როგორც იქნა - მიქაუტაძემ ორი გოლი გაიტანა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავითაშვილს მოსაგებად დუბლი არ ეყო, ბუდუმ ისევ გაიტანა

საქართველოს ნაკრების ფეხბურელებს მორიგი სათამააშო კვირა ჰქონდათ და მართალიაა, ჩვენებურებმა თავის გამოჩენა მოახერხეს, მაგრამ ეეს მათი გუნდებისთვის საკმარის არ აღმოჩნდა. ზურიკო დავითაშვილით დავიწყოთ. მისი „სენტ ეტიენი“ „ანჟერს“ სტუმრობდა, ჩვენებურმა ორი გოლი გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგრამ რად გინდა, მისმა გუნდმა 2-4 წააგო. ნამატჩევს თქვა ზურიკომ, იმედგაცრუებული ვარ, ჩემი გოლეები კი კარგია, მაგრამ უმთავრესი კლუბის წარმატებააო. 5 გატანილი გოლით, დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლეა ბუდუ ზივზივაძე, რომეელმაც გასულ უქმეებზე მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა, თმცა მისი „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა. ბუდუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ მისი კლუბისთვის ეს ვერაფერი ნუგეშია - „კარლსრუე“ ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძვის და მისთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია.

ანტონიო კონტემ, „ლეჩესთან“ შეხვედრაში, სათადარიგოთა შორის დატოვა ხვიჩა კვარაცხელია. მწვრთნელმა ეს იმით ახსნა, რომ ქართველი ფეხბურთელი გადატვირთული გრაფიკიდან დაასვენა და მოედანზე ბოლოს შეუშვა. „ნაპოლიმ“ კი, ერთი შეხედვით, იოლად მოსაგები რთულად მოიგო და იტალიის ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს.

სერია A-ში მოთამაშე კიდევ ერთი ქართველი, საბა გოგლიჩიძე, ტრადიციისამებრ „ემპოლის“ ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. მისმა გუნდმა სტუმრად „პარმაასთან“ ქულა მოიპოვა, იტალიელმა ჟურნალისტებმა კი დაწერეს, რომ საბა ვეტერანი ფეხბურთელივით მშვიდად თამაშობს და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს, ამ ნიჭიერ მცველს, რომელიმე იტალიური გრანდი გადაიბირებს.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ხეტაფეს სტუმრობდა. ამ ტურის წინ, ქართველი კიპერის გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და ისევ ბოლოზე დარჩა. 11 შეხვედრაში, მამარდას გუნდმა მხოლოდ 7 ქულა მოაგროვა და მთავარი მიზანი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება იქნება.

და გიორგი მიქაუტაძე! სულ ვამბობდით, რომ ქართველს დრო სჭირდებოდა და როგორც ჩანს, მან ადაპტაციის სრულად გავლა მოახერხა. „ოსერთან“ შეხვედრაშ, მწვრთნელმა ჩვნეი ნაკრების ფორვარდი ძირითადში დააყენა და გიორგიმაც იმედები გაამართლა. ჯერ იყო და, პირველი ტაიმის ბოლოს, პენალტი აიკიდა, თავადვე შეასრულა და გუნდი დააწინაურა. მერე კი, როცა მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა გაათანაბრეს, გიორგიმ თანაგუნდელის გადაცემა შირგო და ანგარიში ისევ გაზარდა, თუმცა მატჩი საბოლოოდ ფრედ, 2-2 დასრულდა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მიქაუტაძე დასახელდა.