მსოფლიო ამბები

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა, ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იანვრის დასაწყისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

მათი დაკავების კადრები ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა. ცნობაში არ არის ნახსენები დაკავებულთა ვინაობა. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს აშშ-ის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის.

რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, რომელიც მის დაცვის უფროსთან, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.

პოლად ომაროვი არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერ იძებნებოდა წითელი ცირკულარით. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პოლად ომაროვი, ორ თანამზრახველთან რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად თეირანის მიერ მხარდაჭერილი არშემდგარი შეკვეთილი მკვლელობის და ფულის გათეთრებისთვის არის ბრალდებული.

„მათი მსხვერპლია ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ჟურნალისტი, ავტორი და უფლებადამცველი, რომელმაც გაასაჯაროვა ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის, მათ შორის, მთელ ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის ფაქტები“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

აშშ-ის მედიის  თანახმად ეს ჟურნალისტია მასიჰ ალინეჯადი, რომლის გატაცებას ირანის რეჟიმის მიერ დაქირავებული პირები 2021 წელს გეგმავდნენ. თეირანი ამ ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აშშ მოითხოვს 4 იანვარს ჩეხეთში დაკავებული 38 წლის ომაროვის ექსტრადიციას მის მიმართ წაყენებული ბრალდებების საფუძველზე. ხოლო 43 წლის ამიროვი და 24 წლის მეჰდიევი უკვე იმყოფებიან აშშ-ის საპატიმროში

 
 

ჩეხეთში 27-28 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, დამოუკიდებელი კანდიდატი, ქვეყნის გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ლიდერობს.

ჩეხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 53,52%-ის დათვლის შედეგად პეტრ პაველს ხმა მისცა 55,18%-მა, ხოლო მის მეტოქეს, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია "ანოს" ლიდერს, მილიარდერ ანდრეი ბაბიშს - 44,81%-მა.

 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 69,45%-მა მიიღო.

მეორე ტურში გამარჯვებისათვის კანდიდატს 50%-ზე ერთით მეტი ხმაც კი ჰყოფნის. დღის ბოლოს უკვე ცნობილი გახდება ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტის ვინაობა.

14 იანვარს ჩეხეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა და ამჟამად პენსიაზე გასულმა ნატოს გენერალმა, პეტრ პაველმა.

პაველს ერგო ხმების 36,02%, ბაბიშს - 34,38%.

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი სოციალურ ქსელში ახლა მოცირკულირე ვირუსების შესახებ მიმართვას აქვეყნებს : 

 

„ახლა მოცირკულირე ვირუსების შესახებ
მეხსიერებამ ამოაგდო კოვიდ- 19-ის დასაწყისში, 2020წლის მარტ- მაისში ჩემი და კლინიკის სხვა ექიმების მიერ მიცემული განმარტებები ახალ, მაშინ შეუცნობ ვირუსთან დაკავშირებით. ჩვენი გამოცდილი ინფექციონისტების მოსაზრებათა საფუძველზე, მაშინ ხაზს ვუსვამდით ორ გარემოებას:1.გარკვეული დროის შემდეგ, როცა კოვიდ-19 "მოივლიდა" კაცობრიობას და მასობრივი იმუნიტეტის ფაზა დადგებოდა, კოვიდ 19 გადაიქცეოდა "ჩვეულებრივ", ბუნებაში მუდმივად მოცირკულირე ვირუსად, ან გაქრებოდა დიდი ხნით. 2.გრიპის ვირუსები, განსაკუთრებით ე.წ. შიფტიანი გრიპის ვირუსები თავისი ვირულენტულობით, მომაკვდინებლობით, არც კოვიდ- პანდემიის დროს და არც მერე არაფრით არ არიან კოვიდზე ნაკლები- პირიქით, ზოგი ტალღის დროს ბევრად საშიშიცაა ადამიანისთვის (თუნდაც, ე.წ. "ესპანური გრიპი" გავიხსენოთ).
პანდემიიდან ორი წლის თავზე პირველი პუნქტი შესრულდა- კოვიდი ჩვეულებრივ ვირუსულ დაავადებად გადაიქცა და ახლა დადგა გრიპების პერიოდი... სწორედ ასე გავრცელებული გრიპებით შეწუხებული ადამიანების ხშირმა კითხვებმა განაპირობა ჩემი სტატუსი. ბევრგან წავიკითხე: "ამ გრიპმა რომ დამაგდო, იმის მეათედი არ უქნია კოვიდს!"... ახლა ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსების 7-8 ტიპი. მათ შორის გრიპის ვირუსები A/H1და A/H3 გასათვალისწინებელია, რომ ჯერ არ წამოსულა სეზონური B გრიპი, რომლის გამოჩენა წელს მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელია (თუმცა, არის გარკვეული შანსი, რომ წელსაც არც გამოჩნდეს).
რაც შეეხება გრიპის პროფილაქტიკას- ისეთივეა, როგორც ყველა ვირუსის, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევაში. ინდივიდუალურ დაცვით საშუალებებთან ერთად, რა თქმა უნდა, აცრაც. ჯერ კიდევ არაა გვიან და ოთხკომპონენტიანში შედის B- გრიპის წინააღმდეგ დაცვაც. მკურნალობა ისეთივე- როგორც სულ იყო და ყველგან შეგიძლიათ ნახოთ. ერთადერთს გეტყვით მხოლოდ: პირველივე დღეებში, თუ არ გაგრძელდა გრიპი, ნუ დაიწყებთ ანტიბიოტიკებით!! აზრი არა აქვს. ანტიბიოტიკები დაიწყეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით- ისიც, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, აჯობებს დაეკითხოთ მხოლოდ ინფექციონისტებს...“

მანდილოსნები, რომელთაც შვილის ყოლა გვიან გადაწყვიტეს და ბავშვი 33-37 წლის ასაკში, ბუნებრივი გზით გააჩინეს, ორჯერ ზრდიან ალბათობას, რათა დიდხანს იცოცხლონ. ასეთი ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა სწავლულებმა გაავრცელეს. გვიან ასაკში დედობამ, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს, მაგრამ მას ბევრი პოზიტივიც ახლავს. ამის დამტკიცება ამერიკელმა სპეციალისტებმა გადაწყვიტეს და სპეციალური გამოკვლევაც ჩაატარეს. მასში აშშ-სა და დანიის მცხოვრები, 5 ათასი მანდილოსანი მონაწილეობდა. კვლევის პროცესში გაირკვა, რომ იმ ქალბატონებს, რომელთაც 33-37 წლის ასაკში გააჩინეს შვილები, ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, უფრო დღეგრძელები ყოფილიყვნენ.

დღესდღეობით, მეცნიერები ვერ აანალიზებენ ამ კანონზომიერებას. მათი მოსაზრებით, იმ ქალებს, რომელთაც გვიან ასაკში გადაწყვიტეს და შეძლეს შვილის გაჩენა, უფრო კარგი ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე მათ სხვა თანატოლებს, რომლებმაც დაფეხმძიმება ვერ მოახერხეს. სამხრეთ კალიფორნიელი სწავლულები კი აცხადებენ, რომ მანდილოსნებს, რომლებიც 30 წლის მერე გახდნენ დედები, შვილის გაჩენა ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს. გვიანი მშობიარობის წყალობით, მათ თავიდან აირიდეს ესტროგენზე დამოკიდებული კიბოს განვითარება, ასევე, თავს იცავენ უფრო იშვიათი და აგრესიული ონკოლოგიური დაავადებებისგან, რომლებიც ჰორმონებზე დამოკიდებულნი არ არიან.

 

 

სრულფასოვანი სახურავი, რომელიც არა მხოლოდ საიმედოდ ასრულებს მის მთავარ მოვალეობას, იცავს სახლს ნალექებისაგან, არამედ სახლსაც დაამშვენებს, აწარმოებს ელექტროენერგიას და სითბოს. აქვს მუშაობის მინიმუმ 50 წლიანი ვადა და ჩვეულებრივი სახურავის ღირებულება (რომელიც უკვე მოიცავს ინტეგრირებულ მზის ელექტროსადგურს) არის გერმანული კომპანია SolteQ და მისი დამფუძნებლის ბერკაი ბაიერის პროექტი, რომელიც ტესლას მსგავსად აპირებს ენერგიის მიღებას მზის სახურავების მეშვეობით. მაგრამ ამერიკელი კონკურენტისგან განსხვავებით, გერმანული პროდუქტი შეიძლება იყოს უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი.

„დღეს შედარებით მარტივია იაფია წიაღისეული საწვავის მოხმარების 90% -მდე შემცირება. ჩემი აზრით, არსებობს ”მწვანე” ენერგიის ორი პერსპექტიული წყარო: პირველი მზის ენერგიაა და მეორე ქარის ენერგია. SolteQ სპეციალიზირებულია სუფთა ენერგიის პროდუქტების დიზაინსა და წარმოებაზე, ამიტომ ქარის ენერგიის ინოვაციური გადაწყვეტილებების გარდა, ჩვენ შევქმენით ძალიან ეფექტური SolteQ მზის სახურავები, რომლებიც წარმოქმნიან 36% -მდე მეტ ენერგიას ვიდრე ჩვეულებრივი მზის ელექტროსადგურები, ამბობს ბაიერი.
მიუხედავად იმისა, რომ მზის სახურავის ფილები დიდი ხანია არსებობს, ისინი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა. სამრეწველო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენ შევქმენით სახურავის საფარი, რომელიც 100% -ით შეესაბამება გერმანიის სამშენებლო სტანდარტებს და ყველა პანელი დაუკაშირდება უკვე ინტეგრირებულ უსაფრთხოების სისტემებს."
გთავაზობთ შესანიშნავ პროდუქტებს, მაქსიმალური ელექტროენერგიის წარმოებას გონივრულ ფასად, რაც ყველას შეუძლია, ვისაც ახალი მზის სახურავის შეძენის საშუალება აქვს”, - განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.

SolteQ– მა შეიმუშავა სახლების გადახურვის ახალი სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ელექტროენერგიას, არამედ თერმულ ენერგიასაც გამოიმუშავებს: ფოტოელექტრონული სისტემის გარდა, სახურავის მთლიანი ფართობი გამოიყენება როგორც დიდი სითბოს შემგროვებელი.
კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალში თითოეულ სახლს შეეძლება დამოუკიდებლად დაფაროს საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებები. მზის სახურავის ფილები არის მარტივი დასამონტაჟებელი და აქვს დაბალი ფასი.

მხატვარი ჰუ მინ დაიბადა 1955 წელს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ოფიცრის ოჯახში. თავადაც მიჰყვა მამის კვალს და მაიორის წოდებას მიაღწია, მაგრამ მხატვრობა ყოველთვის მის მთავარ გატაცებად რჩებოდა.

ნახატების სერიას, ჩინელი ჯარისკაცი გოგონების შესახებ ჰუ მინის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. გამხდარი გოგონების ნაცვლად, იგი კომუნისტური პარტიის ძლიერ, მაგრამ წარმოუდგენლად სექსუალურ მებრძოლებს ხატავდა, რომლებიც მამაკაცებთან მხარდამხარე იდგნენ მანქანებსა და ბრძოლის ველზე. ნამდვილი წითელი სექსუალური რეალიზმი სისასტიკისა და სინაზის შესანიშნავი ნაზავია.

 

 

 

დანარჩენი სურათების სანახავად გადადით ლინკზე