„საქართველოს რკინიგზა“ აგვისტოს თვეში თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საქართველოს რკინიგზა“ 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე 1 აგვისტოდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმი-თბილისის ღამის სამგზავრო მატარებელი.

მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, 06:30 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით - 14:20 საათზე.

ამასთან, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი, 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გავა 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით - 17:20 საათზე.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით
საქართველოს რკინიგზის სალაროებში
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.