ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 77-ნომრიანი მაისურით აღარ ითამაშებს - Corriere dello Sport

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია საკლუბო სეზონის დასაწყებად ემზადება. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ „კვარა“ ამ სეზონს კვლავ ნეაპოლში გაატარებს. თუმცა, როგორც იტალიურ სპორტულ მედიაში იწერება, 23 წლის ქართველი ამიერიდან 77-ნომრიანი მაისურის ნაცვლად, 7 ნომრით ითამაშებს.

„მისი დებიუტი „ნაპოლიში“ 77 ნომრიანი მაისურით შედგა, ახლა კი, თავისი კერპების - გუტისა და რონალდუს 7 ნომრიანი მაისურით გააგრძელებს თამაშს. ეს შეიძლება დეტალებია, თუმცა, სწორედ ასეთი დეტალები ქმნის განსხვავებას“, - წერს Corriere dello Sport.

შეგახსენებთ, მსოფლიო სპორტულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერის საკითხი. ქართველით განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ კლუბს 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა, თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელია, ხოლო კლუბის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე „კვარაზე“ განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს და მას, გუნდში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს.

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დამსახურებული შვებულებით სარგებლობს, კლუბს კი აგვისტოს დასაწყისიდან შეუერთდება.