აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას ულოცავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს.

ალი ასადოვის თქმით, ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

„გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას.
ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.
მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება ქვეყნის წინსვლასა და შემდგომ განვითარებას, ამავდროულად ხელს შეუწყობს აზერბაიჯანი- საქართველოს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ტრადიციებზე.
ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მოძმე ქართველ ხალხს კი ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, - აღნიშნავს ალი ასადოვი.