პროდუქციის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდა - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები ძირითადად შეეხო ტერმინოლოგიურ თანხვედრას როგორც მითითებული ჰორიზონტალური, ისე შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყოფილი იქნება მეტი მკაფიოობა აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სისტემის მონაწილე სუბიექტებისთვის.

კანონპროექტით ასევე წესრიგდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესთან, ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევასთან, სტანდარტიზაციის საბჭოსთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონის მიღების შედეგად, მკაფიოდ განისაზღვრა აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები, აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა და ა.შ.

  • რაც შეეხება ადმინისტრირებისა და დაჯარიმების ნაწილს, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად აქამდე მოქმედი ჯარიმისა, რომელიც - 1500 ლარამდე იყო, განისაზღვრა - 1500 ლარიდან - 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე;
  • ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღემდე მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 3000 ლარამდე იყო განისაზღვრება - 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 5000 ლარიდან - 8000 ლარამდე;
  • ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად აქამდე მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 5000 ლარამდეა, განისაზღვრება - 5000 ლარიდან - 7000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 7000 ლარიდან - 10 000 ლარამდე;
  • ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ საჯარო სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა რომელიც - 7000 ლარამდეა, განისაზღვრება - 7000 ლარიდან - 9000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 9000 ლარიდან - 12 000 ლარამდე;
  • ემატება ახალი სამართალდარღვევის სახეობა და შესაბამისი 427 მუხლი:
    პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების
    დარღვევისათვის და დგინდება აღნიშნულის ჩადენაზე შესაბამისი ჯარიმების
    ოდენობები, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვითაა
    დიფერენცირებული და 500 ლარიდან - 5000 ლარამდე განისაზღვრება.