რა ელის მამარდაშვილს მომავალ ზაფხულში?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ბოლო სეზონს ატარებს. ქართველი კიპერი ინგლისურმა „ლივერპულმა“ იყიდა და ზაფხულში გიო ნისლიანი ალბიონის გზას გაუყვება. პარალელურად, „მერსისაიდელთა“ ძირითადი კიპერი, მიმდინარე სეზონის ბოლოს, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს და წესით, მამარდაშვილი ძირითადი კიპერი უნდა გახდეს, თუმცა...

ალისონმა ტრავმა მიიღ და ახლა „ლივერპულის“ კარს სათადარიგო მეკარე, კაომინ კელეჰერი იცავს. მას ყველაზე სერიოზული გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა, როცა მისი გუნდი გასვლაზე „ლაიპციგს“ ეთამაშა. ინგლისელებმა მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი სწორედ კალაჰერი გახდა.

„არავინ ელოდა, რომ სათადარიგო მეკარე ასეთ დონეზე იასპარეზებდა. ალისონი ნოემბრის ბოლომდე არ დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალაჰერი კიდევ არაერთ შეხვედრას ჩაატარებს და თუ ასაპარეზობას ასეთ დონეზე გააგრძელებს, შესაძლოა, მწვრთნელმა ალისონი აღარც კი ათამაშოს. თუმცა, მთავარი პრობლემა ეს კი არა, ის გახლავთ, რომ სეზონის ბოლოს, გუნდს გიორგი მამარდაშვილი უერთდება, რომელიც მეორე ნომრობას ვერანაირად ვერ შეგუება. მეორე ნომრობა აღარ მოუნდება კალაჰერსაც, რომელმაც საკუთარი კლასი უკვე დაამტკიცა და გულშემატკივრებიც ამბობენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ უნდა დაიცვას მათი საყვარელი გუნდის კარი“,-წერს ბრიტანული მედია და იქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ თუ წასვლას ალისონიც გადაიფიქრებს, „ლივერპულს“ ხელში სამი ისეთი მეკარე შერჩება, რომელსაც ძირითადში თამაშზე ექნება პრეტენზია და რაც მთავარია, სამივე მათგანი ამ ძირითადს იმსახურებს.