"არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე" - მეუფე იაკობი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

„მინდა, რომ გაზაფხულის ამბებმა ცოტა საღად შეახედოს ჩვენს ახალგაზრდობას თუ რაში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, სად ვდგავართ, ვისთან ვდგავართ, სწორად ვიქცევით თუ არ ვიქცევით სწორად. მათ უნდათ თავისუფლება, მათ უნდათ, რომ არ იყვნენ დამოკიდებული. ისინი მარტო რუსეთს იძახიან, მაგრამ სინამდვილეში, არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე“, - აღნიშნა მეუფემ.