ზღაპრის ბოლო მაინც კეთილია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ეს იყო პირველი დიდი ფორუმი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო და თავი ძალიან, ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ - არავინ ელოდა, რომ ჩვენი გუნდი ასე ითამაშებდა, ასე ღირსეულად წარმოაჩენდა როგორც საკუთარ თავს, ისე ქვეყანას. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ ევროპაში მაინც, არავინ კითხულობს, რომელი „ჯორჯია“, ყველამიცის, რომ „ჯორჯია“ ამერიკის შტატი კი არა, ქვეყანაა, რომელსაც ამაყი შვილები და ამაყი ფეხბურთელები ჰყავს.

საქართველო მოხვდა ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის და უფრო გვიან დატოვა ევროპის ჩემპიონატი, ვიდრე მაგალთად იტალიამ. ჰო, იტალიამ რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია და რომელიც ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა. ჩვენ დავმარცხდით ნაკრებთან ,რომელიც უკვე სახელდება კონტინენტის პირველობის მოგების უპირველეს ფავორიტად და რაც მთავარია, ამ ნაკრებს ვუგებდით, ამ ნაკრებს გავუტანეთ პირველი გოლი ევროპაზე, რადგან ჯგუფური ეეტაპი გოლგაუშვებლად ჰქონდა დასრულებული.

და მაინც, გამოცდილების გარდა, რა მოგვცა ევროპის ჩემპიონატმა? პირველი ის, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზარდა და გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი აუცილეებლად ითამაშებს გრანდში, გიორგი მიქაუტაძე არ ითამაშებს საფრანგეთის მეორე დივიზიონში და ბევრად ძლიერ გუნდში გადავა, ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას, აუცილებლად გადავა გიორგი ქოჩორაშვილი სეგუნდადივიზიონის კლუბიდან უფრო უკეეთესში და ასე შეიძლება ყველაზე ვთქვათ, თითოეულ წევრზე, რომლისთვისაც ეს პირველობა მართლა ზღაპარი იყო, რომელცი აუცილებლად გაგრძელდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართველი გულშემატკივარი, რომელიც ერთ მუშტად დადგა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერი და წევრი იყო, თამაშის დღეს, საქართველო ერთად იდგა. ეს შეუძლია ფეხბურთს, ეს შეუძლია სახალხო თამაშს და მთელმა ერმა იგრძნო, რომ ერთად დგომით, მსოფლიოს ალაპარაკება შეუძლია, საყოველთაო პატივისცემის მოპოვება შეუძლია. თურმე შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარული, თურმე, როცა ქვეყანას სჭირდება, ისევ შეგვძლებია ერთად დგომა და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა.

რა იქნება ხვალ? ხვალ, ცივი გონებით მივხვდებით იმას, რომ ეს ზღაპარი გვაჩუქეს და მას გაგრძელება აუცილებლად ექნება, რადგან ნაკრებმა საკუთარი თავის ირწმუნა, დაიჯერა, რომ შეუძლია, რომ შეგვიძლია და მხოლოდ ფეხბურთით არ მთავრდება სპორტული ცხოვრება. რამდენიმე დღეში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის იწუებს ბრძოლას და მისი მოპოვების ძალიან კარგი შანსი გვაქვს. მერე კი, ოლიმპიადის ჯერი დგება, იმ ოლიმპიადის, რომელზეც ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი უნდა ასწიოს, ტატო გრიგალაშვილმა დაამტკიცოს, რომ ტყუილად არ გამხდარა მსოფლიოს ჩემპოიონი ზედიზედ სამჯერ, სანდრო ბაზაძე უნდა გახდეს დამოუკიდებელ საქართველოში პირველი მოფარიკავე, რომელიც ოლიმპიურ ოქროს მოიგებს, ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული უდნა დაიცვას და კიდევ აუცილებლად უნდა გაისროლოს ვინმემ, ისეთმა, რომლისგანაცთითქოს არ ველით. ოლიმპიადის შემდეგ კი, 2024 წლის 7 სექტემბერს, ერთა ლიგის გათამაშება იწყება და საქართველო ჩეხეთს მასპინძლობს, იმ ჩეხეთს, ახლა ევროპაზე ფრედ რომ ვეთამაშეთ. 10 სექტემბერს, იმავე ერთა ლიგაზე, ალბანეეთს ვსტუმრობთ და ჯგუფში ამ ორი ნაკრების გარდა, უკრაინაც გვყავსო. ჰოდა, თუ ერთა ლიგას მოვიგებთ, როგორც გასულ წელს მოვიგეთ, პლეეი-ოფი გველოდება და... ეს ერთა ლიგა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვისაა და ვინ იცის, წინ უფრო დიდი ზღაპარი გველოდება... აუცილებლად გველოდება...