მ²-ის ფასი ₾3 232-დან ₾5 737-მდეა - თბილისის რომელ უბნებში ღირს უძრავი ქონება ყველაზე ძვირი/იაფი?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უძრავი ქონება ახალაშენებულ მრავალბინიან კორპუსებში თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა ყველაზე იაფი კი, სამგორში. რაც შეეხება კერძო სახლებს, აქაც, ღირებულებით პირველ ადგილზე მთაწმინდაა. ხოლო ბოლოზე - გლდანი - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა.

რაც შეეხება ბინების ფასს უბნების მიხედვით, 1მ² ფასი ბინების სეგმენტში

  • მთაწმინდა - 5 737 ლარი;
  • ვაკე - 5 247 ლარი;
  • საბურთალო - 4 036 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 960 ლარი;
  • დიდუბე - 3 648 ლარი;
  • კრწანისი - 3 635 ლარი;
  • ნაძალადევი - 3 581 ლარი;
  • ისანი - 3 449 ლარი;
  • გლდანი - 3 425 ლარი;
  • სამგორი - 3 232 ლარი.
    მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების - 4.8%, ისე კერძო სახლების სეგმენტში - 4.6%-ით. 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8%-ით.

 

წყარო:bm.ge