ვერსიანიუსი
ახალი ამბები
რომის პაპი ფრანცისკე, 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონისაც შეხვდება.
უკანასკნელად პაპი ფრანცისკე და ზელენსკი ერთმანეთს 2023 წლის დეკემბერში, ვატიკანაში შეხვდნენ.
თურქეთის ავიახაზების პილოტი სიეტლიდან სტამბულის მიმართულებით ფრენისას გარდაიცვალა.
„როდესაც თვითმფრინავში ჩვენი კაპიტნისთვის პირველადი დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა გადაუდებელი დაშვება, მაგრამ ის დაშვებამდე გარდაიცვალა“, - წერს ავიაკომპანიის სპიკერი X-ზე.
Airbus A350 თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაეშვა.
59 წლის კაპიტან ილჩეჰინ ფეჰლივანს რეგულარული ჯანმრთელობის შემოწმება უტარდებოდა. მარტში ჩატარებული გამოკვლევებით, მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აღმოაჩნდა.
პილოტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. მფრინავებს სამედიცინო შემოწმება ყოველ 12 თვეში ერთხელ უტარდებათ, ხოლო 40 წელზე უფროსი ასაკის პირებს სამედიცინო მოწმობის განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ხელისუფლებაში თუ დაბრუნდება, ჩვენ რამდენიმე ბოთლ შამპანურს გავხსნით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მიმართ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობას, ინაუგურაციამდე დაიწყებს.
„დაუყოვნებლივ იმოქმედებს, ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპელმა ლიდერებმა, დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ დრო არ გვექნება. ამიტომ ჯერ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ კი, სტრატეგიულად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ორბანმა.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში „მშვიდობის შანსი“ შეიძლება გაიზარდოს.
სწავლულებმა, ნანკინის უნივერსიტეტიდან, PAINT (portable bioactive ink for tissue healing)-ის ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც პორტატული ბიოაქტიური მელანი გახლავთ, ქსოვილების შესახორცებლად. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კალამი ექიმებს საშუალებას მისცემს, ჟელატინის მაგვარი სუბსტანცია პაციენტებს პირდაპირ ჭრილობაზე დაადოს - ნივთიერება ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას უწყობს ხელს. სამგანზომილებიანი ბეჭდვის კალმით, სამკურნალო პრეპარატი ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭრილობას ავსებს. ჭრილობაში სტიმულირდება პროლიფერაცია, კოლაგენის ბოჭკოების გამომუშავება და იმუნიტეტიც. ექსპერიმენტების დროს, რომელიც თაგვებზე ჩატარდა, დიდი ზომის ჭრილობები PAINT-ს ტექნოლოგიით, 12 დღეში შეხორცდა.
მკვლევარები ნიდერლანდებიდან მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ: აღმოჩნდა, რომ ადამიანის ინტელექტის დონე, თავის ტვინში ნეირონების ზომაზეა დამოკიდებული. ამის გასარკვევად, სწავლულებმა 35 პაციენტი გამოიკვლიეს, რომელთაც ნეიროქირურგიული ოპერაცია სჭირდებოდათ ეპილეფსიის მძიმე ფორმის, ან თავის ტვინის კიბოს გამო. ოპერაციისას, მედიოკოსებმა თავის ტვინის ჯანმრთელი ნაწილის მცირე ფრაგმენტები აიღეს, მათი შესაწავლის მიზნით. გარდა ამისა, ოპერაციამდე ყველა მონაწილემ ინტელექტის დონის შესამოწმებელი ტესტი გაიარა. ქსოვილის ნიმუშები შუბლის ნაწილიდან აიღეს, რომელიც პასუხისმგებელია ენების აღქმაზე, მეხსიერებასა და სენსორული იმპულსების დამუშავებაზე. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი იყო ნეირონები თავის ტვინში, მით მაღალი იყო ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი.
ერთ-ერთმა იაპონურმა IT-კომპანიამ სამსახურში ათი კატა აიყვანა. ისინი თანამშრომლებს სტრესთან გამკლავებაში უნდა დაეხმარონ. ტექნოლოგიურ კომპანიაში - Qnote, 32 ადამიანთან ერთად, ახლა ათი კატაც „მუშაობს“. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, კომპანიამ საკუთარი ოფისიც კი გაარემონტა, ოთხფეხა თანამშრომლებისთვის იქ ყოფნა უფრო კომფორტული რომ იყოს - კატებისთვის იქ ორი სართულია გამოყოფილი. პირველი კატა ფირმაში ჯერ კიდევ 2004 წელს გამოჩნდა. დღეს ის „თავმდჯომარის“ პოსტს იკავებს, სხვა მისი მოძმენი კი „კლერკების“ და „აუდიტორების“ თანამდებობებს ინაწილებენ.
ცხოველების ნაწილი იმ პირველი კატის შთამომავლები არიან, ნაწილი კი ქუჩიდან შეიფარეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კატები ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარებიან. მას შემდეგ, რაც ეს ოთხფეხები გამოჩნდნენ ოფისში, სამსახურიდან წასვლის სურვილი სულ უფრო ნაკლებ თანამშრომელს უჩნდება. ამიტომ, ამ კომპანიაში მუშაობის აუცილებელი პირობა კატების სიყვარულია.