ხელოვნური ინტელექტი ქოლ-ცენტრებს დაეხმარება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში, ქოლ-ცენტრების თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება. სპეციალურად მათთვის შექმნილი ნეიროქსელი კლიენტების გაბრაზებულ მეტყველებას მშვიდში გადაიყვანს. ავტორები აღნიშნავენ, რომ ქოლ-ცენტრების თანამშრომლებს ყოველდღიურად სტრესში უწევთ მუშაობა, აქვთ კონფლიქტური ურთიერთობები კლიენტებთან. სერვისი ამ უკანასკნელების გაბრაზებულ ხმას უფრო თავაზიან ტონს დაადებენ, მაშინაც კი, თუ ისინი ხმამაღლა ყვირიან. ამასთან, სისტემა არ შეცვლის სიტყვების შინაარსს და სტრუქტურას, მხოლოდ შეარბილებს ინტონაციას. მოკლედ, ოპერატორი მოისმენს ყველა ლანძღვასა და პრეტენზიას, მაგრამ „კეთილგანწყობილი“ მანერით.