იმისთვის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ, გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია. ეს არის დამაკავშირებელი ფუნქცია. ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. ეს ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი, 9,7% იყო 2021, 2022, 2023 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის, რა თქმა უნდა, სუსტი. თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ზოგჯერ არის 30-40 ათასი დოლარი და შეიძლება, მეტიც იყოს, იმავე ირლანდიის შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში 8 000 დოლარს გადავცდით და 9 000 დოლარამდე ავდივართ წელს, ეკონომიკის კუთხით. იმისათვის, რომ ქვეყანა გავაძლიეროთ, გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ძალიან კარგი. 2029 წლისთვის, მაგალითად, ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ორმაგად შემცირდება, მაშინ როცა თუნდაც საბერძნეთთან ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა 90-იან წლებში იყო თოთხმეტმაგი. საბერძნეთთან სხვაობა მცირდება დაახლოებით 45%-მდე. თოთხმეტმაგიდან 45%-მდე“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება.

„ზრდა გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში, შესაბამისად, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაც გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში. თქვენ რომ აიღოთ კონკრეტული ინდიკატორები, მაგალითად, რამდენი ბინა გაიყიდა საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, 2021 წლიდან. ამ ბინების 80%-ზე მეტს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. ავტომობილების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის სამჯერ და მეტად გაზრდილი. ეკონომიკა ვითარდება და სამჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა ავტომობილი. ავტომობილების ხარისხიც გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველწლიური პროცესი, მაგრამ ჩვენ გჭირდება, რომ ქვეყანა დაეწიოს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა პრემიერმა.