მწუხარებას გამოვთქვამ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო - ირაკლი კობახიძე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ქეთევანის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები მაყურებელთა თაობებმა შეიყვარა და გაითავისა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიაში.
თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.