საქართველოს რამდენი მოქალაქე ფლობს მართვის მოწმობას? - სტატისტიკა სქესის და ასაკის მიხედვით

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასული წლის მონაცემებით, საქართველოში მართვის მოწმობა 1 439 918 ადამიანს ჰქონდა. აქედან პირველადი რეგისტრაცია 27 255-ია.

2023 წლის მონაცემებით, 1.4 მლნ-დან 1 047 551 კაცი და 392 367 ქალია.

რაც შეეხება ასაკის გადანაწილებას:

  • 51+ - 286 376;
  • 31-50 - 558 149;
  • 18 - 30 - 516 990;
  • 18< - 75 363.

აღსანიშვანია, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, „B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა დაემატა ე.წ. ქალაქის გამოცდა. სტატისტიკის მიხედვით, იქამდე სანამ გამოცდა ერთეტაპიანი იყო, ანუ 2021 წლისთვის მართვის მოწმობა 43%-ით მეტ ადამიანზე გაიცა.