პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარლამენტი მეათე მოწვევის ბოლო საშემოდგომო სესიას გახსნის, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, 3 სექტემბერს გაიხსნება. მანამდე, 2 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში პარლამენტი რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები, ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.