ბრიტანეთის ახალი პრემიერის კარიერა - ვინ არის კირ სტარმერი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაერთიანებული სამეფოში რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა ვადამდელმა არჩევნებმა პოლიტიკური მდგომარეობა მთლიანად შეცვალა -  „კონსერვატიული“ პარტია 14-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა. არჩევნებში გაიმარჯვა „ლეიბორისტულმა“ პარტიამ, რომელიც თემთა პალატაში 650 ადგილიდან 410 მანდატს დაიკავებს. საპირწონედ ამისა, „კონსერვატორები“ 131 ადგილს მიიღებენ, რაც ამ პოლიტიკური პარტიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია. საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებასთან ერთად, რა თქმა უნდა,  ბრიტანეთში შეიცვალა პრემიერ-მინისტრიც. რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა და თანამდებობიდან გადაგდა. მისი ადგილი კი  დაიკავა  „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, სერ კირ სტარმერმა, დაიკავა. სტარმერი 61 წლის ინგლისელი იურისტი და პოლიტიკოსია. 2014 წელს, ბრიტანეთის მონარქის მხრიდან კრიმინალური სამართლის დარგში გაწეული სამსახურისა და ღვაწლისთვის რაინდის წოდება მიენიჭა.

სტარმერის თქმით ის საშუალოზე დაბალი ფენის ოჯახში გაიზარდა, სწორედ ამიტომ კარგად იცის ის სირთულე, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი სწორედ ბრიტანეთში სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა, რომელიც გასული წლების განმავლობაში გამოჩნდა. მან „რეიგეიტის სკოლა“ დაამთავრა, შემდეგ  „ლიდსის უნივერსიტეტში“ სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა, 1986 წელს კი საბოლოო აკადემიური ხარისხი „ოქსფორდის უნივერსიტეტში“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ სტარმერი თავისი ოჯახიდან პირველი წევრი იყო, რომელსაც უნივერსიტეტში ჩაბარების საშუალება მიეცა.

ის საკმაოდ წარმატებული იყო თავის პროფესიაში. მისი ოჯახი ამჟამად დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს, რაც კარიერიდან დაგროვილ შემოსავალს, უძრავ ქონებას და სხვა აქტივებს აერთიანებს.

ბრიტანეთის ახალ პრემიერს მეუღლე და ორი შვილი. მან ვიქტორია სტარმერზე 2007 წელს იქორწინა. წყვილს პირველი ვაჟი 2008 წელს, ხოლო გოგონა 2010 წელს შეეძინა.

2008-დან 2013 წლამდე ის სახელმწიფო პროკურატურის ხელმძღვანელი იყო, რაც ბრიტანეთში ერთ-ერთ უმაღლეს საჯარო თანამდებობად ითვლება. 2015 წლიდან ბრიტანეთის პარლამენტში დაიიკავა ადგილი. სწორედ ამ პერიოდში ოპოზიციამ ის „ჩრდილოვან მინისტრად“ ანუ მოქმედი მინისტრის მოადგილედ აირჩია, რომელიც ოპოზიციის მიერაა დანიშნულ. მისი მთავარი ფუნქცია იყო მთავრობის საქმიანობას კრიტიკული პერსპექტივიდან შეფასება, რაც ბრიტანული დემოკრატიული ტრადიციის ნაწილია. 2020 წელს ის „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სტარმერი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის იდეას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა „ლეიბორისტული“ პარტიის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ამ ინიციატივის მომხრე იყო, ამიტომ, საბოლოო ჯამში, პარტიამ BREXIT-ის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და მოსახლეობის პოზიციას მიენდო.

სტარმერი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი პრობლემას მემარცხენეობაში ხედავს, რაც ბრიტანული პოლიტიკისთვის ნამდვილად ახალია. წლების განმავლობაში, სტარმერი ცდილობდა, რომ პარტია გაესუფთავებინა ისეთი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მკვეთრად პოპულისტურ, სოციალისტურ და მემარცხენე იდეებზე ჯიუტად იდგნენ. სწორედ ამიტომ, „ლეიბორისტული“ პარტია მემარცხენე გაერთიანებიდან შედარებით ცენტრისტულ ძალად ჩამოყალიბდა, რასაც „ლეიბორისტების“ ნაწილიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა სტარმერი ამტკიცებდა, რომ მისი ხედვა უფრო მეტ წარმატებას მოუტანდა პარტიას, ვიდრე იმ ტრადიციების მიყოლა, რომელსაც 14 წლის განმავლობაში შედეგი არ გამოუღია.

კრიტიკოსთა ნაწილი სტარმერს „ლეიბორისტული“ პარტიის შინაარსისგან დაცლაში და სოციალისტური ღირებულებების გათელვაში ადანაშაულებს. „კონსერვატორები“ კი მას პოპულისტს უწოდებენ, რომელიც მხოლოდ იმას ამბობს, რაც იმ მომენტში მისთვისაა ხელსაყრელი და ამით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. სტრამერმა პირობა დადო, რომ ბრიტანეთი NATO-ს ძლიერ წევრად დარჩება და უკრაინისა და ისრაელის დახმარებას გააგრძელებს.