ისტორია, რომელიც თითქმის არავინ იცის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანტონიო ლოპესი საფეხბურთ აგენტია და საქართველოში ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი მეგობრები ჰყავს. ჰოდა, ლოპესი წლების წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს, რომელიც სავარაუდოდ ყველამ უნდა იცოდეს.

„ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, ლევან სარალიძემ დამირეკა. მისი ძმა ილია საქართველოში ცხოვრობს და მითხრა, რომ ჰყავთ 19 წლის მეკარე, რომელსაც ყველანაირი მონაცემი აქვს იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე იასპარეზოს. მისი სახელი და გვარი მითხრეს, გიორგი მამარდაშვილი და მოვინიშნე, 21-წლამდელთა ნააკრებში მისი თამაში ვნახე, მერე, ევროთასებზე თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანურ „გრანადას“ შეხვდა და იქაც დავაკვირდი. მონაცემები აშკარად ჰქონდა და ვუთხარი, ესპანეთში ჩამოსულიყო. მახსოვს, მარტო ჩამოვიდა, მხოლოდ ქართული ოცოდა და აეროპორტში მე დავხვდი, რამდენიმე დღით სახლი ვუქირავე. მერე დაიწყო ის, რასაც ალბათ სიგიჟე ჰქვია - ბილბაოს „ატლეეტიკის“ გარდა, მამარდაშვილი ყველა ესპანურ გუნდს შევთავაზე („ბილბაოში“ მხოლოდ ბასკები თამაშობენ და ლეგიონერები არ ჰყავთ). ყველამ უარი თქვა, რადგან მამარდაშვილს უმაღ₾ეს დონეზე ერთი თამაშიც არ ჰქონდა ჩატარებული და მისი უბრალოდ არ სჯეროდათ. შემდეგ კი, გამოჩნდა ლუის მარტინესი, „ვალენსიას“ ახალგაზრდული გუნდის დირექტორი, რომელიც მეკარეს ეძებდა და მამარდაშვილით თავიდანვე მოიხიბლა, ყველაფერი გააკეთა, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაეხურა. ჰო, გიორგი ახალგაზრდული გუნდისთვის იყიდეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ სილესენი და დომენეკი დაიმტვრნენ და „ვალენსიას“ დიდ გუნდს სხვა გზა არ ჰქონდა,კარში ახალბედა და გამოუცდელი მამარდაშვილი უნდა ჩამდგარიყო. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი მისი პირველი მატჩს დროს, მაგრამ მივხვდი, რომ ის წინ და წინ წავიდოდა. დანარჩენს თავადაც ხედავთ, მეკარე, რომელიც მილიონზე ნაკლებადაც კი არავის სურდა, დღეს რამდენიმე ათეული მილიონი ღირს და სასწაულებს ახდენს. მე ამაყი ვარ“,0განაცხადა ლოპესმა.