20 მილიონი ჩაკვეტაძის სანაცვლოდ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინგლისის ჩემპიონშიპში მოთამაშე „უოტფორდმაა“ შესაძლოა მისთვის სუპერ-ტრანსფერი განახორციელოს. მოგეხსენებათ, ამ კლუბმა ბელგიური „გენტიდან“ გიორგი ჩაკვეტაძე 2 მილიონ ფუნტად იყიდა და გიორგიმაც იმეედები გაამართლა - მუდმივად გუნდის ძირითადში თამაშობს და ქომაგების არც თუ მცირე ნაწილს მიაჩნიაა, რომ ქართველი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია.

ჰოდა, ჩვენებურის შეძენა პრემიერლიგურ „ვულვზს“ სურს. „მგლები“ ინგლისის უმთავრეს ლიგაში 9 ტურის შემდეგ მოგების გარეშე არიან (2 ფრე და 7 მარცხი). ამიტომ, ზამთრის სატრანსფერო სეზონში გაძლიერებას გეგმავენ, რათა სეზონის ბოლოს, ქვემოთ არ დაქვეითდნენ. ჰოდა, როგორც ინგლისური მედია წერს, მათი მთავარი სამიზნე სწორედ ჩაკვეტაძეა. „უოტფორდი“ მზად არის, გუნდის ქართველ ლიდერს შეელიოს, მაგრამ სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს,ანუ ათჯერ მეტს ითხოვს და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ „ვულვზმა“ ეს ფული გადაიხადოს, მაგრამ რამდენად სჭირდება თავად გიოს პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდში გადასვლა, ვერ გეტყვით.