"მხოლოდ ესენი იყვნენ და იქ მომუშავე ადამიანი, რომელიც ასევე გარდაცვლილა, თვითმხილველები არ ყოფილან" - ახალი დეტალები სოფელ ლალისყურიდან

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თელავში, სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა, ის სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა, მეორე დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარუადო დამნაშავეს - "მთავარის" ინფორმაციით, ის თაზო წიქარაძეა. პოლიცია იცავს წიქარაძის საცხოვრებელ სახლსაც, ვინაიდან ის ერთ-ერთი მოკლულის ახლო ნათესავია და მეზობლად ცხოვრობს.

შემთხვევა სოფელში მდებარე ლუდის საწარმოსთან მოხდა, სადაც ლუდი იყიდება. ფაქტს ინციდენტში მონაწილე სამი პირის გარდა თვითმხილველი არ ჰყავს. ადგილობრივები ყვებიან, რომ დაპირისპირება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, თავდაპირველად ერთმანეთს წიქარაძე და გაწირიძე დაუპირისპირდნენ, წიქარაძემ სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და პირველად 29 წლის არჩილ წიქარაძეს გაუსწორდა, შემდეგ კახა ზათიაშვილი კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობდა, რა დროსაც მასაც ესროლა.

"არ ვიცი ზუსტად არაფერი, არავინ არ არის მნახველი. [დაპირისპირება ხომ არ ჰქონდათ?] არა, ერთად გაზრდილები არიან, მეზობლები ვართ", - ამბობს გარდაცვლილის ძმა, ნიკა გაწირიძე

მკვლელობა კახეთში - თანასოფლელმა ორი კაცი მოკლა