რჩეული სტატიები

Grid List

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.

ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. 

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია. 

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს მკურნალობა როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა, 3 ახალი კლინიკა დაემატა. ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე, პროგრამაში 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი - ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აციებასთან ერთად საქართველოში გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება - ასეთია ექიმების მოლოდინი მომდევნო კვირებთან დაკავშირებით. წელს სეზონური ვირუსებიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ავადდებიან ე.წ. ღორის გრიპით, რომლის სამედიცინო დასახელება H1N1-ია.

რა არის ეს "ღორის გრიპი"?
გრიპმა, სახელად H1N1, რომელიც ახლა უკვე სეზონურ ვირუსად არის ქცეული, 2009 წელს პანდემია გამოიწვია. იმ წელს "ღორის გრიპმა" მსოფლიოში 280 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ეს ვირუსი ახლაც საფრთხილოა რისკჯგუფებისთვის: ჩვილი ბავშვებისა და ორსულებისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გართულდეს ფილტვების ანთებით, დამძიმების შემთხვევაში კი შესაძლებელია გარდაცვალების მიზეზიც გახდეს.

რატომ ეძახიან "ღორის გრიპს"?
2009 წელს, როცა ვირუსი პირველად აღმოაჩინეს, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი გენი ჰგავდა მანამდე ჩრდილო ამერიკაში ღორებში გავრცელებულ ვირუსს.

"ღორის გრიპის" სიმპტომების სხვა გრიპებისგან განსხვავება თითქმის შეუძლებელია. მისი დადგენა შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევებით, ასევე სახლში, აფთიაქში ნაყიდი ე.წ. სწრაფი ტესტით.

H1N1-სთვის დამახასიათებელია:
მაღალი ტემპერატურა (380C) - ცხელება, მაგრამ არა ყოველთვის;
კუნთების ტკივილი;
ოფლიანობა, შემცივნება;
ხველა;
ყელის ტკივილი;
ცხვირიდან გამონადენი;
დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
ღებინება, თუმცა იშვიათად.
როდის უნდა დავურეკო ექიმს?
თუ ადამიანი ჯანმრთელია, რომელიმე რისკჯგუფს არ მიეკუთვნება და არც რაიმე გართულებას გრძნობს, შესაძლოა ექიმის დახმარება არც დასჭირდეს. თუმცა აუცილებელია სამედიცინო დახმარების მიღება, თუ:

გიძნელდებათ სუნთქვა;
გტკივათ მკერდი;
გაქვთ დეჰიდრატაციის ნიშნები (მაგალითად, არ გაქვთ შარდვის სურვილი);
თავბრუსხვევა;
გრძნობთ ძლიერ სისუსტეს ან კუნთები გტკივათ.
როგორ შეიძლება გადამედოს?
ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. როცა ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ახველებს, აცემინებს ან საუბრობს, ვირუსი ჰაერში ვრცელდება წვეთებით, მეორე ადამიანი კი ინფიცირდება "დაბინძურებული" ჰაერის ჩასუნთქვით.

ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე. ღორის ხორცის ჭამით ადამიანი არ ინფიცირდება.

თავის დაცვა შემიძლია?
ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. ვაქცინა იცავს მდგომარეობის გართულებისგან და უკიდურესი გართულებისგან - სიკვდილისგან. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 3 კვირამდე დრო სჭირდება.

ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია ოქტომბერ-ნოემბერში, როცა ვირუსები ჯერ გავრცელებული არ არის. თუმცა ვაქცინაცია საქართველოში შესაძლებელია ახლაც.

 

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

დოკუმენტების სახიან მხარეზე ჩარჩოზე უნდა მიეთითოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული იურიდიული დასახელება, უნდა იყოს დატანილი საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის სახელი და გვარი (ქართულად და ინგლისურად) მისივე გენერირებული ხელმოწერა და სამინისტროს ბეჭედი.

ყველა ხაზი უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

ბრძანებას ხელს აწერს გიორგი ამილახვარი და ის ძალაში შედის 1-ელი აპრილიდან. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები ახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის არდადეგები 8 მარტს, ქალთა დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს,რომ სწავლა 15 მარტს განახლდება.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებს და არდადეგების ხანგრძლივობას.

სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს. 

განათლების სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება.

უწყება ამბობს, რომ გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები და გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება. სამინისტროს ცნობით, მიზანშეწონილად ჩათავლეს გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი".

სამინისტრომ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

  • გაუქმდეს სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.
  • ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო.
    კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს:
  • 1.უმაღლესი განათლება;
    2.უშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
  • საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.
  • ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).
"დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას. როგორც აღინიშნა, ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის ის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნული პირები რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უთითებენ სამ სასურველ საჯარო სკოლას და კონკურსში ერთვებიან გასაუბრების ეტაპზე", - აცხადებს სამინისტრო.

დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
ბ) ფოტოსურათს;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;
ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 19 თებერვლიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის განცხადებით, ტიმოთესუბნის ეკლესიაზე მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი მეთოდოლოგიითა და შეუსაბამო მასალების გამოყენებით ჩატარდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ეკლესიის ავთენტური სახე, დაკნინდა მისი არქიტექტურული ღირებულება.

კვლევის ავტორების თქმით, ძეგლის რესტავრაციისას, გამოიყენეს შეუსაბამო მასალები, რომლებიც პროექტით არც იყო გათვალისწინებული. ამან მომავალში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ეკლესიის ისტორიულ საშენ მასალას - აგურსა და კირის დუღაბს, ისე კედლის მხატვრობას.

„ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარებული სამუშაოები კიდევ ერთხელ აყენებს ძეგლთა დაცვის სისტემაში არსებული ვითარების ფართო პროფესიული განხილვისა და საფუძვლიანი კორექტირების აუცილებლობის საკითხს. უცნობია, რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხსენებული პროექტისა და სამუშაოების მხარდაჭერისას, როგორი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რა არგუმენტები და მოსაზრებები გამოითქვა სააგენტოს მეთოდოლოგიურ საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას.

სისტემური საკითხების მიმართ სათანადო ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტიმოთესუბნის ტაძრისთვის, რამდენადაც პროექტი ინტერიერში განსახორციელებელ სამუშაოებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მიდგომისა და მასალების თვალსაზრისით ფასადებზე უკვე გამოყენებულის იდენტურია და შესაბამისად რისკების შემცველი, პირველ რიგში - ტაძრის მოხატულობისთვის. უფრო ფართოდ, არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს უძრავ ძეგლთა მომავლისთვის, ვინაიდან ქმნის წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას“,–წერია დოკუმენტში.

ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 2022-2023 წლებში ჩატარდა. „ჩუბინაშვილის ცენტრის“ მეცნიერები უარყოფითად აფასებენ ტიმოთესუბნის ეკლესიის სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებსაც:

„ტიმოთესუბნის ეკლესიას ყოველთვის ლორფინის საბურველი ჰქონდა. ის კარგად ეხამება აგურითა და კირით ნაგები შენობის სადა, ფირუზისფერი ჭიქური ელემენტებით მინიმალისტურად გაფორმებულ ფასადებს და ორგანულად ასრულებს მას. ლორფინის სახურავი ეკლესიის ავთენტური სახისა და არქიტექტურული ღირებულების ერთ-ერთი არსებითი ელემენტია. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ეს არსებითი ელემენტი ხილული აღარ არის, ის სპილენძის სახურავით დაიფარა. სპილენძის სახურავის მოწყობის დროს დაზიანდა ლორფინის ფილები (როგორც განახლებული, ისე ავთენტური). მათი რესტავრაცია-კონსერვაცია და წყალგაუმტარობის მიღწევა ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ამ სამუშაოს ჩატარებამდე იყო“,–წერია შეფასებაში.

„სხვისი შვილები“ (სსრკ, 1958, რეჟისორი თენგიზ აბულაძე)
31 იანვარს კინოს სამყარო თენგიზ აბულაძის დაბადების 100 წლისთავს აღნიშნავს. ეს იუბილე უცნაურად დაემთხვა სკანდალს, რომელიც სამების ტაძარში „მატრონას ხატის“ განთავსებამ გამოიწვია. ასევე დაემთხვა სტალინიზმის აღორძინების ცდებს მეზობელ რუსეთში, სადაც თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ „პერესტროიკის“ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. „მონანიება“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე დაუკავშირეს „ვედრებას“ და „ნატვრის ხეს“... მეტიც, ხშირად ეს სამი ფილმი ტრილოგიის ნაწილად განიხილებოდა - „ტოტალიტარიზმის ტრილოგიის“, როგორც აღნიშნავდნენ ხოლმე გასული საუკუნის 80-იან წლებში. „ვედრებაც“, „ნატვრის ხეც“ და „მონანიებაც“ ზუსტად მოერგო დროს, ძალადობრივი სისტემის გადააზრების ხანას. თუმცა ტრილოგიის პოპულარობამ, ცოტა არ იყოს, დაჩრდილა თენგიზ აბულაძის ადრინდელი შემოქმედება და, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ფილმი „სხვისი შვილები“.

„სხვის შვილებს“ წინ უძღოდა „მაგდანას ლურჯა“, ფილმი, რომელიც თენგიზ აბულაძემ თავის მეგობართან, რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო. ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის ეს ეკრანიზაცია ქართული კინოს „ახალი ტალღის“ დასაწყისად ითვლება. 50-იანი წლების ბოლოს ჩვენში პირველად ნახეს იტალიელი ნეორეალისტების ფილმები. თუმცა საბჭოთა კავშირში, ვფიქრობ, ამ კინოს არავიზე მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება, როგორც ქართველებზე. ვიტორიო დე სიკასა და პიეტრო ჯერმისთან პირდაპირი კავშირი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა „სხვის შვილებში“. რეჟისორი რუსი კრიტიკოსების წინაშე თავს იმართლებდა, ამ ანალოგიას იტალიური და ქართული „ფაქტურების“ მსგავსებით ხსნიდა.

საქართველოში აბულაძის დებიუტის მიმართ განსხვავებული პრეტენზია ჰქონდათ. მუდმივად იხსენებდნენ, რომ ფილმს საფუძვლად დაედო რუსულ-საბჭოთა გაზეთის „კომსომოლსკაია პრავდას“ რეპორტაჟი ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვა და მამისგან მიტოვებული ბავშვები იშვილა. ის ხალხი, ვინც „მონანიებაში“ საბჭოთა კავშირის დაშლის წინასწარმეტყველებას ხედავდა, „სხვის შვილებს“ ხშირად განიხილავდა, როგორც „კომუნისტური იდეის პროპაგანდას“.

„კომუნიზმი განუხორციელებელი ოცნებაა. როგორ შეიძლება, დედას სხვისი შვილი ისევე უყვარდეს, როგორც საკუთარი? ეს იდეა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას“. მე პირადად არაერთხელ გამიგია მემარცხენეების კრიტიკა „ადამიანის ბუნების“ კონტექსტში. ამიტომ დიდად არ მიკვირს, რომ „მონანიების“ თაყვანისმცემლებსაც კი, 80-იანი წლების ბოლოს, როცა კომუნისტური სისტემა ინგრეოდა, „სხვისი შვილების“ გახსენება დიდად არც უნდოდათ. არადა, გთხოვთ, ხელმეორედ ნახეთ ეს ფილმი დღეს, როცა საზოგადოებაში არა მარტო სტალინიზმის შესახებ მსჯელობენ, არამედ სულ უფრო აქტუალური ხდება სოლიდარობის, თანაგრძნობის, ემპათიის დეფიციტის პრობლემა, როცა ჯერ კიდევ იგრძნობა იმათი გავლენა, ვინც „სოციალ-დარვინიზმის“ იდეებით საზრდოობს და ძლიერის, წარმატებულის, მდიდრის მიერ სუსტის, გამოუცდელის, ღარიბის, გაუნათლებლის ჩაგვრას „ადამიანის ბუნებით“ ხსნის. ასეთ გარემოში „სხვისი შვილები“ ერთგვარ გამოწვევად აღიქმება. რამდენად უცნაურიც არ იყოს, აბულაძე გვახსენებს, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ადამიანები ვართ.

არაა სწორი ამ ფილმის გაიგივება არც საბჭოთა პროპაგანდისტულ კინოსთან და იმდროინდელი სოცრეალიზმის ნიმუშებთან. უფრო პირიქით, თენგიზ აბულაძე ყველგან (არა მარტო „მონანიებაში“), თავის ყველა ფილმში, მათ შორის „სხვის შვილებშიც“, რადიკალურად უპირისპირდება სტალინური კინოს ესთეტიკას. მარტო ის რად ღირს, რომ დათას როლზე აბულაძე ამტკიცებს ოთარ კობერიძეს, რომელიც „ბაში-აჩუკის“ შემდეგ ქართული კინოს ვარსკვლავად იქცა. მაგრამ „სხვის შვილებში“ ქართველი მაყურებლის საყვარელი რაინდი გადაიქცა მამად, რომელმაც ორი მცირეწლოვანი შვილი უცხო ქალს დაუტოვა... სად გაგონილა ეს საბჭოთა კინოში? თუკი გმირი მუშაა (როგორც დათა), იგი აუცილებლად მორალური და სპეტაკი უნდა იყოს - სახლშიც და ქარხანაშიც. მაგრამ „სხვის შვილებში“ ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, ცოცხალი (როგორც იმ ეპოქის მთავარ ფილმში, მიხეილ კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროებში“), რომ ადამიანური სისუსტე ამორალურობად და, მით უმეტეს, კრიმინალად, არავის აღუქვია.

„წეროები“ შემთხვევით არ გამახსენდა. ლევან პაატაშვილი ჰყვებოდა, რომ იმხანად ჩვენში ყველა ოპერატორი ცდილობდა კალატოზიშვილის ფილმის თანაავტორისთვის, სერგეი ურუსევსკისთვის მიებაძა. „სხვისი შვილები“ წარმოუდგენლად ლამაზი ფილმია. მძაფრმა კონფლიქტმა, ძლიერმა ემოციებმა აქ უბრალოდ მოითხოვა არა რბილი გამოსახულება, არამედ მკვეთრი კონტრასტები, მზის ძლიერი ნაკადი და ღრმა ჩრდილები ერთდროულად. ლევან პაატაშვილის გრაფიკულ კადრებში სურათოვნება უჩვეულოდ უკავშირდება მუდმივ დაძაბულობას. ვფიქრობ, თბილისი ასე არავის გადაუღია ქართულ კინოში - კამერული, მყუდრო და, ამავდროულად, უსაზღვრო, ღია, სინათლით და ჰაერით სავსე თბილისი. პორტრეტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პატარა ნანი ჩიქვინიძის და მიხო ბორაშვილის სახეებზე და, რა თქმა უნდა, ციცინო ციციშვილზე, რომელმაც სილამაზის ახალი ეტალონიც კი დაამკვიდრა იმდროინდელ ქართულ კინოში. არჩილ კერესელიძის მუსიკამ კი ყველა ეს სახე ისე შეკრა, რომ ხანდახან „სხვისი შვილები“ თბილისზე გადაღებულ მუსიკალურ კლიპსაც ჰგავს. იშვიათია კომპოზიტორი, რომელსაც ასე კარგად ესმის კინოდრამატურგია და ასე ეფექტურად შეუძლია გამოხატოს ატმოსფერო. მუსიკა ეხმარება მსახიობებს, გადალახონ ყველანაირი სქემატურობა და კიდევ უფრო მეტად გააცოცხლონ თავიანთი გმირები.

„საქართველო არის ქვეყანა, სადაც „მონანიება“ გადაიღეს“, - დასავლეთში ხშირად წერდნენ ასე აბულაძის ცხოვრების მთავარი ფილმის პრემიერის შემდეგ კანის ფესტივალზე. გამიხარდება, თუკი შესაძლებელი გახდება „სხვისი შვილების“ რესტავრაცია, ხმის გასუფთავება და აღდგენილი ვერსიის ჩვენება იმავე კანში, სადაც რესტავრირებული ფილმებისთვის სპეციალური პროგრამა არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ პრემიერის შემდეგ ბევრი იტყვის: „თბილისი არის ქალაქი, სადაც „სხვისი შვილებია“ გადაღებული“.

ავტორი-გიორგი გვახარია

წყარო:რადიო თავისულება

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ სექციას, პანორამა 2024-ს ქართული თანაპროდუქციით ლევან აკინის ფილმი, გზაჯვარედინი გახსნის.

ფილმი მოგვითხრობს ორი ადამიანის მოგზაურობის შესახებ ბათუმიდან სტამბულის ურბანულ ლაბირინთებში, სადაც ისინი ტრანსგენდერ ქალს, თეკლას ეძებენ.

თავის მეოთხე სრულმეტრაჟიანი მხატვრულ ფილმში, რეჟისორი ახერხებს შექმნას ადგილების გარკვეული ტოპოგრაფია, სადაც ქვიარი ადამიანები თანაგრძნობასა და სოლიდარობას ელიან, და სადაც რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთს ინტენსიურად და შთამბეჭდავად უკავშირდება.