რუსული მხარე მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გასაფართოებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ ახლა დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, რადგან საქართველოს წინა ხელმძღვანელობამ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ და ქართულ მხარეს ერთმანეთის ტერიტორიაზე წარმომადგენლობითი ოფისები გვაქვს, შვეიცარიის საელჩოში ინტერესების განყოფილების სახით“, - განაცხადა ლავროვმა და დაამატა: „ჩვენი დიპლომატები თბილისში ამ კუთხით მუშაობენ, რა თქმა უნდა, იქ მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ. ისინი ხელს უწყობენ კავშირების განვითარებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც მართლაც მზარდია, ვითარდება ტურიზმი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებაში განვითარებულ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავენ.
„თუ ჩვენი ქართველი მეზობლებისგან რაიმე დამატებითი წინადადებები იქნება კონტაქტების შესახებ, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსული მხარე მზადაა განიხილოს წინადადებები საქართველოსთან კონტაქტების გასაფართოებლად
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი