მანჩინიმ არაბებს 25 მილიონი აახია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი ისტლიელი სპეციალისტი, რობერტო მანჩინი, სუდის არაბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2023 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელბოით, არაბებმა 20 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 8 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს, 7 კი წააგეს. ჰოდა, არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას, იტალიელის მუშაობით უკმაყოფილება არ დაუმალავს და მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. მანჩინიმ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის სანაცვლოდ, ხელშეკრულებაში არსებულ მუხლზე მიუთითა და არაბეთიდან აიბარგა.

მოკლედ რომ ვთქვათ, არაბები მანჩინის მოხსნის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაუხდიან და იტალიელს თავისუფლად შეუძლია, 1-2 წელი უმუშავარი იყოს და აღებული ფულით... არაბეთში დაისვენოს ხოლმე.