სასტიკი მკვლელობა ქობულეთში - რა მოხდა ლეღვაში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

64 წლის კაცის სასტიკ მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. გამოძიების ინფორმაციით, თანასოფლელმა მეზობელი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. ჯერ თავში ესროლა, ძირს  დავარდნილს კი ტყვია გულში დაახალა. თამაზ ქოქოლაძე ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ამის შემდეგ  მკვლელობაში ბრალდებულმა უმისამართო სროლა გააგრძელა, რომელსაც 5 წლის ბავშვი შემთხვევით გადაურჩა.  

უთანხმოება მეზობლებს შორის სავარაუდოდ სადაო მიწის ნაკვეთს უკავშირდებოდა. სოფელ ლეღვაში ჰყვებიან, რომ ქოქოლაძის მკვლელობის შემდეგ გია ფუტკარაძე მისი ოჯახის წევრებსაც ემუქრებოდა დახოცვით. 

ირკვევა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და კლინიკაშიც იწვა სამკურნალოდ. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს 34 წლის კაცს ციხეში გაუშვებენ თუ ისევ სამკურნალო დაწესებულებაში.