მამიაშვილი იმუქრება - ოლიმპიადაზე ტანკებით ჩავალთ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მიხეილ მამიაშვილი იმუქრება, რომ თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და რუს მოჭიდავეებს პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას არ მისცემს, ისინი საფრანგეთის დედაქალაში ტანკებით ჩავლენ.

საქმე ის გახლავთ, რომ რუსმა მოჭიდავეებმა ოლიმპიადის 16 ლიცენზია მოიპოვეს, ბელორუსებმა - 10, მათ ოლიმპიადაზე ნეიტრალური გუნდის სახელით უნდა ეასპარეზათ ანუ არც დროშა, არც გერბი, არც ჰიმნი. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 26 მოჭიდავე ძალიან ბევრია და მთლიანობაში, 16 ლიცენზია გამოყო, 10 - რუსებისთვის, 6 - ბელორუსებისთვის, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ სეოკ-მა თავად გადაწყვიტა, ვინ უნდა წავიდეს ოლიმპიადაზე და შემცირებულ ლიცენზიებს, სიებიც თან აახლა. სიაში კი არ არიან ზაურ უგუევი, ზაურბეკ სიდაკოვი და აბდულრაშიდ სადულაევი. სამივე მათგანი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და მამიაშვილიც სწორედ ამან გააცოფა.

„ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, ეს არ გახლავთ საბოლოო გადაწყვეტილება და თუ მართლა არ გაუშვებენ ჩვენს ბიჭებს ოლიმპიადაზე, თუ მოქმედ ჩემპიონებს ტიტულის დაცვის უფლებას არ მისცემენ, პარიზში ტანკებით ჩავალთ და ისე ვიჭიდავებთ“, - განაცხადა მამიაშვილმა. იმედია, საფრანგეთის ხელისუფლება ამ განცხადებას შესაბამისად გაიგებს და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, სწორედ ამ განცხადების გამო, პარიზის ოლიმპიადაზე ჩასვლას აუკრძალავს და ქვეყანაში არ შეუშვებს.