სროლა თემქაზე - არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სროლა თემქაზე - ცოტა ხნის წინ, პოლიციამ გადამოწმების მიზნით მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ ის მეორე მანქანას შეეჯახა, საკუთარი ავტომობილიდან გადმოვიდა და გაქცევას შეეცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლა განახორციელეს.

ინფორმაციას თემქაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ "ფორმულა" ავრცელებს. არსებული ცნობით, მძღოლი პოლიციამ დააკავა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. დაუდასტურებელი ცნობებით კი საქმე სავარაუდო ნარკოდანაშაულს უკავშირდება.