ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა.

„იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა.

კარგი იქნება, თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია.

ასე რომ, ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები – მრავალგვარი. გეწეოდეთ ღმერთი და თქვენი მფარველი ანგელოზი!“ – აღნიშნავს ილია მეორე.