ლორია კარიერის დასრულებას არ აპირებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი ლორია 27 იანვარს, 38 წლის გახდა და ბევრი ფიქრობდა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც ის ნაკრებში მეორე მეკარის სტატუსით იმყოფებოდა, კარიერას დაასრულებდა. მით უმეტეს, რომ მის ამჟამინდელ კლუბში - თბილისის „დინამო“ ახალი კიპერი მოიყვანეს და გიოს მუდმივი სათამაშო დროის დეფიციტი ჰქონდა, მაგრამ...

„ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ლორიასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ. ის კარიერას კვიპროსში გააგრძელებს და ახალ კლუბში წარმატებას ვუსურვებთ“, - ეს განცხადება „დინამომ“ გაავრცელა.

როგორც გავარკვიეთ, ქართველი კიპერი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში, წელს დაბრუნებულ „ომონია არადიპუში“ ითამაშებს. კვიპროსის ჩემპიონატი ლორიასთვის უცხო ნამდვილად არ არის, ის 2019-23 წლებში, „ანორთოსისის“ კარს იცავდა და ამ გუნდთან ერთად, ქვეყნის თასიც მოიპოვა.