ჯეკპოტმა ინფარქტი დამართა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინგაპურში, ერთ-ერთ კაზინოში - Marina Bay Sands Casino, მამაკაცმა 4 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო და უმალ ინფარქტი მიიღო. როგორც გაზეთი International Business Times წერს, მოულოდნელი სიხარულისგან შოკირებული მამაკაცი უგონოდ დაეცა იატაკზე.  მას გულის შეტევა დაემართა, სავარაუდოდ, ზედმეტად აღელვებისა და მოგების გამო, - წერს გამოცემა. სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ნათლად ჩანს კაზინოს იატაკზე მწოლიარე მამაკაცი. მას სხვა მოთამაშეები და დაცვის წევრები მივარდნენ დასახმარებლად. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მისული მედიკოსები შეეცადნენ მის რეანიმირებას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეძლეს გადარჩენა. თუმცა, სხვა ინფორმაცია გაავრცელეს თავად სათამაშო სახლის წარმომადგენლებმა - იღბლიანი მოთამაშე კლინიკაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას.