რჩეული სტატიები

Grid List

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა გაავლო პარალელები რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ და აზერბაიჯანის ქმედებებს შორის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ:

„2014 და 2022 წლებში მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციამ გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაკარგვა. არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ ბაქოს კონტროლის გაფართოება მთიან ყარაბაღსა და სომხეთის ზოგიერთ ტერიტორიებზე, ანალოგიურად ართმევს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლებასა და უსაფრთხოებას“.

თავის ყოველწლიურ ანგარიშში Freedom House ხაზს უსვამს, რომ კავკასიაში უკრაინის მსგავსი სცენარი ვითარდება, მაგრამ მას გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ორგანიზაცია მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს იგნორირება არ გაუკეთონ ამ საშიშროებებს და „გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი სომხეთში დემოკრატიის გასაძლიერებლად, ასევე უზრუნველყონ ყველა იმ ადამიანის თავისუფლების დაცვა, ვინც ცხოვრობს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.“

სომხების იზოლაცია ყარაბაღში „ეკოლოგიური პროტესტის“ საბაბით

Freedom House-ის ანგარიშში ნახსენებია ლაჩინის დერეფნის ბლოკირება, რომელიც არის ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის „საკვანძო საგზაო რგოლი“ გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად.

ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს სამხედრო ოპერაციებზე. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2020 წლის ომში გამარჯვების შემდეგ „აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის რეჟიმი მაინც განაგრძობდა თავის ტერიტორიული ამბიციების რეალიზებას სამხედრო საშუალებებით“.

დოკუმენტი შეიცავს სპეციალურ მინიშნებას აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „მასშტაბურ შეჭრაზე“. საუბარია 2022 წლის სექტემბერში განხორციელებულ საომარ მოქმედებებზე.

სომხეთის მთავრობა „გარდამავალია“, აზერბაიჯანის – „ავტორიტარული“

წლიური ანგარიში აფასებს დემოკრატიის დონეს ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. სომხეთი წარმოდგენილია გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის ჯგუფში; პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ამ ჯგუფში ასევე შედის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

3.11 ინდექსით სომხეთი ჩამორჩება უკრაინას (3.36) და მოლდოვას (3.14), მაგრამ ოდნავ უსწრებს საქართველოს (3.04).

დემოკრატიზაციის ინდექსის მიხედვით ქვეყნები ფასდება შვიდბალიანი შკალით. გასულ წელს სომხეთის რეიტინგი 3.04 იყო.

მეზობელი აზერბაიჯანი რუსეთთან და ბელარუსთან ერთად შედის კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფში.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში, აზერბაიჯანის შეჭრა სომხეთში და რეპრესიები ქვეყნების შიგნით, ცენტრალურ აზიაში წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმების კრიტიკულ საფრთხეს“, – აცხადებენ Freedom House-ის ექსპერტები.

სომხეთის დემოკრატიული განვითარება “ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება”

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ჯერ არ გაუკეთებია განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2022 წელს მან განაგრძო დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა და გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გააუმჯობესა თავისი პოზიცია რამდენიმე ინდიკატორით.

ანგარიშის მიხედვით, სომხეთში პროგრესი დაფიქსირდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის სფეროში.

თუმცა, Freedom House აფრთხილებს სომხეთს, რომ ვითარება ქვეყანაში შეიძლება გაუარესდეს, გასული წლის აგვისტოს ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციის კანდიდატების დაკავების გათვალისწინებით.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი ბოლო წლებში „სტაბილურად აუმჯობესებენ თავიანთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს“. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნები წინ წავიდნენ სამოქალაქო ჩართულობისა და საარჩევნო თანმიმდევრულობის გამო.

„თავისუფალ არჩევნებში არჩეული ხალხი და ლიდერები იბრძოდნენ უკეთესი მმართველობისთვის მაშინაც კი, როცა ავტორიტარული რეჟიმების აგრესია საფრთხეს უქმნიდა მათ უსაფრთხოებას.

სომხეთის დემოკრატიულ პროექტს ძლიერი წინააღმდეგობა ემუქრება იმის გამო, რომ იგი ეყრდნობა ავტორიტარულ რუსეთს და მის მეზობლადაა ასევე ავტორიტარული აზერბაიჯანი, რომელიც მის მიმართ მტრულადაა განწყობილი.“ – ნათქვამია ანგარიშში.

წყარო:jam-news.net

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობებით, ამ დროისთვის დათვლილია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 54,6%. აქედან 54,47% ერგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 45,53% კი მის ოპონენტს ქემალ კილიჩდაროღლუს.

„თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დათვლილია 54,60%. აქედან რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმების 54,47% ერგო, ქემალ კილიჩდაროღლუს კი 45,53%“, - განაცხადეს კომისიაში ჩატარებულ ბრიფინგზე.

 

თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა და ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. ამის შესახებ BBC წერს.

მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ. ორივე კანდიდატმა ბოლო წინასაარჩევნო მიტინგი სტამბოლში გამართა.

პრეზიდენტი ერდოღანი მოქალაქეებს არჩეული კურსის გაგრძელება და მსოფლიო ასპარეზზე თურქეთის პოზიციები განმტკიცებას ჰპირდება. ერდოღანი ოპოზიციას თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთ მუშათა პარტიის“ მხარდაჭერაში სდებს ბრალს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ის კამპანიის დროს აქცენტს თურქეთში მყოფი სირიელი პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაზე აკეთებდა. თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციას დასავლეთის მიერ მართულებს უწოდებს და ოპონენტს სიძულვილის ენით საუბრის გამო აკრიტიკებს.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე საუბრობდა. ის ასევე გამოდიოდა ქვეყანაში მყოფი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პირობით. მან ერდოღანი პირადად დაადანაშაულა თურქეთში მიგრანტების შემოშვებაში.

ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება და ქვეყანა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად ისევ საპარლამენტო რესპუბლიკას იქცევა.

არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა.

ესპანეთში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკუთრებაში მთლიანი სოფელი ჰქონდეს. პოტენციურ მყიდველს შესაძლებლობა აქვს, დასახლებული პუნქტის მფლობელი გახდეს, რომელიც უკვე 30 წელიწადია, დაცლილია. საუბარია დასახლება სალტო-დე-კასტროზე, რომელიც პორტუგალიის საზღვართან მდებარეობს. 2008 წელს, აქ ტურისტული ცენტრის გაკეთებას ვარაუდობდნენ, თუმცა ეს გეგმები გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო ჩაიშალა, ამჯერად კი სოფლის გაყიდვა გადაწყვიტეს. სალტო-დე-კასტრის ღირებულება სულ 240 ათასი ევროა. ამ თანხით, მადრიდში მხოლოდ ერთი სახლის ყიდვა შეიძლება.

ყველაზე მავნე კოქტეილად ამერიკელმა სწავლულებმა რძის კოქტეილი დაასახელეს, რომელიც არაქისის ნაღებითა და შოკოლადის ნაყინით მზადდება. სპეციალისტებმა დაითვალეს და აღმოაჩინეს, რომ ასეთი სასმელის ერთ ულუფაში, ზრდასრული ადამიანისთვის მთელი დღე-ღამის განმავლობაში საჭირო კალორიების რაოდენობა შედის. ამასთან, კოქტეილში ცხიმების რაოდენობა სამჯერ აჭარბებს დღიურ ნორმას. ასეთი რძის კოქტეილები კი, როგორც წესი, ფასტფუდის პროდუქტებთან ერთად იყიდება და მომხმარებლებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სწავლულბის კვლევების თანახმად,  რაც უფრო მეტს იწონის ჩვილი დაბადებისას, მით უკეთესი იქნება შემდგომში მისი მოსწრება სკოლაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნვს, რომ წონა გავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე. ამის მიუხედავად, თუ ნაყოფი ბოლომდე (ანუ ცხრა თვემდე) რჩება დედის მუცელში და წონას იკრებს, მისი კოგნიტიური უნარებიც უმჯობესდება. ეს ადვილი შესამჩნევი იყო ტყუპებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას. ტყუპები, რომლებიც უფრო მეტს იწონიდნენ დაბადებისას, ვიდრე მათი და-ძმები, მესამედან მერვე კლასის ჩათვლით, მოსწრების საშუალო ქულებიც უფრო მაღალი ჰქონდათ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ წონა დაბადებისას ერთადერთი ფაქტორი არ არის, რაც გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებაზე. მაგალითად, მშობლების განათლება პატარას ინტელექტზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს.