• მთავარი

Sidebar

  • მთავარი

Magazine menu

  • Home
  • ვერსია
  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი
  • საზოგადოება
  • კრიმინალი
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
Teline V Teline V Teline V Best News Template For Joomla
რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება დღევანდელი აქციის შესახებ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
27 October 2021

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

რედაქტორის რჩეული
Details
რუსა ხავთასი
23 October 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ

  • Home
  • ვერსია

    ვერსია

    • ანალიტიკა

    • პოლიტიკა

    • ეკონომიკა

    ვერსია - ახალი სტატიები

    • ეკონომიკა
      Details
      Mar 25 2023

      სემეკმა სსე-ს, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკოს ანგარიშები მოისმინა

    • ეკონომიკა
      Details
      Mar 25 2023

      NOKIA-ს დაღმასვლის ისტორია | რატომ მოუწია ფინურ გიგანტს ტელეფონების ბაზრიდან გასვლა?

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 25 2023

      საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გულითადად ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის 106-ე წლისთავს

    • ანალიტიკა
      Details
      Mar 25 2023

      "საქართველოს ხალხის ადგილი ევროკავშირშია", "გზა ვერ შემოკლდება" - რატომ ჩამოვიდა გერმანელი მინისტრი საქართველოში

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 24 2023

      ირაკლი ღარიბაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 24 2023

      ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას - პრემიერი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 24 2023

      "ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში" - ირაკლი ღარიბაშვილი

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 24 2023

      "არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე" - პრემიერი თეონა აქუბარდიას

    • პოლიტიკა
      Details
      Mar 24 2023

      "ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა" - ირაკლი ღარიბაშვილი

  • დედაქალაქი
  • ექსკლუზივი

    ექსკლუზივი

    • ჟურნალისტური გამოძიება

    • ინტერვიუ

    • ბლოგი

    • ექსკლუზიური ვერსია

    ექსკლუზივი - ახალი სტატიები

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 05 2023

      როგორ კვდებიან ადამიანები ნარკოტიკებით, ისე რომ ნარკოტიკს არ იღებენ

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Mar 04 2023

      „ბავშვს 20 წუთი გული ჰქონდა გაჩერებული“ - რატომ ვერ იძიებენ ექიმების დანაშაულებს

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Feb 27 2023

      როგორ უნდა შეჩერდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვა - ინტერვიუ ვაჟა ოთარაშვილთან

    • ბლოგი
      Details
      Jan 23 2023

      ბლოგი ქალთა მიმართ ძალადობაზე, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

    • ბლოგი
      Details
      Dec 31 2022

      2022 - წელი, რომელმაც მსოფლიო ამოაყირავა

    • ინტერვიუ
      Details
      Dec 10 2022

      „აჩქარდა და შეცდა!“ - 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი

    • ჟურნალისტური გამოძიება
      Details
      Dec 08 2022

      ხუთი წელი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან - ინტერვიუ ზაზა სარალიძის ადვოკატთან

    • ინტერვიუ
      Details
      Dec 06 2022

      „მარიხუანას მოხმარებაც ნარკომანიაა!“ -იკურნება თუ არა ნარკოდამოკიდებულება და რა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ საქართველოში - ინტერვიუ ნარკოლოგთან

    • ბლოგი
      Details
      Nov 10 2022

      სად შევიძინოთ სასურველი სამოსი სტამბოლში - ბლოგი მათთვის ვინც მოგზაურობას აპირებს

  • საზოგადოება

    საზოგადოება

    • ჯანდაცვა

    • განათლება

    • კულტურა

    საზოგადოება - ახალი სტატიები

    • საზოგადოება
      Details
      Mar 22 2023

      რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევა იგეგმება - თანამშრომლები უმუშევრად დარჩენაზე ღელავენ

    • განათლება
      Details
      Mar 21 2023

      საგანმანათლებლო კვირეულში - „პროექტის შედგენა და მართვა“ მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო

    • საზოგადოება
      Details
      Mar 21 2023

      ამბროლაურის ქუჩის ძაღლები - როგორ შეუტია ცოფმა რაჭას?

    • საზოგადოება
      Details
      Mar 20 2023

      სამგორმა ზურაბ იარაჯულის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      "პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად" - გიორგი ამილახვარი

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      "შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის" - გიორგი ამილახვარი

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      "დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან" - გიორგი ამილახვარი

    • განათლება
      Details
      Mar 20 2023

      ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

    • კულტურა
      Details
      Mar 20 2023

      უდიდეს მწერალსა და პოეტს, ოთარ ჭილაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა

  • კრიმინალი

    კრიმინალი

    • სასამართლო

    • პატიმრის დღიური

    • კრიმინალური ქრონიკა

    კრიმინალი - ახალი სტატიები

    • კრიმინალი
      Details
      Mar 23 2023

      თბილისის ცენტრში ომის ვეტერანმა ქალმა თავი მოიკლა - საიდუმლოებით მოცული კრიმინალური ისტორიის დეტალები

    • კრიმინალი
      Details
      Mar 23 2023

      კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    • კრიმინალი
      Details
      Mar 22 2023

      თავდასხმის ინსცენირებით ძმები 150 000 ლარს დაეუფლნენ - სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს

    • კრიმინალი
      Details
      Mar 22 2023

      ცნობილი სპორტსმენის სადისტური მკვლელობა

    • კრიმინალი
      Details
      Mar 20 2023

      პოლიციამ მაღაზია „დელფოსის“ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

    • კრიმინალი
      Details
      Mar 17 2023

      12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - შემზარავი ამბის ახალი დეტალები

    • კრიმინალი
      Details
      Mar 16 2023

      ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის დეიდაშვილი

    • კრიმინალი
      Details
      Mar 15 2023

      ვინ არიან ცოლ-ქმარი, რომლებიც თბილისში ბავშვებს იპარავენ

    • კრიმინალი
      Details
      Mar 14 2023

      პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დახევისა და დაწვისთვის შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

  • სპორტი

    სპორტი

    • ფეხბურთი

    • კალათბურთი

    • რაგბი

    • სუმო

    • ჭიდაობა

    • სპორტი

    სპორტი - ახალი სტატიები

    • სპორტი
      Details
      Mar 24 2023

      მესუტ ოზილმა 34 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

    • სპორტი
      Details
      Mar 15 2023

      თავი სიზმარში მგონია - კვარაცხელია NYTimes-ს

    • სპორტი
      Details
      Mar 15 2023

      "ის ფეხბურთის ლეგენდაა" - კვარაცხელიამ გუტის მაისურის მიღებისას ემოციები ვერ დამალა

    • სპორტი
      Details
      Mar 15 2023

      საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი დაამარცხა

    • სპორტი
      Details
      Mar 11 2023

      ხვიჩა კვარაცხელიას მე-11 გოლი სერია A-ში!

    • სპორტი
      Details
      Mar 06 2023

      ისლანდიამ მარცხი უფულობას დააბრალა

    • სპორტი
      Details
      Mar 06 2023

      მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ ითამაშებს

    • სპორტი
      Details
      Mar 06 2023

      კვარაცხელიას თამაშის ნაცვლად, ექსკურსია ციხეში

    • სპორტი
      Details
      Mar 05 2023

      საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ფინალში ითამაშებს

  • მსოფლიო

    მსოფლიო

    • მსოფლიო პოლიტიკა

    • სამედიცინო სიახლეები

    • გართობა

    • Uncategorised

    მსოფლიო - ახალი სტატიები

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 21 2023

      საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმს მხარი არ დაუჭირა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 07 2023

      ავღანეთში უნივერსიტეტები გაიხსნა - ქალებს სწავლა კვლავ ეკრძალებათ

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 04 2023

      პანდემიასთან დაკავშირებული მაქინაციების გამოსაძიებლად, ბაიდენი კონგრესს $1.6 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 04 2023

      იტალიაში გარდაიცვალა ჟურნალისტი, რომელმაც "ექიმი ჟივაგოს" ხელნაწერი საბჭოთა კავშირიდან გაიტანა

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Mar 04 2023

      პუტინი კრემლში შეხვდა რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Jan 28 2023

      ჩეხეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი ედება აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Jan 28 2023

      ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით გენერალი პეტრ პაველი ლიდერობს

    • მსოფლიო პოლიტიკა
      Details
      Jan 16 2023

      უკრაინის პრეზიდენტი რუსებს მიმართავს

    • სამედიცინო სიახლეები
      Details
      Nov 29 2022

      „ახლა ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსების 7-8 ტიპი...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი ახალ ვირუსებზე

  • მეტი
    • ბეჭდური ვერსია
    • რედაქტორის რჩეული
  1. You are here:  

დედაქალაქი

"40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის" - კახა კალაძე

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

დღეის მდგომარეობით, უკვე გაყიდულია 40 000 სამგზავრო აბონემენტი, რომელთა დიდი ნაწილი ერთთვიანი და ერთწლიანია. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურისა და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის.

ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც. მოქალაქეს შეუძლია, გადაიხადოს „მეტრომანის“ საშუალებით. ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით.

„ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ ამ ქალაქისთვის – ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი – ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოჰპარეს ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

დედაქალაქის მერია, „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ასევე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის მანძილზე ღვიძლის გადანერგვა 34 მოქალაქეს დაუფინანსდა.

"თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამას“, 2018 წლიდან ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა. ბოლო 4 წლის მანძილზე ღვიძლის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რაც 34 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თბილისის მერია, ერთ მოქალაქეს, ღვიძლის გადანერგვას თავდაპირველად 60 ათასი ლარით უფინანსებდა, შემდეგ კი თანხა გაიზარდა და 2019 წლიდან ერთი ბენეფიციარისთვის 70 ათასი ლარი გამოიყოფა." - წერს მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში.

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

Details
რუსა ხავთასი
დედაქალაქი
06 February 2022

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება. 

აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები შეასრულებენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტის გამო!

 

 

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დაიწყება

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს დაიწყება. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ტაქსის მომსახურების გამწევ პირებთან.

რეფორმის მესამე ეტაპისთვის, გათვალისწინებული იქნება ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი," - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

უკანონო მშენებლობებთან მიმართებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ 4 200 სამართალდარღვევა გამოავლინა

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ 4 200 სამართალდარღვევა გამოავლინა.

"უკანონო მშენებლობებთან მიმართებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მერიამ გამოავლინა 4 200 სამართალდარღვევა, გამოიწერა 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა, მაშინ, როდესაც 2014-2017 წლებში გამოვლინდა 3 500 დარღვევა და მხოლოდ 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმაა დაწერილი.

2021 წელს, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიღო.

უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისის მერია აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას კვლავ პარლამენტის დახმარებით გეგმავს. საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით არ შეაფერხოს აღსრულების პროცესი." - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის შესაბამისობაში, ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით - კახა კალაძე „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე

Details
ვერსია
დედაქალაქი
05 February 2022

გარე ვაჭრობა კანონმდებლობით აკრძალულია. მესმის ყველა იქ მომუშავე ადამიანის მდგომარეობა, მაგრამ კონკრეტული ქუჩების, ტროტუარების მოწესრიგება ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„უამრავი შეტყობინება შემოდის, რომ ტროტუარებზე ფეხით გავლა შეუძლებელია. პირდაპირ ტროტუარებზე მიმდინარეობს საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის, ყველაფრის ერთად გაყიდვა. მესმის, შევდივარ ამ ადამიანების მდგომარეობაში და ზუსტად ამიტომ მივეცი დავალება სამგორის რაიონის გამგებელს, რომ „ვარკეთილის“ რაიონის ბაზრობის მესაკუთრეებთან რომ ამ ადამიანებს, ვინც დღეს ტროტუარზე დგას და ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, მივცეთ საშუალება, გარკვეული შეღავათი რომ ბაზრობის ტერიტორიაზე შევიყვანოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის შესაბამისობაში, ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“, რომლის ბიუჯეტი 2015 წლის შემდეგ 12-ჯერ გაიზარდა, დღეისთვის 1 375 ბავშვსა და მოზარდს ემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნულ პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაზე“. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროგრამა ბევრი მიზეზის გამო, რადგან ეხება პატარებს, ბავშვებს. მახსოვს, როცა დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება, 2015 წელს მისი ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო და მომსახურებას 325 ბავშვი იღებდა. ამ ხნის განმავლობაში მისი ბიუჯეტი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა და დღეისთვის, ის ხუთი მლნ 868 ათას ლარს შეადგენს. პროგრამაში კი ჩართულია 1 375 ბავშვი და მოზარდი. პირველ ეტაპზე, 325 ბავშვი იღებდა ამ მომსახურებას. 2015 წელს ამ პროგრამას ორი მიმწოდებელი დაწესებულება ჰყავდა, დღეისთვის კი მათი რიცხვი შვიდამდეა გაზრდილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, გაიზარდა პროგრამაში ჩართული ბავშვების ასაკი. კერძოდ, თავიდან თუ თერაპიული სეანსები ორიდან 14 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, პროგრამაში ჩართული ბავშვების რიცხვი 18 წლამდე გაიზარდა.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროგრამა პრეცედენტულია. თბილისის მაგალითი ბევრმა სხვა მუნიციპალიტეტმა გაიზიარა და დღეისთვის ის უკვე არაერთ ქალაქში ხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ პროგრამის ბენეფიციარების მშობლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

„მესმის და ვხედავ, ბევრი მშობლისთვის რამხელა გამოწვევაა ეს საკითხი და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ იმაზე მეტი შევძელით, ვიდრე ვახერხებდით. ასევე, ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ამ პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის პანდემიის პერიოდი, მაგრამ იმედი მაქვს, მსოფლიო ამ ორ მძიმე წელიწადს მალე უკან მოიტოვებს. მინდა, მივმართო ამ პროგრამის ბენეფიციარების მშობლებს, მუნიციპალიტეტის მხრიდან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროგრამის გასაძლიერებლად“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მგზავრის აყვანისა და გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების უფლება ექნებათ

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

თბილისის მერიას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის ექნება მზად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები სრულდება. ასევე, ტაქსის მომსახურების გამწევი პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ და ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით. მესამე ეტაპის ამოქმედებისთვის მზად ვიქნებით ზაფხულის ბოლოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მესამე ეტაპისთვის ტაქსის სერვისის გაწევისას, ავტობუსის ზოლში ავტომანქანის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხი იყოს გათვალისწინებული.

„აქვე მინდა, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ მესამე ეტაპისთვის, შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

არცერთ უსახლკარო სტატუსის მატარებელ თბილისელს საცხოვრებლის გარეშე არ დავტოვებთ - კახა კალაძე

Details
ვერსია
დედაქალაქი
05 February 2022

დღეს თბილისში 400-მდე უსახლკარო ოჯახია, მე ვიცოდი ეს პრობლემა და არჩევნებზე გავეცი დაპირება, რომ არცერთი თბილისელი უსახლკარო არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე და მე , კიდევ ერთხელ ვაძლევ პირობას თბილისელებს, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,კახა კალაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველას გადაეცემა მუნიციპალური საცხოვრისი. მუშაობა უკვე დაწყებულია. 2017 წლიდან ვამუშავებდით ამ პროექტს და საბინაო ფონდის მიმართულებითაც უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. ამ თვეში 15-16 ოჯახს დავაკმაყოფილებთ. და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ,. სანამ ყველა არ დაკმაყოფილდება. მაგრამ, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო მიწები დაიტაცონ და უკანონო მშენებლობები განახორციელონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად დავით ფაჩულია დაინიშნა

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

„დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს „თბილსერვის ჯგუფს“. დავით ფაჩულია არის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრი, რომელიც წლების განმავლობაში კერძო სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ის გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ახალ დირექტორს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან თქვენ ხელმძღვანელობთ სამსახურს, სადაც ბევრი ადამიანია დასაქმებული. სამსახური, რომელიც ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, გარე განათებებზე. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება გაქვთ. ჩვენ ერთად გავართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომლებიც სამსახურის წინაშე დგას. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა კალაძემ.

უკანონო მშენებლობებზე მკაცრი რეაგირება იქნება - მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა, აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს - კახა კალაძე

Details
ვერსია
დედაქალაქი
09 February 2022

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიას უკანონო მშენებლობების საკითხზე ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას.

„ჩვენი მხრიდან არც ერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია, ყველაზე რეაგირება მოხდა და შესაბამისი კანონმდებლობით რაც არის დასაშვები, ყველაფერი გაკეთდა. ახლა გვაქვს ერთი პრობლემა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვაწყდებით. მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ და გვინდა, ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. კერძოდ, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მშენებლობას უკანონოდ ახორციელებენ, მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას არ იბარებენ, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო, ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, ან არ ხდება ვადების ათვლა. თუ არ იბარებს კომპანია ჩვენ მიერ გამოწერილ ჯარიმას, ვადების ათვლაც ვერ ხდება და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებითა და ინიციატივით გვინდა მივმართოთ საქართველოს პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება. გვინდა, იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაში, გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიყენება გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაიბაროს, გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ამაზე საუბარი დავასრულოთ. უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაულია. ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება ამას ყოველთვის, ძალიან პრინციპულები ვიქნებით იმისთვის, რომ ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა აღმოიფხვრას“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას, კახა კალაძის თქმით, ამ საკითხზე მათი მხრიდან არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„ვერ დაასახელებენ ვერც ერთ ფაქტს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას უკანონო მშენებლობებზე რეაგირება არ ჰქონდა და კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში არ ემოქმედა“,-განაცხადა კალაძემ.

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს - თბილისის მერია

Details
ვერსია
დედაქალაქი
03 February 2022

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდნ გამომდინარე განმარტავს იწყებს თუ არა მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას.

დედაქალაქის მერია მედიასაშუალებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.მათივე თქმით, თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს.

"საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აქვე განვმარტავთ, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.

აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე.

ნაგებობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე,"-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Page 7 of 9
  • Start
  • Prev
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • Next
  • End
Teline V Teline V Best News Template For Joomla
 
 
 

top.ge