დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს დაუსწრებლად 7 წელი მიუსაჯა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანექსირებული დონეცკის ე.წ.-მა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. როგორც რუსული სახელისუფლებო მედია წერს, საუბარია 28 წლის გიორგი კინონიანზე.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, კინონიანი 2022 წლის მარტიდან აპრილამდე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ქართული ლეგიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა, სადაც სამხედრო მომზადება გაიარა. უწყების მტკიცებით, კინოიანმა "რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საბრძოლო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც 155 000 რუბლის ეკვივალენტი ანაზღაურება მიიღო.