details
ვერსია
დედაქალაქი
29 May 2023

სამგორის რაიონში რკინა-ბეტონის კიბეების, საყრდენი კედლების და ლითონის კონსტრუქციების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ნანა სამარგულიანი ქუჩისა და N124-ე საჯარო სკოლის დამაკავშირებელი კიბის, ასევე, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩისა და მოსკოვის გამზირის N37-ის დამაკავშირებელი კიბის მოწყობა- რეაბილიტაცია.
სამუშაოები წარმოებს ჯავახეთის ქუჩა №142- სა და ვარკეთილი IVმ/რ- ის II რიგს შორის დამაკავშირებელ მონაკვეთზეც, სადაც ეწყობა გადასასვლელი - ბილიკი, კიბე და საყრდენი კედლი.
პროექტი ითვალისწინებს არსებული კიბის ამორტიზირებული კედლებისა და მოაჯირის სვეტების დემონტაჟსა და რეკონსტრუქციას. დამუშავდება და გამოიცვლება დაზიანებული ბაზალტის ფილები, მოეწყობა ახალი კედლები სვეტებით, რომლებიც
ბაზალტის ქუდებით დაიფარება. ამავდროულად, პროექტში გათვალისწინებულია ლამპიონების მოწყობა და გადასასვლელი გვირაბის შელესვა.
პროექტის ღირებულება 638 974 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, რიონის გამგებელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძე გაეცნენ.

 

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
07 May 2023

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

„თბილისი გილოცავთ ევროპის დღეს! – ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

ევროპის დღეები თბილისში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 ოჯახს ბინა გადაეცა

Details
ვერსია
დედაქალაქი
28 April 2023

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ობიექტზე თავმოყრილ მოქალაქეებს კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით, 3 500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. ბევრი ისტორია მოვისმინე აღნიშნულთან დაკავშირდებით, ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო. როდესაც მათ ვუთხარით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, არ სჯეროდათ, რადგან მთავრობები იცვლებოდა, საბოლოოდ კი, არავინ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯს. დღეს მეც თქვენსავით ბედნიერი ვარ – მაქვს შესაძლებლობა, 104 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებში ხედავენ პრობლემას. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაბრკოლებებშიც, პრობლემებშიც ხედავენ გამოსავალს. ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს. ასევე, ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ადამიანების გაბედნიერებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილის ფართებით დაკმაყოფილების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა.

„ჩვენ გვყავდა 3 500-მდე ოჯახი. დღეის მდგომარეობით, 2 500 ოჯახი დაკმაყოფილებულია და სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. უფრო დეტალურად კი, ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, ამ ეტაპზე, 15 მისამართზე მიმდინარეობს, სადაც 1 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, 26 ობიექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. მშენებლობა დასრულებულია ოთხ პროექტზე და ფართები გადაეცა 154 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა ხუთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია სამი პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი და დაახლოებით 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დემეტრე თავდადებულის N38-ის მიმდებარედ პროექტს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ ახორციელებს. დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9 160 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

სამგორის რაიონში სოციალური საწარმო გაიხსნა

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
18 May 2023
სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა სოციალური საწარმო „მულტიფუნქციური სერვის ცენტრი“ გახსნეს. ვარკეთილი 3, მესამე მასივში, კალოუბნის ქუჩა N16-ში გახსნილი სოციალური საწარმოს მიზანი რაიონში მცხოვრებთათვის ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაა სარემონტო და საყოფაცხოვრებო მიმართულებებით და ამ სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდებისა და ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა. „მულტიფუნქციური სერვის ცენტრი“ უზრუნველყოფს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების სამეწარმეო და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებას, ასევე, მათი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ინვენტართან წვდომის შესაძლებლობების გაზრდას.
ცენტრში მოწყობილი ინფრასტრუქტურა ქმნის სარემონტო-სამშენებლო ინვენტარის შეღავათიან ფასად გაქირავების შესაძლებლობას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სოციალური საწარმო „მულტიფუნქციური სერვის ცენტრის“ პროექტი განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“. პროექტი მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) დაფინანსებითა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საწარმოს გახსნას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია დაესწრო.
 
 

სამგორის რაიონის გამგებელმა, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

Details
ვერსია
დედაქალაქი
05 May 2023

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა ნასაგურსა და ლილოს დასახლებაში გაიმართა.
ნასაგურის მცხოვრებლებთან შეხვედრისას, ძირითად საკითხად სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობა დასახელდა, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მათ ნაძვების ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებაც მოითხოვეს.
ლილოს დასახლებაში მოქალაქეებმა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, კორპუსებში ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობაზე ისაუბრეს, სადაც, ასევე, ყურადღება გამახვილდა მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.
მოსახლეობასთან შეხვედრები ადგილობრივ მცხოვრებლებთან 30 მაისის ჩათვლით, კვირაში სამჯერ, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, რომლის მიზანს მოქალაქეების ჩართულობით პრობლემების გამოვლენა და შესასრულებელი სამუშაოების ერთობლივად დაგეგმვა წარმოადგენს.

 

ცნობილია იმ ქუჩების და გამზირების ჩამონათვალი, სადაც A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

Details
ვერსია
დედაქალაქი
27 April 2023

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ, ხოლო 5 ქუჩა/გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 10 წელზე მეტი ასაკის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის იმ 5 ქუჩაზე არ შეეძლებათ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ესენია - ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები.

რაც შეეხება იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ავტობუსის ზოლი სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებითაა და ტაქსის მძღოლებს მხოლოდ ამ ავტობუსის ზოლზე შეუძლიათ გადაადგილება, ასე გამოიყურება: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, A კატეგორიის იმ ტაქსების ოდენობა, რომელთა ასაკი 10 წელს აღემატება, 3500-ს შეადგენს.

სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შენდება

Details
ვერსია
დედაქალაქი
12 May 2023

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. 15-ჯგუფიანი ბაღი 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც 100-მდე ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის. მშენებარე ობიექტი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელ განათლებაზე სრულად ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას ჩვენ სერვისებზე და 500-მდე პატარას საშუალება ექნება, განათლება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ამჟამად, თბილისში 10 საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო ორი ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ობიექტების ნაწილი წლის ბოლომდე გაიხსნება.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ბაღების ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2024 წლიდანაც.

რა ღონისძიებები გაიმართება ევროპის დღეებში 6 და 7 მაისს

Details
ვერსია
დედაქალაქი
03 May 2023

ევროპის დღეები საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით აღინიშნება. 6 და 7 მაისს ორბელიანის მოედანზე ესპანური და შვედური საღამოები მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა და ინსტალაცია.
ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.
პროგრამა იხილეთ ბმულზე:

https://www.gov.ge/news/357370?page&year&fbclid=IwAR2YL97muFSzB4PMwtJXH8UThsqqzOOus9b-ZUG3d97o43kRx9x19ic8BuM

 

თბილისის მერია სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამას იწყებს

Details
ვერსია
დედაქალაქი
26 April 2023

თბილისის მერია, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა სპორტული ცენტრების სერვისით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმებას მოიცავს.

„სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამა, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ სერვისით მოსარგებლე 500 მოზარდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის 26 აპრილიდან 5 ივნისამდე (მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში)“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კომპლექსური სამედიცინო შემოწმების საფუძველზე, სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციები გაიცემა.

„საპილოტე პროგრამის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Page 1 of 12
  • Start
  • Prev
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • Next
  • End
Teline V Teline V Best News Template For Joomla
 
 
 

top.ge