ყველაზე მოკლე ფრენა მსოფლიოში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოტლანდიის ორ კუნძულს - უესტრეისა და პაპა-უესტრეის შორის თვითმფრინავით გადაფრენა მსოფლიო რეკორდია ყველაზე ხანმოკლე კომერციულ რეისებს შორის. ის სულ 2 წუთი, ხან უფრო ნაკლებიც კი გრძელდება. „ზურგის ქარით“ ფრენა კი, შესაძლოა, ერთ წუთზე ნაკლებ დროშიც დასრულდეს. ეს უნიკალური რეისი პირველად 1967 წელს შესრულდა და მას დღემდე აგრძელებს კომპანია Loganair-ი. თვითმფრინავი სულ 1.7 მილს ფარავს, რაც უფრო ნაკლები მანძილია, ვიდრე მასხვილი აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.

მგზავრები გადაჰყავთ Britten-Norman Islander-ზე, მცირე ზომის თვითმფრინავით, რომელსაც ერთი პილოტი მართავს, მგზავრებისთვის კი რვა ადგილია. კუნძულების მცხოვრებლებისთვის, რომლებისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირია უფრო დასახლებულ კუნძულებამდე, ფრენის სუბსიდირებას შოტლანდიის მთავრობა ახდენს, ტურისტებისთვის კი ბილეთების ღირებულება 17-დან 45 გირვანქა სტერლინგამდეა.