საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი კვლავ დაამარცხა - ამჯერად, კალინინგრადში. მატჩამდე, ქართველ გულშემატკივარს ერთგვარი შიში ჰქონდა, რადგან ჩვენი გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და ესპანეთთან შეხვედრამაც აჩვენა, რომ ბევრი პრობლემა იყო. რუსები კი საქართველოსთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. „ბორჯღალოსნებმა“ წელს საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მატჩი პრემიალური ქულით - 23:6 მოიგეს.
„მეტოქე ჩვენზე ოდნავ ძლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუნდი ახლა ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ადრე, ქართველებმა ამჯერად დაცვაში ძალიან კარგად მოახერხეს თამაში. მეტოქეზე ზეწოლის შენარჩუნება გაგვიჭირდა, რომ ლელო დაგვედო. დღევანდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი, ბურთის თამაშში შეყვანა იყო. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ვიქტორ გრესევის გამოკლებამაც. საქართველოს წინააღმდეგ თამაში, როგორც წესი, ძალიან მჭიდრო და ხისტია. ქართველები თავის გეგმას მიჰყვებოდნენ, მათ კარგად გამოსდით დარტყმითი ტაქტიკით მუშაობა. ზოგჯერ თავდაცვა კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანობაში ეს ვერ მოვახერხეთ. ჩვენ უფრო თანაბარ თამაშს მოველოდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ქართველები კერკეტი კაკლები არიან, მათ ადეკვატური წინააღმდეგობა უნდა გაუწიო. ჩევნ განვითარება უნდა განვაგრძოთ და გამარჯვებაც მოვა. ყველასათვის ნათელია, რომ საქართველო, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე, მსოფლიოს თასზე გავა“, - ნამატჩევს, ეს განცხადება რუსთა თავკაცმა, ლინ ჯონსმა გააკეთა.
რუსეთის ჩაგვრა გრძელდება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი