ჯანმრთელი მბაპე ნაკრებში არ თამაშობს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთა ლიგის შესარჩევში, საფრანგეთის ნაკრებმა ისრაელს სტუმრად მარტივად, 4-1 მოუგო. ამის მიუხედავად, ფრანგი გულშემატკივარი ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს საქციელით უკმაყოფილოა. საქმე ის გახლავთ, რომ კილიანმა თავიდანვე განაცხადა, ტრავმა მაწუხებს და ამიტომ, ნაკრებში ვერ ვითამაშებო. არადა, ამ განცხადების შემდეგ, მან „რეალის“ რიგებში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ისპარეზა, შემდეგ კი დასასვენებლად... სტოკჰოლმში გაემგზავრა.

„რას ჰგავს ეს? მბაპე სტოკჰოლმში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად წავიდა, რამდენიმე დღე ღამის კლუბებში გაატარა და კარგჰად გაერთო. ამ დროს კი, ჩვენი ნაკრების სხვა წევრები შრომობდნენ და მოედანზე იბრძდნენ. თუ მბაპეს სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური სხვებმა მოიპოვონ, მან კი, უბრალოდ დაისვენოს და მერე მუნდიალზე წავიდეს, არ გამოვა, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით“,-აცხადებენ გულშემატკივრები.

„რეალის“ სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ მბაპეს სტოკჰოლმში სავარჯიშო პროგრამაც გაატანა, ანუ გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელმა უნდა ივარჯიშოს, მაგრამ ჟურნალისტების, რომლებიც კილიანს მუდმივად თან დაჰყვებიან, არ უნახავთ, რომ ის მოედანზე გასულიყო და რაიმე აქტივობა ჰქონოდა.