ტურისტებს სახლებს ვეღარ მიაქირავებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბარსელონა - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ქალაქი, აპარტამენტების ხანმოკლე ვადით გაქირავების წესებს ცვლის და ეს ცვლილება ტურისტებს შეეხება. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს, 10 101 ბინის მფლობელს ლიცენზია ჩამოართვას 2028 წლამდე. მისი თქმით, საცხოვრებელზე ფასების ზრდის პრობლემამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ქალაქისთვის. ბოლო ათ წელიწადში, ბარსელონაში ბინის ქირის ფასი 68%-ით გაიზარდა. ამის გამო, ბევრ მცხოვრებს ბინის დაქირავების საშუალება აღარ აქვს. ახალი შეზღუდვები, პირველ როგში, Airbnb-ის პლატფორმაზე განთავსებულ საცხოვრებლებს შეეხება.