რჩეული სტატიები

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის“ რიგებში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ვარაუდობდნენ, რომ ის ჯანმრთელად არ იყო და არ ითამაშებდა. მართლაც, „ჟირონასთან“ შეხვედრა თადარიგში დაიწყო, მაგრამ 24-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა და მატჩიც ბოლომდე ჩაამთავრა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას - „ნაპოლიმ“ 3:1 იმარჯვა და სამიდან ერთი გოლი, თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანით, სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა. ნამატჩევს, იტალიური კლუბის თავკაც ლუჩანო სპალეტის არ დაუმალავს, რომ კვარა მისი გუნდის უმთავრესი მარგალიტია და აღიარა, რომ არ ელოდა, თუ ქართველი ფეხბურთლელი ასეთ დონეზე იასპარეზებდა და უმოკლეს ხანში პერსპექტიული მოთამაშიდან გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდებოდა.

ჩვენებურის ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენია იტალიურ მედიასაც. თუ აქამდე, ხვიჩას შესახებ გაზეთის შიდა გვერდებზე იწერებოდა, ახლა კვარაცხელია პირველი გვერდებიდან აღარ ჩამოდის. აგერ, იტალიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა Corriere Dello Sport-მა ჩვენებურს პირველ გვერდზე ვრცელი ადგილი დაუთმო და მისთვის არც საქებარი სიტყვები დაიშურა. იმის გასაგებად, რას ფიქრობს ჟურნალისტი კვარაცხელიაზე და რას ამბობს მწვრთნელი, იტალიურის ცოდნა საჭირო არაა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ, თბილისის „დინამოს“ 850 ათასი ევრო გადაუხადა, ახალგაზრდა მეკარესთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა, მის გამოსასყიდი ფასი კი კონტრაქტში 20 მილიონი ევრო ჩაწერა. რეალურად, „ღამურებმა“ გიორგი მესამე მეკარედ მიიყვანეს, მაგრამ ჯერ გუნდის მეორე მეკარე დაიმტვრა, შემდეგ ძირითად კიპერს ვირუსი დაუდგინდა და მწვრთნელიც იძულებული იყო, კარში მამარდაშვილი ჩაეყენებინა, რომელმაც ბოძებული შანსი საუცხოოდ გამოიყენა და „ვალენსიას“ მესვეურები მიხვდნენ, რომ ხელში პრაქტიკულად უფასოდ, ნამდვილი მარგალიტი ჩაუვარდათ.

სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი კიპერის გადაბირება „მანჩესტერსა“ და „ტოტენჰემს“ სურდათ, 20 მილიონის გადახდაზე ორივე თანახმა იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან ინგლისური კლუბები მამარდაშვილს, როგორც პერსპექტიულ მეკარეს, ისე ყიდულობდნენ და ძირითადი კიპერების დუბლიორად სურდათ. ამით გადასარევად ისარგებლა „ვალენსიამ“ და მამარდაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს - გიორგი მამარდაშვილი გუნდში 2027 წლამდე დარჩება, ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვამდე მისი გადაბირება რომელიმე კლუბს მოუნდება, 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა და კონფერენს-ლიგაზე გადაერთ, რომელსაც ასევე დიდი ალბათობით დაემშვიდობება, რადგან პირველ შეხვედრაში პოლონურ „ლეხთან“ ბათმლებმა 0:5 წააგეს. ამის მიუხედავად, გულშემატკივარი აჭარულ კლუბს გვერდში უდგას და ამხნევებს, თუმცა მათ ახალი ტრანსფერი არ მოეწონათ. გულშემატკივრებმა ოფიციალური წერილიც კი გაავრცელეს და მოითხოვენ, რომ „დინამომ“ კლუბის ახალ ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმოს და ის გუნდიდან გაუშვას. ღუდუშაური აჭარლებმა რამდენიმე დღის წინ გორის „დილადან“ იყიდეს და მის სანაცვლოდ 120 ათასი დოლარიც გადაიხადეს.

„პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელის დამატება გუნდის შეურაცხყოფაა. მოვითხოვთ, „დინამომ“ პაატა ღუდუშაური გუნდიდან გაუშვას“,-ნათქვამია განცხადებაში. ღუდუშაურს ბრალი გარიგებული მატჩების ორგანიზებაში 2019 წელს დასდეს და მას სამუდამო დისკვალიფიკაციაც მისცეს, ის დააკავეს კიდეც, თმცა შემდეგ პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა, სადისციპლინო კომიტეტის განაჩენიც გადაიხედა და ის ფეხბურთს დაუბრუნდა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია საუცხოო ფორმაში გახლდათ და ევროლიგაზე, ზედიზედ ორ შეხვედრაში გუნდს ულიდერა კიდეც. მისი თამაშით არა მარტო ცსკა-ს მწვრთნელი და გულშემატკივრები იყვნენ კმაყოფილნი, არამედ, ექსპერტებიც აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ცენტრი ფორმის პიკში შედიოდა, თუმცა...

„ზენიტთან“ შეხვედრაში, თორნიკე უხერხულად დაეცა და მხარი იტკინა. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, თუმცა დეტალურმა კვლევამ სხვა შედეგი აჩვენა. შენგელია პარკეტზე გასვლას უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია ვერ გადაწერა. სამწუხაროდ, ნიკა „ინდიან უელსის“ მასტერსის ფინალში, ბრიტანელ კამერონ ნორისთან დამარცხდა. არადა, გამარჯვების ძალიან, ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა...

პირველი სეტი ნიკამ მძიმედ დაიწყო. მოთამაშეებმა ჩაწოდებები გაცვალეს, მაგრამ მესამე გეიმში, ნორიმ ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. ბრიტანელმა თავისი ჩაწოდებაც მოიგო და 3:1 დააფიქსირა. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა, ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტი ბევრად დაძაბული გამოდგა. ჩვენებურმა მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, თუმცა ანერვიულდა, კამერონმა უკუბრეიკი შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომ არა ეს ხუთწუთიანი მონაკვეთი, ბასილაშვილი მეორე სეტს და, შესაბამისად, ფინალსაც მოიგებდა. ამის შემდეგ, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ასპარეზობდა. სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ანგარიში ნორის სასარგებლოდ 5:4 იყო, ბრიტანელმა კვლავ ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტი კი მთლიანად მეტოქის იყო. ნორიმ ჯერ საკუთარი მოწოდება მოიგო, მერე ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კვლავ მოიგო მოწოდება და წინ 3:0 გავიდა. ამასთან, ბრიტანელი შეცდომას პრაქტიკულად აღარ უშვებდა, ბასილაშვილმა კი თავისი ჩაწოდება ისევ დათმო და 1:5 დაფიქსირდა. რაღა თქმა უნდა, კამერონმა ასეთი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, მატჩზე ჩააწოდა და „ინდიან უელსის“ მასტერსი მოიგო.

აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლით, ბასილაშვილმა მაინც დიდ წარმატებას მიაღწია. ფინალში თამაშით, ბასილაშვილმა 640 ათასი დოლარი და 600 სარეიტინგო ქულა გაინაღდა, თუმცა რომ მოეგო, 1 209 730 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებდა. ახალ მსოფლიო რეიტინგში, ბასილაშვილი მისთვის სარეკორდო, მე-15 ჩოგანი იქნება.

შერმადინი რუსებმა ქვეყანაში არ შეუშვეს

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალი რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში სტარტს დღეს აიღებს. ამ ტურნირში ესპანური „ტენერიფეც“ მონაწილეობს, რომელიც თავის პირველ შეხვედრას 6 მაისს „სტრასბურგთან“ გამართავს. რაღა თქმა უნდა, ესპანური კლუბი რუსეთში რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა, მაგრამ რად გინდა - გუნდის ლიდერი და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, გიორგი შერმადინი ქვეყანაში არ შეუშვეს. როგორც კლუბის წარმომადგენლებს რუსმა მებაჟეებმა აუხსნეს, შერმადინი ქართველია და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ჯერ დეტალებში უნდა გაერკვნენ.

გიორგის თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მნიშვნელოვანი მატჩი ელით, მათი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა, 216 სმ სიმაღლის შერმადინმა კი ღამე აეროპორტში პატარა დივანზე გაათენა. უერტასმა პოსტს ფოტოც დაურთო, თუ სად გაატარა ღამე ჩვენებურმა.

მეორე დღეს საქმეში უკვე ფეხბურთის ევროპული ფედერაცია ჩაერთო და შერმადინი გუნდს შეუერთდა. იმედი გვაქვს, ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ, რუსები გიორგის შეშვებას მწარედ ინანებენ.

27 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 250-ე შეხვედრას გამართავს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის (პარალელურად, მსოფლიო თასის შესარჩევი) ეგიდით, „ბორჯღალოსნები“ „დინამო არენაზე“ რუსეთს შეხვდებიან. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და რაგბის კავშირი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.

- აუცილებელი კოვიდშემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგინოთ:

- თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

- ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

- ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);

- ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

- ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

რუსეთის ნაკრები მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება და რა ძნელი მისახვედრია, რომ ისინი საქართველოსთან მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. მათ რიგებში კი სიახლეა - რუსეთის ნაკრებში ორი ქართველი ახალწვეულია - ყაზანის „სტრელას“ წევრი ნიკოლაი კაზალიკაშვილი და ფრანგული „კარკასონის“ მორაგბე ნიკოლოზ ნარმანია. ეს უკანასკნელი თავის დროზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებშ გამოდიოდა, ახლა 21 წლის გახლავთ და... ასპარეზობა რუსეთის ეროვნულ გუნდში გადაწყვიტა. ყველამ თავის საქმე იცის, მაგრამ, საქართველოს დედაქალაქში, რუსეთის ჰიმნზე ამღერებული ქართველი ცოტა არ იყოს უცნაური სანახავია.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში რუმინეთი დამაჯერებლად, 28:17 დაამარცხა და გარდა იმისა,რომ რაგბი-ევროპის გამარჯვებული გახდა, ჩვენსა და რუმინეთს შორის გასათამაშებელი ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც თბილისში დატოვა. ამ შესარჩევში ჩვენმა გუნდმა ოთხი შეხვედრა გამართა, ოთხივე მოიგო და უდანაკარგოდ დაასრულა ეს ყველაფერი, თუმცა...

სიმართლე გითხრათ, სათვალავი აგვერია, რამდენჯერ გვაქვს მოგებული რაგბი-ევროპა და რამდენჯერ კიდევ ანთიმოზ ივერიელის თასი. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ერთ წრეზე ტრიალს, რადგან წინ პრაქტიკულად ვერ მივდივართ. გავალთ მოსფლიოს ჩემპიონატზე, შეგვხვდება ტოპ-ნაკრები და პატარა ბავშვებივით გვიგებენ. გამოსავალი ერთია - ექვსი ერის პირველობა როგორმე შვიდი ერის უნდა გახდეს, ან ქევს ერში ბოლოადგილოსანი გავარდეს და მომდევნო წელს იქ რაგბი-ევროპის გამარჯვებულმა ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში, ექვსი ერიდან მუდმივად იტალია გავარდება და უდიდესი ალბათობით, მუდმივად ჩვენ ჩავენაცვლებით. სამაგიეროდ, იმ ერთი წლის განმავლობაშ, ინგლისს, უელსს, საფრანგეთს, შოტლანდიასა და ირლანდიას შევხვდებით და მერე ჩვენი დონეც აიწევს, მოტივაციაც და ქართველი მორაგბეებიც ბევრად უკეთეს კლუბებში გააგრძელებენ ასპარეზობას.

ჰოდა, სანამ ამ მიმართულებით რამე არ შეიცვლება, უკვე იმდენად მივეჩვიეთ რაგბი-ევროპის მოგებას, რომ ემოციაც ნაკლებად გვაქვს. მოვიგეთ კიდევ ერთი თასი, რომელიც მანამდეც ბევრჯერ მოგვიგია და არც მომავალში გაგვიჭირდება.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი კვლავ დაამარცხა - ამჯერად, კალინინგრადში. მატჩამდე, ქართველ გულშემატკივარს ერთგვარი შიში ჰქონდა, რადგან ჩვენი გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და ესპანეთთან შეხვედრამაც აჩვენა, რომ ბევრი პრობლემა იყო. რუსები კი საქართველოსთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. „ბორჯღალოსნებმა“ წელს საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მატჩი პრემიალური ქულით - 23:6 მოიგეს.

„მეტოქე ჩვენზე ოდნავ ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუნდი ახლა ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ადრე, ქართველებმა ამჯერად დაცვაში ძალიან კარგად მოახერხეს თამაში. მეტოქეზე ზეწოლის შენარჩუნება გაგვიჭირდა, რომ ლელო დაგვედო. დღევანდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი, ბურთის თამაშში შეყვანა იყო. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვიქტორ გრესევის გამოკლებამაც. საქართველოს წინააღმდეგ თამაში, როგორც წესი, ძალიან მჭიდრო და ხისტია. ქართველები თავის გეგმას მიჰყვებოდნენ, მათ კარგად გამოსდით დარტყმითი ტაქტიკით მუშაობა. ზოგჯერ თავდაცვა კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანობაში ეს ვერ მოვახერხეთ. ჩვენ უფრო თანაბარ თამაშს მოველოდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ქართველები კერკეტი კაკლები არიან, მათ ადეკვატური წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. ჩევნ განვითარება უნდა განვაგრძოთ და გამარჯვებაც მოვა. ყველასათვის ნათელია, რომ საქართველო, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე, მსოფლიოს თასზე გავა“, - ნამატჩევს, ეს განცხადება რუსთა თავკაცმა, ლინ ჯონსმა გააკეთა.

იაპონიაში მიმდინარე სუმოისტთა ტურნირის დასრულებამდე, ექვსი დღე დარჩა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ფალავანი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ამ ტურნირს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და რეიტინგში დაქვეითდება. საქმე ის გახლავთ, რომ 9 დღის შემდეგ, მისი ბალანსია - 3 მოგება და 6 მარცხი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ექვსი შეხვედრიდან, ლევანმა, მინიმუმ, ხუთი უნდა მოიგოს, რაც მისი მტკივანი მუხლისა და ნემსებით გაყუჩებული მხრის ტკივილის პირობებში, წარმოუდგენლად ჩანს.

Resist sorry stadium affect define achieve formal mail bringing philip. Qualified surfaces urge sympathy winston drivers transformation approaching constructed. Twentieth palfrey

Putting recovery originally tends soldier. Sensitivity scotty oral tangible papers artery handle engagement vacuum. Equipped possibilities bombs liberty eg helva satisfactory

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს : 

„მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება:( მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს მაგრამ მინდა იცოდეთ რო უზომოდ მიყვარხართ
იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება
ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ იმედია ოდესმე შევძლებ რო ყველაფერი გითხრათ ყველას.“

რუსეთის დედაქალაქში ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც ველოდით - ტურნირის ბოლო დღეს, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ იმარჯვა და ქართულ დელეგაციას ოქროს სამი მედალი მოუტანა. ამას გარდა, ატაცში 222 კილოგრამის დაფიქსირებით, ლაშამ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. რაც შეეხება ორჭიდს, ქართველ გოლიათს აშკარად შეეძლო საკუთარი რეკორდი გაეუმჯობესებინა, თუმცა ისე ჩანს, მწვრთნელიც და სპორტსმენიც თავს ზაფხულში გასამართი ოლიმპიადისთვის ინახავენ და სწორებას სწორედ პლანეტის უმთავრეს ტურნირზე აკეთებენ. 11 აპრილის შემდეგ, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს აბსოლუტურუ რეკორდსმენობის გარდა, ოლიმპიადის ერთგზის (ჯერჯერობით), მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ეს რაც შეეხება ტალახაძეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 9 აპრილს, ანტონ პლესნოის გამოსვლა. წარმოშობით უკრაინელი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ყველანაირად მობილიზებული იყო. მობილიზებული გახლდათ სამწვრთნელო შტაბიც, რომლის წევრებსაც მკლავზე 9 აპრილის აღმნიშვნელი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული. იმის გათვალისწინებით, რომ პლესნოის ისტორიული სამშობლო ომშია ჩართული და რუსეთთან იბრძვის, მისი გამოსვლა სპორტულ საზღვრებს აშკარად სცდებოდა. საბედნიეროდ, ანტონმა ატაცში 180 კილო დაიმორჩილა, აკვრაში - 213 კილოგრამი და ორივე შემთხვევაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ორჭიდის ჯამში ავტომატურად ოქროს მედალს ნიშნავდა. შედეგად, უკრაინელმა 9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

პირველი მედალი ქართულ დელეგაციას შოთა მიშველიძემ მოუტანა. მან ატაცში 135 კილოგრამი დაძლია, რასაც აკვრაში 155 კილო მიაყოლა და შედეგი ვერცხლის მედლისთვის ეყო. ეს იყო პირველი მედალი ქართულ ყულაბაში და ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც. მიშელიძის შემდეგ, ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გავიდა და მართალია, ნაჩვენები შედეგი ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილისთვის ეყო, აკვრაში 170 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მცირე მედალი მიიღო.

შემდეგ იყო რევაზ დავითაძე, რომელაც ევროპის ჩემპიონობამდე ერთი კილოგრამი დააკლდა. რეზომ 171 კილო აიტაცა, აკვრაში 203 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მცირფე მედალს დაეუფლა, თმცა ორჭიდის ჯამში, სულ რაღაც კილოგრამით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ სომეხ სპორტსმენს.

და ანასტასია გოტფრიდი. კიდევ ერთი წარმოშობით უკრაინელი და საქართველოს ნაკრების ლიდერი. ანასტასია პირველი ქალი გახლავთ საქართველოს სახელით, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. სიმართლე გითხრათ, ანასტასიას გამოსვლას ცოტა შიშით ველოდით, რადგან მას საპატიო მიზეზის გამოწელიწადზე მეტი გაუჩნდა - შვილი გააჩინა. ამის მიუხედავად, გოტფრიდმა ატაცში 111 კილო ასწია და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 128 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში, მეოთხე ადგილზე გავიდა.

არ შეიძლება ირაკლი თურმანიძეზე რომ არ ვთქვათ. საქართველოს ნაკრების ვეტერანი და კაპიტანი დღეს ფიცარნაგზე ცოტა მძიმედ გავიდა. მერე თქვეს, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და მაინც გარისკაო. სამწუხაროდ, თურმანიძემ ატაცში ვერცერთი ცდა ვერ გამოიყენა და მწვრთნელებმს აღარ გარისკეს - ტრავმის გამიზეზების შიშით, ირაკლი აკვრაზე აღარ გამოვიდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ< ის თავის სიტყვას ოლიმპიადაზე აუცილებლად იტყვის.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მხოლოდ მამაკაცებს თუ ავიღებთ, გუნდურ ჩათვლაში პირველობას არავის უთმობთ, გაერთიანებულ, კაცთა და ქალთა ნაკრებებში კი მეოთხე ადგილზე გავედით. ბრემ ერთი საინტერესო შედარებაც გავაკეთოთ - ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძის შედეგი 485 კილოგრამია, მისი უახლოესი მდევრის, ანუ მეორე ადგილზე გასული გორ მინასიანის შედეგი კი 464 კილოგრამი გახლავთ. სპორტის იმ სახეობაშ, სადაც ერთი კილოგრამიც კი ბევრ რამეს წყვეტს, 21-კილოიანი უპირატესობა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

Carbon survive package counter helping walter tilghman milk juniors. Societies julia president's supplied colored transformed. Maris volunteers substitute secrets veteran fought

ამ ფოტოზე ფეხბურთის სამი ლეგენდაა გამოსახული. ედსონ არანტეს დო ნასიმენტუ პელე და იმ დროისთვის მოქმედი ფეხბურთელები - დიეგო მარადონა და მიშელ პლატინი. დიეგოს მაისურზე აწერია „არა ნარკოტიკს“, ხოლო პლატინის - „არა კორუფციას“. გავიდა წლები და დიეგომ ნარკოტიკებთან არსებული პრობლემების გამო, ჯერ კარიერა დაასრულა ნაადრევად, შემდეგ - სიცოცხლე, რაც შეეხება პლატინის, კორუფციული სკანდალის გამო, მას უეფას პრეზიდენტის პოსტი დააკარგვინეს და ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აუკრძალეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს

იტალიურმა „რომამ“, არსებობის ისტორიაში, ევროტურნირი წელს პირველად მოიგო. ეს კი ჟოზე მაურინიოს ხელში მოახერხა - კონფერენს-ლიგის გამარჯვებული გახდა. ახლა პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიის დედაქალაქში მთავარი კაცია, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ის გუნდიდან წავიდეს. საქმე ის გახლავთ, რომ ჟოზეს ფრანგული პსჟ ეპატიჟება. კლუბის არაბი შეიხები მილიარდებს ხარჯავენ იმისთვის, რომ როგორმე ფრანგულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის. ამჟამად პარიზელებს მაურისიო პოჩეტინო წვრთნის, თუმცა მასთან კონტრაქტის გაწყვეტა დღეების ამბავია. შეიხებს გუნდის თავკაცად ზინედინ ზიდანი სურდათ, თუმცა ფრანგმა შეთავაზება უარყო და ახლა მზერა მაურინიოს მიაპყრეს.

„ჯერ შვებულება მაქვს და ვისვენებ, საქმეებზე მერე ვისაუბროთ“, - ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მაურინიო, მაგრამ ევროპული მედია წერს, პორტუგალიელის აგენტი არ ისვენებს და არაბ შეიხებს ყოველდღე ხვდებაო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე