დარიჩინიანი ყავა მადას არეგულირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უცხოელი დიეტოლოგები გვირჩევენ, შაქრის ნაცვლად, ყავაში დარიჩინი გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში, ეს სანელებელი არა მხოლოდ სასიამოვნო გემოს მიანიჭებს სასმელს, თანაც დამატებითი კალორიების გარეშე, არამედ, ფორმის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება. სპეციალისტების თქმით, დარიჩინი ხელს უწყობს მადის დარგულირებას, რადგან სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. სწავლულების განცხადებით, ყავაში მწიკვი დარიჩინის დამატება თავიდან აგარიდებთ დღის განმავლობაში ზედმეტად წახემსებას და შედეგად, წონაში მომატებასაც. ცნობილია, რომ დარიჩინი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც იმუნური სისტემის მუშაობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, სანელებელი შეიცავს ნაერთებსაც, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის უჯრედების შეწებებას და შედეგად, თრომბების ჩამოყალიბებას.