ბრაზილიის პრეზიდენტი ლეგიონერების წინააღმდეგ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ ამერიკაში, შესარჩევ ჯგუფში, 10 ნაკრები თამაშობს, საიდანაც ექვსი პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვდება, მეშვიდე ადგილზე გასული კი, პლეი-ოფს თამაშობს. ჰოდა, ახლა, მეშვიდე ადგილზე ვენესუელაა 11 ქულით, მეოთხე ადგილზე მყოფ ბრაზილიას კი, 13 ქულა აქვს. ანუ, ალბათობა იმისა, რომ მსოფლიოს მომავალმა ჩემპიონატმა ბრაზილიის გარეშე ჩაიაროს, არსებობს. მაშინ, როცა საქართველო პოზნანში უკრაინასთან მარცხდებოდა, ბრაზილიის ნაკრებმა წვალებით ჩილეს მოუგო. ჩილელები ბოლო ადგილზე არიან, სამხრეთ ამერიკაში სადღეისოდ უსუსტეს ნაკრებად ითვლებიან და ამის მიუხედავად, ბრაზილიას ძალიან, ძალიან გაუჭირდა.

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებს თავში აქვთ ავარდნილი. მათ დიდი ფული იშოვეს და სამშობლოსთვის სირბილი ეზარებათ. ამიტომ, ვესაუბრე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ნაკრებში მხოლოდ ბრაზილიაში მოთამაშე ფეხბურთელები უნდა გამოვიძახოთ, ისინი, ვისაც მართლა უყვარს სამშობლო. ადრე, ბრაზილია მსოფლიო გრანდი იყო, ყველას ეშინოდა ჩვენი, ახლა კი, რიგით მაჩანჩალად ვიქეცით. პელეს და გარინჩას ქვეყანაში, ნაკრებსი ვარსკვლავი არ გვყავს, ისეთი, რომელიც ხალხს ბრაზილიურ ფეხბურთს აჩვენებს“,-განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ.

სხვათა შორის, გულშემატკივრებიც არ მალავენ, რომ ნაკრების ფეხბურთელები თითქოს ბოლომდე არ იხარჯებიან და ისე თამაშობენ, თითქოს სასწორზე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური კი არა, უბნის საცხობიდან ბურიტოს კისრება იყოს.