რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ჰოლოვეის დამარცხების სანაცვლოდ?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 ოქტომბერს, აბუ დაბიში, UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66კგ.) საჩემპიონო ორთაბრძოლა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ილია თოფურია და მაქს ჰოლოვეი დაუპირისპირდნენ. თავიდანვე ვთქვათ, რომ შეხვედრას ყველა უდიდესი ინტერეით ელოდა, რადგან ილია პირველად იცავდა ქამარს და ესეც არ იყოს, ქართველი მებრძოლი აქამდე დაუმარცხებელი გახლდათ. ამასთან ერთად, ჰოლოვეის ზურგს უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებდა და რაც მთავარია, ის ამაყობდა, რომ ვერცერთ შეხვედრაში მისი გათიშვა ვერავინ მოახერხა.

შეხვდრის დაწყებამდე, გულშემატკივრებს საოცარი რამ ელოდათ - ილიას საქომაგოდ დარბაზში ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი იმყოფებოდა და ეს მაშინ, როცა იმავე საღამოს, მადრიდში, „რეალი“ „ბარსელონას“ მასპინძლობდა. ანუ, სერხიომ, საყვარელი გუნდის თამაშს, ილიას ბრძოლის ყურება არჩია.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქართველმა „ელ მატადორმა“ მეტოქე მესამე რაუნდში გათიშა და ქამარი შეინარჩუნა. ბრძოლის შემდეგ, ჰოლოვეიმ აღიარა, რომ უძლიერეს მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, რომ ცოტას დაისვენებს და ოქტაგონს ისევ დაუბრუნდება. იფიციალურად, ამ ბრძოლის მოგებისთვის ქართველმა მებრძოლმა 750 ათასი დოლარი მიიღო, მაგრამ, სპონსორების მიერ გადახდილი ფულით, თანხა 2 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. თოფურია წელს ქამრისთვის აღარ იჩხუბებს, გაისად კი, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა ისევ მოუწევს და იმედია, სტატისტიკას გააუმჯობესებს. დღეისათვის, მას 17 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს.