ბაჯო გაძარცვეს და სცემეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე თვალსასეირო შეხვედრად, ჯერჯერობით, ესპანეთი-იტალიის დაპირისპირება მოინათლა. პირენეელებმა, აპენინელებს, მინიმალური სხვაობით მოუგეს და რაღა თქმა უნდა, აღნიშნულ შეხვედრას, როგორც ესპანელმა, ისე იტალიელმა ქომაგმა უყურა.

ქომაგებს შორის იყო ლეგენდარული რობერტო ბაჯოც, რომელმაც შეხვედრის ნახვა იტალიაში, საკუთარ ვილაში გადაწყვიტა და ოჯახთან ერთად, უზარმაზარი ტელევიზორის წინ მოკალათდა. ჰოდა, მატჩის მსვლელობისას, მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ და სავარაუდოდ, არ ელოდნენ, რომ 57 წლის ბაჯო მათ ნამდვილ ბრძოლას გაუმართავდა.

შედეგად, მძარცველებმა ბინიდან მცირე ოდენობის ძვირფასეულობის წაღება მოახერხეს, ბაჯოს კი, თავი გაუტეხეს. ლეეგენდარული ფეხბურთელი ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავზე რვა ნაკერი დაადეს.