აქტივისტ გაფრინდაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ნიკო გაფრინდაშვილს ფიზიკურად სადარბაზოსთან გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად მას ტვინის შერყევა აქვს, ასევე, დაზიანებები სახის, ხელის და ყელის მიდამოებში.

აქტივისტი თავდასხმას 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებს, რომელიც სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ეხება.