სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა
ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - ეს ანგარიში საქართველოს გენერალურ პროკურატურაშია!
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა
რა დარღვევები გამოვლინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში
„ვერსია“ განაგრძობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების განმეორებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს განვიხილავთ. უფრო ზუსტად, ამ მუნიციპალიტეტში არსებული ფინანსური დარღვევები „ვერსიაში“ დეტალურად შარშან უკვე განვიხილეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უწყებამ აუდიტის ეს ანგარიშიც პროკურატურაში გადააგზავნა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, მცირეოდენი შემოკლებით.
ვიდრე აუდიტის ანგარიშს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოავლინეს, მათ შორის, ბიუჯეტის შესრულებაში, სახელმწიფო შესყიდვებში, მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობაში, შრომის ანაზღაურებასა და ტრანსპორტის ხარჯებში.
ქობულეთი - დარღვევები ბიუჯეტის შესრულებაში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შესაბამისად, აუდიტის პერიოდში, შემოსულობების გეგმა - 102 722 342 ლარით, ხოლო გადასახდელების - 107 466 404 ლარით განისაზღვრა. 2021-2022 წლებში, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების - 86.4%-ით შესრულდა.
„შეუსრულებლობა, ძირითადად, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით მიუღებელმა 9 452 347 ლარმა განაპირობა. აღნიშნული ტრანსფერის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროპორციულად ხორციელდება. შესაბამისად, შემოსულობებისა და გადასახდელების შეუსრულებლობის მიზეზი არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია.
კერძოდ, 2021-2022 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი 2 697 231 ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 1 488 272 ლარი ანუ 55.2%, რაც იმის შედეგია, რომ შემსრულებელმა კომპანიამ ვალდებულება დროულად არ შეასრულა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ შემსრულებელი კომპანიების მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შეწყვეტილია რვა ხელშეკრულება, რის შედეგადაც ბიუჯეტით გამოყოფილი 3 131 128 ლარიდან, ათვისებულია მხოლოდ 332 386 ლარი ანუ 10.6%. ადგილობრივი ბიუჯეტის საბალანსო მონაცემების შესაბამისად, 2021 წელს ნაშთის ცვლილების გეგმური მაჩვენებელი 7.5%-ით, ხოლო 2022 წელს 56.8%-ით შესრულდა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2021-2022 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების - 86.4%-ით შესრულდა. ამასთან, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. ყველაფერი ეს, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.
ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა-განხორციელებას, რაც შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გამოუყენებლობასა და მათში არსებულ ხარვეზებში გამოიხატება. შედეგად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ განხორციელდა.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველჰყო სათანადო ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე მიმწოდებლების შერჩევა, რამაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება განაპირობა. ამასთანავე, ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, ავანსად გაცემული თანხის დასაბრუნებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია“.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ვინაიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილი შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას, ოთხ შემთხვევაში, ვერ მიიღეს რწმუნება შესყიდული სამუშაოსა და მომსახურების სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
„ამასთან, არასრული სახით ხდება ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა, რაც ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს“.
დარღვევები მუნიციპალური აქტივების მართვაში
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს ბალანსზე ერიცხებოდა 374 264 476 ლარის ღირებულების აქტივები მათ შორის, 361 155 345 ლარის - ძირითადი აქტივი და 8 641 484 ლარის - სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივი.
„ათი ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხარჯთაღრიცხვებში გათვალისწინებული იყო არსებული აქტივების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი სამშენებლო მასალისა და სხვა დაუზიანებელი აქტივის დასაწყობება. შესაბამისი მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციით, ქონება დასაწყობებულია, თუმცა მათი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და არც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ასახულა. ამასთან, მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარადგინა ინფორმაცია ვარგისი ქონების განთავსების ლოკაციების თაობაზე.
მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192 203 655 ლარის აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, რის გამოც აქტივები და ვალდებულებები არ შემოწმებულა და არც მათი აღრიცხვის სისწორე დადგენილა“.
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2021 წელს, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირდა 14 დასახელების, 12 143 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი, თუმცა წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგებზე რეაგირება არ მომხდარა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2022 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192 203 655 ლარის აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით და არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები. ყველაფერი ეს, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, საჯარო აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
ხარვეზები მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობაში
აუდიტის პერიოდში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია 242 სამშენებლო ნებართვა, მათ შორის, 214 შემთხვევაში ნაბართვა გაცემულია ახალ მშენებლობაზე, 11 შემთხვევაში - მშენებლობის ცვლილებასა და 17 შემთხვევაში - შენობის დემონტაჟზე. სახელმწიფო აუდიტორებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2021-2023 წლებში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილია უნებართვო მშენებლობის 30 შემთხვევა, რის გამოც მშენებლობის მწარმოებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაჯარიმდნენ 93 000 ლარით, საიდანაც 2023 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადახდილია 53 590 ლარი ანუ ჯარიმის 57.6%.
„აუდიტის ჯგუფმა შერჩევითი წესით შეისწავლა ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების კანონიერება. შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ოთხი უნებართვო მშენებლობა, რომელთან დაკავშირებით, ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურის მიერმიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები, პრაქტიკულად, არ განხორციელებულა.
კერძოდ, ქალაქ ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო №52-ისა და №54-ის, ასევე, დავით აღმაშენებლის გამზირის №279-ის მიმდებარედ, დაფიქსირდა კაფე-ბარების უნებართვო მშენებლობები. სამივე შემთხვევაში, მშენებლობა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც აღნიშნული პირები სარგებლობდნენ მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშერკულების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით, 2023 წლის ივლისში, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულია დადგენილებები, მშენებელი პირების დაჯარიმებისა და უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ, თუმცა დათვალიერების თარიღისათვის შენობების დემონტაჟი არ იყო განხორციელებული“.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქობულეთის მერიის მიერ, უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ შეაჩერა უნებართვო მშენებლობები და ვერც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება აღკვეთა, რაც ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.
ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების ადგილობრივი ბიუჯეტების შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფონდი ჯამში - 5 090 543 ლარით განისაზღვრა. ამავე პერიოდში, შრომის ანაზღაურების სახით გახარჯულია 5 041 755 ლარი, რაც საბიუჯეტო გეგმის 99%-ია. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა მიერ მიღებული თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობის დადგენის მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმები არ ფუნქციონირებს.
„კერძოდ, არ წარმოებს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა. ამასთან, აუდიტის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში არ მიმდინარეობს სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელის წარმოება. ხელფასების დარიცხვა ხდება მხოლოდ საშტატო განრიგის საფუძველზე. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სრული განაკვეთით დასაქმების პირობებში, 26 თანამშრომელი, რომელთა ანაზღაურებამ 2021-2022 წლებში, 148 195 ლარი შეადგინა, პარალელურად ირიცხებოდნენ მუნიციპალიტეტის სხვა დაწესებულებების მუშაკებად, სადაც შრომის ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 137 202 ლარი. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით“.
ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ რიგი თანამშრომლების ხელფასები - სულ 2 249 ლარი, არასწორად გადაერიცხათ სხვა თანამშრომლებს. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, არასწორად გადარიცხული ხელფასები თანამშრომლებს შორის პირადი ანგარიშსწორებით დარეგულირდა და მათი სათანადო აღრიცხვა არ განუხორციელებიათ.
სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გამოვლინდა შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემისა და 24 122 ლარის მითვისების ფაქტები. აღნიშნული გარემოებები, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.
დარღვევები ტრანსპორტის ხარჯებში
2021-2022 წლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, ასევე, მათი მოვლა-შენახვის საკასო ხარჯებმა შეადგინა 2 685 338 ლარი. ამავე პერიოდში, მუნიციპალიტეტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა აგაი (ავტომანქანის გამართვა და ავტომატური იდენტიფიცირება) სისტეემის გამოყენებით. ჯამში, გახარჯულია 469 962 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 18 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 307 788 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 21 ერთეულ ავტოტრანსპორტზე - 162 174 ლარის საწვავი.
„ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ არასათანადო კონტროლია დაწესებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით, ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება. ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა რიგი შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულ შემთხვევებზე ვერ იქნა წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი ავტომობილის ყოფნის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება“.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურ დადასტურებას, რის გამოც ვერ მიიღეს რწმუნება აუდიტის პერიოდში 52 070 ლიტრი საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.
ავტორი: მაკა რუხაძე
რა დარღვევები გამოვლინდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებებით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2018-დან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს და სახელმწიფოს მიერ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა-ეფექტიანობას ასახავს. სახელმწიფო მაკონტროლებლებმა, აუდიტის ფარგლებში,შეისწავლეს პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა; ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
ვიდრე სახელმწიფო აუდიტორების მიერ გამოვლენილ ხარვეზებს გაგაცნობთ, აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს აქვს დამანგრეველი ეფექტი, როგორც ინდივიდსა და ოჯახზე, ისე მთელ საზოგადოებაზე. ამასთან, ორიდანერთ ადამიანს, სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც ექმნება მსგავსი პრობლემა.საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერების ეროვნულ კონტექსტში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის მენტალური კეთილდღეობის დაცვა და ხელშეწყობა, არამედ, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება.
ხარვეზები ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკაში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისათვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სწორედ ეს დოკუმენტი უზრუნველჰყოფს მომსახურების დაფინანსებას.
„მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულება, სანდო ინფორმაციის არსებობა და ხარჯების ეფექტიანად და პროდუქტიულად განკარგვის მიზნით დაფინანსების მექანიზმის შემუშავება.სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიულ გეგმასა და მექანიზმებს და ახორციელებს მის მონიტორინგსა და შეფასებას.თუმცა, მიუხედავად ამისა:აღსანიშნავია, რომ 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში, ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, როგორიცაა ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში, 2022 წლისთვის დაგეგმილი 8 აქტივობიდან, 2023 წლის მდგომარეობით, შეუსრულებელია 5 აქტივობა, ნაწილობრივ განხორციელდა - 2. მაგალითად, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით არ შექმნილა მონიტორინგის ჯგუფი და არ გაუმჯობესებულა მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი.
ხარვეზები დაფინანსების მოდელში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისთვის მომსახურების დაფინანსების გლობალური ბიუჯეტის პრინციპი წარმოშობს არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს. კერძოდ, პაციენტების რაოდენობის მიხედვით მიმწოდებლისთვის ხარჯი განსხვავებულია - მეტი პაციენტი გულისხმობს მეტ დანახარჯს, დაფინანსება კი უცვლელია. მაგალითად, სერვისის მიმწოდებლების მიხედვით, 2019 წელს, ერთ პაციენტზე წლის განმავლობაში, საშუალოდ, დახარჯული თანხა მერყეობდა 106-დან 465 ლარამდე.
„დაწესებულებების მიხედვით, განსხვავებულია წარმოდგენილი ხარჯების სტრუქტურა და თითოეული შემადგენელი კომპონენტის პროცენტული წილი მთლიან ხარჯთან მიმართებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ სერვისში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული ხარჯების თანაფარდობის დასაშვები ზღვარი. მედიკამენტების შესყიდვა/გაცემის მექანიზმების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებებს არ აქვთ ერთნაირი მიდგომა და სახელმწიფოს წილით შექმნილი დაწესებულებები მედიკამენტებს ყიდულობენ კონსოლიდირებული შესყიდვით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო დაწესებულებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა იმავე პრინციპით, წამლებზე გაწეული ხარჯი 35%-ით შემცირდებოდა“.
დარღვევები დოკუმენტაციის ზედამხედველობის მექანიზმში
აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ნოზოლოგიები განსაზღვრულია დადგენილებით. კრიზისული ინტერვენციის კომპონენტის შესრულების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული დიაგნოზების მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2018-2022 წლებში, 43 ბენეფიციარს 335 შემთხვევაში მინიჭებული აქვს ისეთი ნოზოლოგია, რომელიც პროგრამით არ არის განსაზღვრული. ასევე, მოზრდილთა სტაციონარის 2018-2022 წლების მომსახურების შესრულების ბაზების ანალიზით გამოვლინდა, რომ 49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფიქსირდება და გლობალური ბიუჯეტის დაფინანსების მოდელის ფარგლებში უნაზღაურდება ისეთი ნოზოლოგია, რომელიც არ არის განსაზღვრული პროგრამით.
„მოზრდილთა სტაციონარის 902 ბენეფიციარი (ამ კომპონენტის უნიკალური ბენეფიციარების 5.9%), სტაციონარში ყოფნის პერიოდში, ასევე ფიქსირდება სათემო ამბულატორიის, კრიზისული ინტერვენციის, ან მობილური გუნდების კომპონენტების ფარგლებში წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებში.
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა პოლიტიკის შესამუშავებლად, არასრულია. პროგრამაში ჩართული სათემო მომსახურების მიმწოდებელ ზოგიერთ დაწესებულებას (ყოველწლიურად, საშუალოდ, 5 დაწესებულება ანუ 23%) ცენტრისათვის არ წარუდგენია სტატისტიკური ინფორმაცია“.
სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა დეპრესია, ცენტრის მონაცემებით, უფრო იშვიათად ფიქსირდება, ვიდრე შიზოფრენია, რაც მიუთითებს არსებული მონაცემების სისწორის რისკებზე.
„ჯანმოს მიხედვით, მოსახლეობის 3.8%-ს უფიქსირდება დეპრესია, როცა 2022 წლის მონაცემებით, შესაძლოა, 222 ადამიანიდან ერთს (0.45%) ჰქონდეს შიზოფრენია. ცენტრის 2021 წლის მონაცემის მიხედვით, საქართველოში დაფიქსირდა 895 ახალი შემთხვევა შიზოფრენიის, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობების, როცა გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობები, მათ შორის, დეპრესიის შემთხვევა მხოლოდ 392-ია, რაც თითქმის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელია“.
ხარვეზები დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობაში
აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2018-2022 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 39 მიმწოდებელი დაწესებულება ემსახურებოდა პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების ბენეფიციარებს. მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება საცხოვრებელთან ახლოს სხვადასხვა სერვისის, როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციული ხელმისაწვდომობა.
„მიუხედავად ცენტრისა და სააგენტოს მიერ განხორცილებული ღონისძიებებისა, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით, 150 გამოკითხულიდან 113 რესპონდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ამავე გამოკითხული ერთობლიობიდან, არ იყო ინფორმირებული 117 მოქალაქე, რომ სამედიცინო სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ინფორმირებულობის დაბალ მაჩვენებელზე, სხვა მიზეზებთან ერთად, მიუთითებს ჯანმრთელობის დაცვის სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა თანახმად, ყოველწლიურად მზარდია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით დაავადებული პირების რიცხვი, ხოლო სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველწლიურად სტაბილურია“.
ხარვეზები ფიზიკურ ხელმისაწვდომობაში
2018-2022 წლებში, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტისთვისმიმწოდებელი მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი მაშინ, როცა ამავე პერიოდში, ბენეფიციარები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტისთვის, 2018-2022 წლებში მიმწოდებელი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სამ რეგიონში: თბილისში, კახეთსა და იმერეთში.
„ამ წლებში რეგისტრირებული ბენეფიციარების 88%-ის საცხოვრებელი რეგიონი ემთხვევა სწორედ ამ რეგიონებს. შესაბამისად, სხვა რეგიონებში მცხოვრები პოტენციური ბენეფიციარებისათვის ეს სერვისი არ არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. 2018-2022 წლებში, ბენეფიციარების 99%-ის საცხოვრებელ ქალაქში ფუნქციონირებდა ავტორიზებული აფთიაქი, საიდანაც მოსარგებლეს შეეძლო მისთვის გამოწერილი მედიკამენტის მიღება, თუმცა მათ 34%-ს მედიკამენტების მიღება უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულ ქალაქში მდებარე დაწესებულებაში ან/და აფთიაქში, რითაც იზღუდება მედიკამენტებზე ფიზიკურ ხელმისაწვდომობა“.
მობილური გუნდის მომსახურება გულისხმობს რეგულარულ ვიზიტებს პაციენტის საცხოვრებელ ადგილას. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დაწესებულებები ემსახურებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაშორებულნი არიან საწყისი პუნქტიდან. 22 დაწესებულებიდან, რომლებიც ახორციელებდნენ მობილური გუნდის მომსახურებას 2022 წელს, მხოლოდ 12 დაწესებულებას ჰყავდა ავტომანქანა.
„ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმია სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი, რასაც სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიწოდების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავების და მათი შესრულების კონტროლის გზით. საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული სხვადასხვა ჩანაწერის მიუხედავად, სამინისტროსა და პასუხისმგებელი ორგანოების მიერ სრულყოფილი ზედამხედველობა არ ხორციელდება. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობასსჭირდებაგაუმჯობესება“.
ხარვეზები სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობაში
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ბენეფიციარებმა მომსახურება უნდა მიიღონ ლიცენზირებულ ამბულატორიულ დაწესებულებებში, თუმცა კანონში „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაზე ლიცენზიის ფლობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის.
„ამ კანონში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად, სამინისტროს მიერ, 2020 წლის 1 სექტემბრისთვის, იგეგმებოდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ჯგუფი აუდიტის პერიოდისათვის არ იყო შექმნილი.
2018-2022 წლებში, რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობები შემოწმდა მხოლოდ 2018 და 2019 წლებში, 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, 2020-2022 წლებში,COVID-19-ის პანდემიის გამო, სანებართვო პირობების კონტროლი არ განხორციელებულა“.
სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 12 სტაციონარული დაწესებულებიდან მონიტორინგი ხორციელდებოდა მხოლოდ 3 დაწესებულებაში. დანარჩენი 9 დაწესებულების შეუმოწმებელი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 83%-დან 98%-მდე.
2019-2021 წლებში, ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარების საწოლების დატვირთვა 5 სამედიცინო დაწესებულებაში აჭარბებდა 100%-ს, მათ შორის, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დატვირთვა სამჯერ აღემატებოდა ზღვრულ შესაძლებლობებს.
ხარვეზები მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო მომსახურებაში
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 58 მდგომარეობიდან, რომელსაც ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, გაიდლაინი - კლინიკური მდგომარეობის მართვის რეკომენდაცია, შექმნილია მხოლოდ 15 შემთხვევაში.
„სამინისტროს შემუშავებული აქვს მომსახურების უზრუნველყოფის პროტოკოლები - დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტი, ოღონდ პროექტის სახით, რომელიც აუდიტის პერიოდში არ იყო დამტკიცებული. ამასთან, პროგრამაში ჩართული დაწესებულებიდან, მხოლოდ 6 დაწესებულებას აქვს შემუშავებული პროტოკოლები, საიდანაც ერთი დაწესებულების შემთხვევაში,ეს პროტოკოლი ზოგადი სახის დოკუმენტია“.
განსხვავებული სურათია დაწესებულებების მიხედვითაც, თუ რამდენ ბენეფიციარს ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდის ერთი წარმომადგენელი. მაგალითად, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ერთი ფსიქოლოგი - ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლოა, ემსახურებოდეს მინიმუმ - 199, მაქსიმუმ - 9 303 პაციენტს.
რეკომენდაციები
მას შემდეგ, რაც ხარვეზები გამოავლინეს, სახელმწიფო აუდიტორებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს“, სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა“ და სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს“ გარკვეული რეკომენდაციებიც გაუწერეს, რომლებიც ხარვეზების გამოსასწორებლად, ამ უწყებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ეროვნული სტრატეგიის შესრულებისთვის, მუდმივი მონიტორინგის მიზნით,უნდა შემუშავდეს მისი ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი.
საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულად განკარგვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიზნის სათანადოდ შესრულებისთვის, შეფასდეს არსებული და შეირჩეს პროგრამის დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მომსახურებებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების შერჩევის მექანიზმი შემუშავდეს იმგვარად, რომ გაიზარდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა/დაფარვა, როგორც მომსახურებაზე, ასევე მედიკამენტებზე“.
გარდა ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფისათვის, უწყებებმა უნდა დანერგონ სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების გადამოწმების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც გააუმჯობესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შეფასებასა და რესურსების შესაბისად დაგეგმვას.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სერვისებისხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, უნდა დაინერგოს ქმედითი მექანიზმი, რომელიც მოსახლეობას აუმაღლებს ცნობიერებას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და ასევე შესაბამის სამიზნე ჯგუფებს - ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რითაც გაიზრდება სერვისებზე მიმართვიანობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში, სათანადო ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით, შემუშავდეს შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები და დაინერგოს ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებების მიერ პაციენტზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას“.
ავტორი-მაკა რუხაძე
საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ფინანსურ დარღვევებს გენერალური პროკურატურა გამოიძიებს
„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ დასკვნების შეხსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. მათ შორის მოხვდა 2020-2021 წლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი ფინანსური დარღვევები, რომლებიც შარშან დეტალურად განვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 23 მუნიციპალიტეტის დაფინანსებითა და შესყიდვებით დაინტერესდა. შესაბამისობის აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებასა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულშესყიდვებს ეხებოდა 2020-2021 წლებში.
ხარვეზები აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებაში
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონშეუსაბამოდ იყო გაცემული დამატებითი ანაზღაურება. მაგალიტად, მესტიის, მცხეთის, კასპისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, 2020-2021 წლებში, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონმდებლობის შეუსაბამოდ გაიცა დამატებითი ანაზღაურება, ჯამში - 64 600 ლარის ოდენობით.
„განხორციელებული აუდიტის ფარგლებში შემოწმებულ 23 მუნიციპალიტეტში, 2020-2021 წლებში, შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 81.366.3 ათასი ლარი, მათ შორის, დანამატი - 750.9 ათასი ლარი, ხოლო ფულადი ჯილდო - 1.144.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის, ცაგერისა და ხონის მუნიციპალიტეტებს თანამდებობრივი სარგოს გარდა, დამატებითი ანაზღაურება არ გაუციათ. 2020 წელს, დანამატი გაცემულია 17 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ხუთმუნიციპალიტეტში გაცემულია ფულადი ჯილდო. 2021 წელს, დანამატი გაიცა 18 მუნიციპალიტეტში, 12 მათგანში გაცემულია ფულადი ჯილდოც“, -ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტორების მიერ შემოწმებული 23 მუნიციპალიტეტიდან ოთხში, 2020-2021 წლებში,პოლიტიკური თანამდებობის პირებზე კანონმდებლობის შეუსაბამოდ გაცემულია დამატებითი ანაზღაურება სახელფასო დანამატისადა ჯილდოს სახით, ჯამში − 64.6 ათასი ლარის ოდენობით, კერძოდ: მესტიის მუნიციპალიტეტში,2020-2021 წლებში, პოლიტიკური თანამდებობის შვიდპირზე გაცემულია 19.2 ათასი ლარი - დანამატის, ხოლო 17.2 ათასი ლარი - ფულადი ჯილდოს სახით; მცხეთის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს, პოლიტიკური თანამდებობის 22 პირზე გაცემულია 21.4 ათასი ლარის ფულადი ჯილდო; კასპის მუნიციპალიტეტში,2020-2021 წლებში პოლიტიკური თანამდებობის ორპირზე გაცემულია დანამატი 5.2 ათასი ლარის ოდენობით; წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს პოლიტიკური თანამდებობის ერთ პირზე გაცემულია დანამატი 1.6 ათასი ლარი ოდენობით.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, მესტიის, მცხეთის, კასპისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე დამატებითი ანაზღაურება გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ. საჭიროა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა გაატარონ სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში დასაბრუნებლად.
სხვადასხვა დარღვევები
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დარღვევებია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა დადგენილ ნორმაში. მაგალითად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად დაქირავებული იყო დადგენილ ნორმაზე მეტი პირი; ზოგ შემთხვევაში დაქირავებულთა ფუნქცია-მოვალეობები საჯარო მოსამსახურეების ფუნქციის იდენტური ან/და დაუსაბუთებელი გახლდათ. აქედან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების დროს,მუნიციპალიტეტები მოქმედებდნენ არა თვითმმართველი ერთეულის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ კონკრეტული პირების დასაქმების მიზნით.
„სახელმწიფო აუდიტორებმა საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებული ხარჯებიც გამოავლინეს. მაგალითად,მუნიციპალიტეტებმა, 2020-2021 წლებში,საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად3.117.8 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ“.
სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები გამოავლინეს მივლინების პროცესშიც. მაგალითად, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმები არ მოიცავს სამივლინებო ხარჯების ეფექტიანობის შეფასებას. არსებობს რისკი, რომ ზოგ შემთხვევაში, მივლინების საჭიროება განსაზღვრული არ არის თვითმმართველი ერთეულის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტები სამივლინებო თანხებს იყენებდნენ არარაციონალურად.
რაც შეეხება დოკუმენტურად დაუსაბუთებელწარმომადგენლობით ხარჯებს, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ზოგ შემთხვევაში,მუნიციპალიტეტებმა სტუმრების კვების ხარჯები გასწიეს კონკრეტული ღონისძიებისა და თვითმმართველი ერთეულის ინტერესების საჭიროების გარეშე. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ხარჯები არაეკონომიურია, რადგან მოსალოდნელ შედეგებზე გავლენა ვერ დგინდება.
ხარვეზები გამოვლინდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაშიც. აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებმა ვერ დაასაბუთეს, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იყვნენ, პირველ რიგში, საკუთარი შრომითი რესურსი გამოეყენებინათ, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დარღვევები სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებში
სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით,მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ერთგვაროვანი მეთოდი გამარტივებული წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დასათვლელად. მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა მიდგომა რისკის შემცველია და შესაძლებელია, იწვევდეს თანხების ზედმეტად ანაზღაურებას. გამარტივებული შესყიდვის დროს, მუნიციპალიტეტები ვერ იცავენ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ფასად მიწოდების პირობას.
„2020-2021 წლებში, 40.0 ათას ლარს ზემოთ ღირებულების სამშენებლო სამუშაოები გამარტივებული წესით შესყიდული აქვს 18 მუნიციპალიტეტს. კერძოდ, სულ გაფორმებულია 180 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით - 34.881.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტებმა შეისყიდეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სხვა სამუშაოები. გამარტივებული შესყიდვის დროს, სამუშაოს/საქონლის/მომსახურების მიწოდების ფასი დგინდება არაკონკურენტულ გარემოში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. შესაბამისად, შესაძლოა, შესყიდვაგანხორციელდეს არასაბაზრო ფასად. სწორედ ამ რისკებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიმწოდებელს უნდა აუნაზღაურდეს შესაბამისი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით“.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის პროცესი.გამოვლინდა, რომ მერიებს ამ მიზნით რაიმე წესი/მეთოდი შემუშავებული არ აქვთ. შესაბამისად, არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა, რომელიც პროცესს სანდოს და კონტროლირებადს გახდის. მუნიციპალიტეტები სამუშაოების რეალური ღირებულების დასადგენად ძირითადად იყენებენ რამდენიმე მიდგომას, რომლებიც სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის რისკის შემცველია, კერძოდ: მუნიციპალიტეტები მიმწოდებლებზე თანხის ანაზღაურების დროს არ ითვალისწინებდნენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს - მიმწოდებლებისაგან არ ითხოვდნენ დოკუმენტაციას ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ და ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების შესაბამისად.
„შედეგად, სამმა მუნიციპალიტეტმა, 36 ხელშეკრულების ფარგლებში, 3.549.5 ათასი ლარი აანაზღაურა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე. კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში,ათი ხელშეკრულების ფარგლებში,მიმწოდებლებისათვის ანაზღაურებულია 1.127.1 ათასი ლარი, ხოლო გაწეულმა ფაქტობრივმა დანახარჯებმა 1.062.9 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურებულია 64.2 ათასი ლარი; ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის − ორი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ზედმეტად ანაზღაურებულია 8.2 ათასი ლარი. ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულად შესწავლის შემთხვევაში, ზედმეტად ანაზღაურებული თანხა შესაძლოა გაიზარდოს“.
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტები სამუშაოების ფაქტობრივ დანახარჯებს და ღირებულებას განსაზღვრავდნენ საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. კერძოდ, 15-მა მუნიციპალიტეტმა 144 ხელშეკრულების ფარგლებში,ამ ფორმით აანაზღაურა 31.331.7 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი: ზოგ შემთხვევაში საექსპერტო დასკვნები არ შეიცავს ინფორმაციას სასაქონლო ზედდებულების, ხელფასის უწყისების, ტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენის შესახებ ან/და ექსპერტიზის მიერ ფაქტობრივი დანახარჯები არასათანადოდ არის დათვლილი.
„სახელშეკრულებო ღირებულება დგინდებოდა შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების მიხედვით, რაც შესაძლებელია, არ ემთხვეოდეს ფაქტობრივ დანახარჯებს. კერძოდ, ოთხი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, შესრულებული სამუშაოების ღირებულება იყო თუ არა შესწავლილი მთავრობის დადგენილების შესაბამისად და მუნიციპალიტეტს მოსთხოვა მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ თერჯოლის, საგარეჯოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა, შვიდი ხელშეკრულების ფარგლებში, საერთო ღირებულებით - 558.8 ათასი ლარი, მიმწოდებლებს ზედმეტად აუნაზღაურეს, არანაკლებ, 28.6 ათასი ლარი“.
სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ ერთგვაროვანი მეთოდი გამარტივებული წესით შესყიდული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულების დასათვლელად. მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა მიდგომა რისკის შემცველია და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურებას. კერძოდ, 2020-2021 წლებში, 20 ხელშეკრულების შემთხვევაში - 101.0 ათასი ლარი ანაზღაურებულია ზედმეტად; ერთი ხელშეკრულებისათვის - 75.2 ათასი ლარი, ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის გარეშე, ხოლო ათი ხელშეკრულებისათვის - 61.8 ათასი ლარი, კერძო პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტებით.
ხარვეზები შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობაში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შიდა აუდიტის სამსახურებს სათანადოდ არ შეუსწავლიათ ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენიათ სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუციათ შესაბამისი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურებმა ვერ უზრუნველჰყვესმერიების საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
„წალკისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში შიდა აუდიტის სამსახურს თავისი მოვალეობები არ შეუსრულებია და არ ფუნქციონირებდა. კერძოდ,2020-2021 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ წარადგინა წლიური და სტრატეგიული გეგმები, არ ჩაუტარებია არც ერთი აუდიტორული შემოწმება, არ შეუდგენია აუდიტორული ანგარიშები და არ გაუცია რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში დამტკიცებული საშტატო ნუსხების შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო ორი თანამშრომელი, რომელთაც შრომის ანაზღაურების სახით აღებული აქვთ 42.1 ათასი ლარი“.
სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურს, 2020 წელს არ შეუდგენია სამოქმედო გეგმა, არ ჩაუტარებია არც ერთი აუდიტორული შემოწმება და არ გაუცია რეკომენდაცია, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო პანდემიით. 2021 წელს, გეგმით გათვალისწინებული ოთხის ნაცვლად, სამსახურმა ჩაატარა ორი აუდიტორული შემოწმება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო ორითანამშრომელი, რომელთაც შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ 23.2 ათასი ლარი. 13 მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის სამსახურს არ აქვს შესრულებული წლიური გეგმით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმებები.
ავტორი: მაკა რუხაძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები
„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების შეხსენებას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს გთავაზობთ. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა მთელი რიგი ფინანსური დარღვევები გამოავლინეს და მათ გამოსასწორებლად, რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, თუმცა ვიდრე დარღვევებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია განხორციელებული საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობით და სხვა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ასევე, აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პროცესის იმგვარი წარმართვისთვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით კანონშეუსაბამობებს. ახლა, დეტალურად გავეცნოთ, რა დარღვევები გამოვლინდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
ხარვეზები ფინანსური რესურსების მართვაში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2021-2022 წლების შემოსულობებმა 70.452.6 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 63.452.1 ათასი ლარი შეადგინა.
„ორივე საბიუჯეტო წლისთვის, მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შეასრულა ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე, გადასახდელების მუხლები. კერძოდ, 2021-2022 წლებში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გადაჭარბებამ ჯამში 5.399.8 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა კონკრეტულ საბიუჯეტო წლებში არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსის ხარჯვა. გარდა ამისა, გურჯაანის მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხები და ვერ უზრუნველჰყო ბიუჯეტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამებით გათვალისწინებული შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სპორტული მოედნების, სკვერებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, შეუსაბამოდ დაიგეგმა ან/და არ ჩატარდა კულტურული და სპორტული ღონისძიებები და სხვა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ საბიუჯეტო პარამეტრების არასათანადო დაგეგმვისა და შესრულების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე, ნაშთის სახით, 764.1 ათასი ლარი ერიცხებოდა.
„2021 წლისათვის დაიგეგმა 555.9 ათასი ლარის ათვისება, თუმცა ფულადი სახსრების დაგროვებამ 5.627.6 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 6.391.7 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 3.608.4 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 5.478.2 ათასი ლარის ათვისება, თუმცა დააგროვა 1.373.3 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსთვის, საბიუჯეტო ნაშთმა 7.765.0 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 6.307.1 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია“.
ამ დარღვევებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, 2021-2022 წლებში, ვერ უზრუნველჰყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების/პროგრამების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი. ეს მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე!
ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2021-2022 წლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 249 ხელშეკრულებით, რომელთა საერთო ღირებულება 29.734.0 ათასი ლარი იყო. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების გათვალისწინებით, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე.
ამის შემდეგ, აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგადაც გამოვლინდა დაზიანებული ობიექტები. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2022 წელს შეისყიდა ქალაქ გურჯაანში, კოტეხის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 183.3 ათასი ლარი. თუმცა, გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია.
„გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 11 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1.020.1 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საგზაო, განათლების, სპორტისა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველჰყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და დამატებითი რეაბილიტაციაც სჭირდება. სამწუხაროდ, გურჯაანის მერიას არ დაუდგენია ხარვეზების გამომწვევი მიზეზები, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები/ორგანიზაციები და არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები“.
გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ დათვალიერებისას გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მერიის შესაბამის სამსახურს ყველა ობიექტის მონიტორინგი არ განუხორციელებია, რაც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მიმწოდებლებისთვის მოეთხოვა დაზიანებების გამოსწორება. შესაბამისად, გურჯაანის მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არუზრუნველჰყო არსებული წუნის მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებით დროული აღმოფხვრა.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, მერიამ ჩაიბარა 1.203.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და დამატებითი რეაბილიტაცია სჭირდება. მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და ზარალის ანაზღაურების მიზნით არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.
ხარვეზები შესყიდვებში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2021 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა, სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელ უბანში შეისყიდა შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 428.4 ათასი ლარი. ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან - ამხანაგობა „გზამშენი 15“.
„მუნიციპალიტეტმა სრულად აანაზღაურა ხელშეკრულების ღირებულება. ხელშეკრულების შესრულების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, მხარეები შეთანხმდნენ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებაზე. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი შეიცვალა ისეთი სამუშაოებით, რომელთა ღირებულებაც ტენდერის შედეგად არ იყო დადგენილი. კერძოდ, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები შეიცვალა ანაკრებით.
ხელშეკრულების კორექტირების შედეგად, გაიზარდა კონკრეტული სამუშაოების ერთეულის ფასები და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამუშაოების სრული ღირებულება. კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით უნდა მოწყობილიყო 42.3 ათასი ლარის ღირებულების რკინა-ბეტონის ღარი და კიუვეტი, თანმდევი სამუშაოებით. ცვლილების შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 33.3 ათასი ლარით“.
გარდა ამისა, საგზაო სამუშაოების მოწყობის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში, გურჯაანის მერიამ შესაბამისი დასაბუთების გარეშე შეცვალა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობა და გაზარდა ერთეულის ღირებულებები, რამაც სამუშაოების მოცულობა შეამცირა. შედეგად, ხელშეკრულების პირობები გაუარესდა და მუნიციპალიტეტმა მიიღო დაგეგმილზე ნაკლები პროდუქტი.
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2021-2022 წლებში, მუნიციპალიტეტი წინასწარ ანგარიშსწორებას ახორციელებდა მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი იდენტური თანხის გარანტიის საფუძველზე. საავანსო თანხა გამოიქვითებოდა შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
„პროცესის შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც გურჯაანის მერიამ არ გამოიყენა შესაძლო ზარალის დამცავი მექანიზმი და გარანტორისაგან საგარანტიო თანხები დროულად არ მოითხოვა, რითაც მუნიციპალიტეტი ფინანსურად დაზარალდა. კერძოდ, 2022 წელს, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა მინი-მოედნის, სატრენაჟორო სივრცისა და საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით - 180.0 ათასი ლარი.28 მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს გადაუხადა სულ 87.5 ათასი ლარი, მათ შორის, 30.0 ათასი ლარი - ავანსის სახით და 57.5 ათასი ლარი - შესრულებული სამუშაოს ღირებულების (73.4 ათასი ლარი) პროპორციულად, ავანსის ნაწილის დაკავებით.
მიმწოდებელმა - შპს „დიომინემ“ სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოც მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა. შედეგად, გადახდილმა თანხამ 14.1 ათასი ლარით გადააჭარბა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველის ინტერესების დასაცავად იდგა სადაზღვევო გარანტიის გამოყენების შემთხვევა, მერიამ შესაბამისი თანხა გარანტორისაგან დროულად არ მოითხოვა და ხელშეკრულება შეწყვიტა გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ“.
ანალოგიურად, 2022 წელს, ქალაქ გურჯაანში, ინფრასტრუქტურული ობიექტების შესყიდვისას, მერიამ შპს „ლისა ჯგუფთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა მიმწოდებლის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის გამო. სხვაობამ გადახდილ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის, 7.2 ათასი ლარი შეადგინა. მერიამ არც ამ შემთხვევაში მოითხოვა დროულად შესაბამისი საგარანტიო თანხის ანაზღაურება. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ხელშეკრულებების არასათანადო ადმინისტრირების გამო, გურაჯაანის მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ქმედითი მექანიზმი, რითაც მუნიციპალიტეტმა დაკარგა გარანტორისაგან 21.3 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.
ხარვეზები საწვავის ხარჯვაში
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი - „ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესახებ“, თვითმმართველობებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება. გურჯაანის მუნიციპალიტეტს ამ საკითხზე ნორმატიული აქტი არ მიუღია - სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა რეგულირდებოდა მერის ბრძანებების საფუძველზე.
„2021-2022 წლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი ფაქტობრივად, მერის ბრძანებით, დადგენილზე ორი ერთეულით მეტ სამორიგეო ავტომანქანას იყენებდა. მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა მოხელეების კერძო საკუთრებაში არსებულ 31-38 ერთეულ ავტომანქანაზე. კერძოდ, 2021-2022 წლებში, კერძო ტრანსპორტზე გამოყენებულია 44.6 ათასი ლიტრი საწვავი“.
სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2021-2022 წლებში, ხუთ სატრანსპორტო საშუალებაზე, ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის რვა შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე, გურჯაანის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავით გამართვის 129 ფაქტიც გამოიკვეთა. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამ შემთხვევებში, დახარჯულია 24.8 ათასი ლარის ღირებულების 9.9 ათასი ლიტრი საწვავი.
„შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2021-2022 წლებში, შვებულების პერიოდში კერძო ავტომობილების საწვავით გამართვის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, გაიხარჯა 2.0 ათასი ლარის ღირებულების 730.0 ლიტრი საწვავი“.
სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიდგომა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ არარაციონალურია. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველჰყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე, მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
ავტორი: მაკა რუხაძე
ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - რა საქმეს იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა
ფინანსური დარღვევები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში
„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების გაცმობას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, 2020-2021 წლებში გამოვლენილი დარღვევები გავიხსენოთ.
დარღვევები თელავში - მშენებლობასა და რეაბილიტაციაში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 32% და 37% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1 576 300 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
თელავის მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც დაუსრულებელია და ვერ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 632 000 ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა, ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციაში, 40 900 000 ლარი დახარჯა ისე, რომ სრულად არ გაითვალისწინა ექსპერტების დასკვნა გამაგრებით სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნით, ბაღები კვლავ ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს.
„თელავის მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარი დახარჯა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის რემონტზე. ობიექტი მალევე გასხვისდა და მოსახლეობა ვერ იყენებს. მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რამაც ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით დასრულებას. ამასთან, აღნიშნული ქმედებების შედეგად, მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 55 200 ლარის საჯარიმო თანხა ვერ მიიღო“.
აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, აუარესებდა მერიის პირობებს. მუნიციპალიტეტს რამე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
ხარვეზები მუნიციპალური სერვისების მიწოდებაში
აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით; წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; არალიცენზირებული პირი ვერ უზრუნველყოფს წყლის გადასახადის ადმინისტრირებას, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.
„თელავის მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ განსაზღვრა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადები და გარანტორისაგან არ მოითხოვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხების ანაზღაურება. შედეგად, ორი შესყიდვის ფარგლებში, შეუსრულებელი ხელშეკრულებების სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 190 200 ლარის კომპენსაცია.
2020-2021 წლებში, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სამი-ოთხი ერთეულით აღემატება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას“.
აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, 138 700 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
ხარვეზები ქონების მართვა-განკარგვაში
აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში არ გადასინჯა წინა წლებში იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირა; გარდა ამისა, ქონება იჯარით გასცა პირდაპირი განკარგვის გზით, სათანადო დასაბუთების გარეშე, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა; კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი სხვადასხვა პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები.
„მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში, თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება. სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში, 130 000 ლარით დააფინანსა მის მიერ დაფუძნებული ააიპ „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ - ვიზით კახეთი. მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგი და არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებებისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია“.
აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 40 000 ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თელავის მერიამ ვერ უზრუნველჰყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზის შექმნა და მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
დარღვევები ახმეტაში - ფინანსური რესურსების მართვა
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 19% და 17% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1 546 800 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. ახმეტის მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისა და ფუნქციონირების, ასევე, შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველჰყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 212 400 ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს“.
დარღვევები შესყიდვების მართვაში
აუდიტის შედეგადა გაირკვა, რომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 168 000 ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.
„შესყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილი დაუსაბუთებელი ცვლილების შედეგად შესასრულებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც დააზიანა მუნიციპალიტეტის ინტერესები. შედეგად, მერიამ დაკარგა 18 300 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ახმეტის მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, რომ ავანსის სახით მიღებული თანხა - 379 600 ლარი მიმწოდებელმა გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად, რაც ავანსის გაცემის მიზანი იყო“.
ახმეტის მუნიციპალიტეტმა არ დააწესა სათანადო კონტროლი მიმწოდებლების მიერ ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე. მის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებზე/სახელშეკრულებო ღირებულებაზე და აუარესებდა მერიის პირობებს.
სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში, მერიამ სათანადოდ არ დაიცვა საკუთარი ინტერესები. ამასთან, დავალიანების მქონე მიმწოდებლების მიმართ არ გაატარა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და შედეგად ვერ უზრუნველჰყო 10 400 ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.
ხარვეზები ქონების მართვა-განკარგვაში
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მერია სათანადოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ასევე, საიჯარო ქირის განსაზღვრისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იღებს დამატებით შემოსავლებს.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება; გამოვლინდა კანონშეუსაბამოდ თანამშრომელთა რამდენიმე ორგანიზაციაში დასაქმების შემთხვევები; სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით“.
ახმეტის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის განვითარებასა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. მერია არ ფლობს ინფორმაციას ორგანიზაციისათვის გადაცემული ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია.
„გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტმა დახარჯა 66 000 ლარი. მერია პრაქტიკულად არ ატარებდა მემორანდუმით გათვალისწინებულ მონიტორინგს პროგრამით დაგეგმილი ამოცანების შესრულებასა და დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, არ არის შესწავლილი გაწეული ხარჯის ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან“.
ახმეტის მუნიციპალიტეტმა, 2020-2021 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, 123 100 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
ხარვეზები მმართველობით გადაწყვეტილებებში
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიწვია.
„ახმეტის მერია ვერ უზრუნველჰყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე. გარდა ამისა, შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს; რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება; დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა“.
მეტიც, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამსახურის საქმიანობა საკმარისად ვერ უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას, არსებული საყურადღებო რისკების გამოვლენას, მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.
ავტორი: მაკა რუხაძე
რა დარღვევები გამოვლინდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში
აუდიტის ანგარიში, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებლებმა გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები, რომლებიც უწყებამ პროკურატურაში გადააგზავნა
„ვერსია“ აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშების გაცმობას, რომლებიც უწყებამ გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამჯერად, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, 2020-2021 წლებში გამოვლენილი დარღვევები გავიხსენოთ.
დარღვევები თელავში - მშენებლობასა და რეაბილიტაციაში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 32% და 37% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1 576 300 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
თელავის მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც დაუსრულებელია და ვერ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 632 000 ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა, ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციაში, 40 900 000 ლარი დახარჯა ისე, რომ სრულად არ გაითვალისწინა ექსპერტების დასკვნა გამაგრებით სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნით, ბაღები კვლავ ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს.
„თელავის მუნიციპალიტეტმა 10 000 ლარი დახარჯა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის რემონტზე. ობიექტი მალევე გასხვისდა და მოსახლეობა ვერ იყენებს. მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რამაც ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით დასრულებას. ამასთან, აღნიშნული ქმედებების შედეგად, მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 55 200 ლარის საჯარიმო თანხა ვერ მიიღო“.
აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, აუარესებდა მერიის პირობებს. მუნიციპალიტეტს რამე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
ხარვეზები მუნიციპალური სერვისების მიწოდებაში
აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით; წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; არალიცენზირებული პირი ვერ უზრუნველყოფს წყლის გადასახადის ადმინისტრირებას, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.
„თელავის მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ განსაზღვრა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადები და გარანტორისაგან არ მოითხოვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხების ანაზღაურება. შედეგად, ორი შესყიდვის ფარგლებში, შეუსრულებელი ხელშეკრულებების სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 190 200 ლარის კომპენსაცია.
2020-2021 წლებში, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სამი-ოთხი ერთეულით აღემატება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას“.
აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, 138 700 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
ხარვეზები ქონების მართვა-განკარგვაში
აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში არ გადასინჯა წინა წლებში იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირა; გარდა ამისა, ქონება იჯარით გასცა პირდაპირი განკარგვის გზით, სათანადო დასაბუთების გარეშე, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა; კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი სხვადასხვა პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები.
„მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში, თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება. სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში, 130 000 ლარით დააფინანსა მის მიერ დაფუძნებული ააიპ „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ - ვიზით კახეთი. მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგი და არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებებისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია“.
აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 40 000 ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თელავის მერიამ ვერ უზრუნველჰყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზის შექმნა და მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.
დარღვევები ახმეტაში - ფინანსური რესურსების მართვა
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 19% და 17% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1 546 800 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. ახმეტის მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისა და ფუნქციონირების, ასევე, შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველჰყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 212 400 ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს“.
დარღვევები შესყიდვების მართვაში
აუდიტის შედეგადა გაირკვა, რომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 168 000 ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.
„შესყიდვის ხელშეკრულებაში შეტანილი დაუსაბუთებელი ცვლილების შედეგად შესასრულებელი სამუშაოები მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც დააზიანა მუნიციპალიტეტის ინტერესები. შედეგად, მერიამ დაკარგა 18 300 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ახმეტის მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, რომ ავანსის სახით მიღებული თანხა - 379 600 ლარი მიმწოდებელმა გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად, რაც ავანსის გაცემის მიზანი იყო“.
ახმეტის მუნიციპალიტეტმა არ დააწესა სათანადო კონტროლი მიმწოდებლების მიერ ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე. მის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. ხარვეზებით ჩაბარებული პროდუქტი გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებზე/სახელშეკრულებო ღირებულებაზე და აუარესებდა მერიის პირობებს.
სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში, მერიამ სათანადოდ არ დაიცვა საკუთარი ინტერესები. ამასთან, დავალიანების მქონე მიმწოდებლების მიმართ არ გაატარა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და შედეგად ვერ უზრუნველჰყო 10 400 ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.
ხარვეზები ქონების მართვა-განკარგვაში
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მერია სათანადოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ასევე, საიჯარო ქირის განსაზღვრისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იღებს დამატებით შემოსავლებს.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება; გამოვლინდა კანონშეუსაბამოდ თანამშრომელთა რამდენიმე ორგანიზაციაში დასაქმების შემთხვევები; სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით“.
ახმეტის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის განვითარებასა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. მერია არ ფლობს ინფორმაციას ორგანიზაციისათვის გადაცემული ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია.
„გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტმა დახარჯა 66 000 ლარი. მერია პრაქტიკულად არ ატარებდა მემორანდუმით გათვალისწინებულ მონიტორინგს პროგრამით დაგეგმილი ამოცანების შესრულებასა და დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, არ არის შესწავლილი გაწეული ხარჯის ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან“.
ახმეტის მუნიციპალიტეტმა, 2020-2021 წლებში, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, 123 100 ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
ხარვეზები მმართველობით გადაწყვეტილებებში
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველჰყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიწვია.
„ახმეტის მერია ვერ უზრუნველჰყოფს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირებას, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე. გარდა ამისა, შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს; რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება; დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა“.
მეტიც, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამსახურის საქმიანობა საკმარისად ვერ უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას, არსებული საყურადღებო რისკების გამოვლენას, მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.
ავტორი-მაკა რუხაძე
ბუღალტრული შეცდომები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში
2023 წლის მანძილზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გენერალურ პროკურატურაში 21 დასკვნა გადააგზავნა. „ვერსიის“ წინა ნომერში უკვე შემოგთავაზეთ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ფინანსური საქმიანობის ანგარიში, ამჯერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს გთავაზობთ. შეგახსნებთ, რომ ეს ანგარიშიც დეტალურად გვაქვს განხილული 2023 წელს, ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვან დარღვევებს გაგახსნებთ, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებლების დასკვნის მიხედვით, არ შეესაბამება საქართველოს კანონს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების შესახებ! ნონსენსია, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკის სამინისტროს შემოწმების დროს, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა ხარვეზები გამოავლინეს მოკლევადიან დავალიანებებში, შემოსავლებში, გრანტებში, ტრანსფერებსა და სუბსიდიებში. აუდიტის დასკვნა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში გახლავთ.
ზოგადი ინფორმაცია
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა იწყება ზოგადი ინფორმაციით - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ვაჭრობისა და ინვესტიციების, წარმოების, მომსახურებისა და ტურიზმის ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; მშენებლობის პოლიტიკის, ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კაპიტალის ბაზრისა და ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგის განვითარება და უსაფრთხოება; სამინისტროს მართვაში არსებულ საწარმოებში აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება და სხვ.
„გარდა ამისა, COVID 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს, ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: ტურიზმის ადმინისტრაციამ - საქართველოს მოქალაქეებისათვის სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება. 2021 წელს, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში, მომსახურება გაეწია 43 310 მოქალაქეს. კარანტინის ფარგლებში მომსახურება მიღებულია 91 კოვიდ-სასტუმროსგან; სამინისტროს აპარატის მიერ მოსახლეობის სოციალური დახმარების - კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, გაწეულია 151 538 402 ლარის ოდენობით ხარჯი; სსიპ „აწარმოე საქართველოში“, 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა გარდამავალი პირობები ბიზნესის მხარდაჭერის არსებულ პროგრამაში - საკრედიტო-საგარანტიო სქემა; გაგრძელდა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა და შემუშავდა ბიზნესის ხელშეწყობი დამატებითი მექანიზმები სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მმართველობაში შედის 16 სსიპ და ორი ააიპ.
ხარვეზები მოკლევადიან დავალიანებებში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, ირიცხება მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებები 43 021 351 ლარის ოდენობით. კერძოდ, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“, ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დარიცხული 13 574 630 ლარიდან, 9 993 574 ლარი წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. აღნიშნული თანხა მოიცავს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიერ, 2021 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ საავანსო გადახდებს.
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დებიტორული დავალიანების დადასტურებისათვის აუდიტის ჯგუფმა წერილობით მიმართა საფინანსო ინსტიტუტებს. მიღებული პასუხების მიხედვით, დებიტორები აღიარებენ 6 603 909 ლარით ნაკლებ დავალიანებას.
„შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „მოკლევადიანი -მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე აღრიცხული 6 603 909 ლარის არსებობასა და სისწორეზე“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ განმარტებით, 2021 წლის ბოლოს, პანდემიის პერიოდში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საფინანსო ინსტიტუტებმა დროულად ვერ წარადგინეს ინფორმაცია ჩამოჭრილი თანხების შესახებ, რის გამოც 2021 წლის მეორე ნახევარში ჩამოჭრილი თანხები, სააგენტოს მიერ აისახა 2022 წლის დასაწყისში.
სახელმწიფო აუდიტორებამ გაარკვიეს, რომ სსიპ „ქონების ეროვნულ სააგენტოს“ 2021 წლის 26 იანვარს, შპს „საქართველოს ფოსტის“ კაპიტალში შეტანილი აქვს შპს „საქართველოს ფოსტის“ ვალდებულება „ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ“ - 8 645 690 ლარის ოდენობით. „ქონების ეროვნულ სააგენტოს“ აღნიშნული მოთხოვნა შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღრიცხული არ ჰქონდა. შესაბამისად, „ქონების ეროვნული სააგენტოს“ ფინანსური ანგარიშგების „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ მუხლი, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შემცირებულია 8 645 690 ლარის ოდენობით.
სსიპ „მინერალური რესურსების სააგენტოს“ ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 3 467 001 ლარიდან, 200 970 ლარის დაფარვის ალბათობა დაბალია. აღნიშნული თანხა წარმოადგენს 2017-2020 წლებში, რეგულირების საფასურის დარიცხვიდან წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებას, რომლის ამოსაღებად სააგენტოს მიერ ქმედებები არ განხორციელებულა.
„აქედან გამომდინარე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ მუხლი, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შემცირებულია 8 645 690 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „მოკლევადიანი - მიმდინარე დებიტორული დავალიანებების“ ანგარიშზე აღრიცხული 6 804 879 ლარის არსებობასა და სისწორეზე“.
დარღვევები შემოსავლებსა და გრანტებში
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები აღიარებულია უარყოფითი ნაშთით - 290 329 ლარის ოდენობით. სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან იღებენ მიზნობრივ გრანტებს. გაფორმებული მიზნობრივი გრანტის ხელშეკრულებების პირობები ითვალისწინებს თანხის ხარჯვას კონკრეტული დანიშნულებით, წლის ბოლოსთვის დარჩენილი აუთვისებელი თანხა ისევ სახაზინო ანგარიშზე რჩება ნაშთის სახით, ხოლო პირობების შეუსრულებლობისა და გრანტის გამცემი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩარიცხული თანხები ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
„2021 წელს, სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ-ებმა: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, ტურიზმის ადმინისტრაციამ და საზღვაო აკადემიამ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციიდან ჩარიცხული მიზნობრივი გრანტის თანხების აღრიცხვისთვის გამოიყენა საკასო აღრიცხვის მეთოდი. საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების - სსბასს 23-ის მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსფერით მიღებული/გადაცემული აქტივების პირობები ერთეულისგან აქტივის მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის დანიშნულებისამებრ მოხმარებას, ხოლო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ტრანსფერის განმახორციელებელი ერთეულისთვის უკან დაბრუნებას მოითხოვს“.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მიზნობრივი გრანტების აღრიცხვისთვის საკასო მეთოდის გამოყენება არ შეესაბამება სსბასს 23-ის მოთხოვნებს და სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად უარყოფითი ნაშთით აღიარებული შემოსავლისა - 290 329 ლარის ოდენობით, აღიარებული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები - 682 621 ლარის ოდენობით. მეტიც, სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული უნდა იყოს მიზნობრივი გრანტის გაუხარჯავი ფულის ნაშთის შესაბამისი ვალდებულება, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 174 202 ლარს.
„შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მუხლი - „შემოსავლები გრანტებით“ შემცირებულია 972 950 ლარით, ხოლო „სხვა მოკლევადიანი - მიმდინარე ვალდებულებების“ მუხლი - 174 202 ლარის ოდენობით“.
დარღვევები ტრანსფერებსა და სუბსიდიებში
აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ეკონომიკისა და მდგრაფი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2021 წელს, აღრიცხულია 337 812 362 ლარის გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების ხარჯი, საიდანაც სამინისტროს აპარატის მიერ, 2021 წელს, ანაზღაურებულია ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება, სულ - 10 091 661 ლარი. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება უნაზღაურდებათ ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას (აბონენტებს) 2020 წლის 1 დეკემბრიდან, 2021 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2021 წლის 15 ოქტომბრიდან, 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში.
„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, სამინისტრო თანხებს ანაზღაურებს ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების მიერ დამოწმებული ანგარიშების გადამოწმების ვალდებულება სამინისტროს არ აქვს. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სააგენტოს 5 დღის ვადაში“.
აუდიტის მიმდინარეობისას, ანაზღაურებული თანხების სისწორის, სისრულისა და წარმოშობის დასადასტურებლად, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ აუდიტორებმა გამოითხოვეს ინფორმაცია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების შესახებ. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 10 091 661 ლარის ხარჯიდან - 2 422 567 ლარი ანაზღაურებულია ისეთ აბონენტებზე, რომლებსაც „სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ბაზაში არ აქვთ მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
„აღსანიშნავია, რომ მუდმივად მცხოვრების სტატუსის არმქონე პირებზე თანხები გადაირიცხა 2020 წელსაც, რაც განხილულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშში. ამასთან, აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით, 2021 წლის 15 ნოემბერს გაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ მუხლში აღრიცხული 2 422 567 ლარის წარმოშობისა და სიზუსტის შესახებ. გარდა ამისა, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობა წარმოშობს თანხების არაეფექტიანი და არაეკონომიური განკარგვის რისკებს“.
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ინოვაციების სააგენტოს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 13 318 567 ლარის გრანტებისა და სუბსიდიის ხარჯი მოიცავს 7 851 631 ლარის ისეთ დანახარჯებს, რომელთა აღრიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე შეუსაბამოა ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანების მოთხოვნებთან. შედეგად, ინოვაციების სააგენტოს 2021 წლის „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიის“ ხარჯი 7 851 631 ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი. ამასთან, 2021 წლის ხარჯებში აღრიცხული 7 851 631 ლარი საჭიროებს მუხლში - „საქონელი და მომსახურება“ რეკლასიფიკაციას.
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლში აღრიცხული 134 767 029 ლარის ხარჯი შემცირებულია 169 710 ლარით, რაც წარმოადგენს მონიტორინგის შედეგად, წინა საანგარიშგებო პერიოდებში, სხვადასხვა კომპანიაზე აღიარებული გრანტის ხარჯების უკუგატარებას - შეცდომის გასწორებას.
„ეს ქმედება არ შეესაბამება სსბასს 3-ის მოთხოვნებთან, რომელთა მიხედვით შეცდომები უნდა გასწორდეს რეტროსპექტულად; გარდა ამისა, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დებიტორული დავალიანებების აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება აღნიშნული სსიპ-ის ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წელს „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლში აღრიცხული 134 767 029 ლარის სისრულისა და სისწორის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ რწმუნება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრანტების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების“ ხარჯის მუხლის სისრულისა და სისწორის შესახებ“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.
ავტორი: მაკა რუხაძე