„ნაპოლი“ 5 მილიონს იხდის, კვარაცხელიას - 9 უნდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი იტალიააში კიდევ ერთხელ ჩავა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კლუბსა და მის კლიენტს შორის შეთანხმება მოხერხდეს. თუმცა, ამ ყველაფერს სკეპტიკურადუყურებენ იტალიელი ჟურნალისტები და ვარაუდობენ, რომ კლუბის პრეზიდენტ აურელი დე ლაურენტისს ქართველის გაყიდვა უკვე გადაწყვეწტილი აქვს და თუ ზამთარში არ გაყიდის, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში აუცილებლად შეელევა.

„კვარაცხელიას აგენტს სურს, რომ ფეხბურთელმა სეზონში 9 მილიონი ევრო მიიღოს და ეს მაშინ, როცა „ნაპოლი“ მზად არის 5.4 მილიონი გადაიხადოს და 0.6 მილიონი ბონუსების სახით დაამატოს, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ კვარა საჭირო ოდენობის გოლებს გაიტანს. შესაბამისად, გარიგება უკვე გამორიცხულია და დე ლაურენტისი უბრალოდ დროს ჭიმავს და ფონს ქმნის, თითქოს მოლაპარაკებებს რაიმე აზრი აქვს და ეს იმიტომ, რომ გულშემატკივრები არ გაუბრაზდნენ“,-წერს იტალიური მედია.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ კვარაცხელიას შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს, პარალელურად კი, ინგლისურიდან მარკუს რაშფორდის გადაბირება უნდა „ნაპოლის“. ჰოდა, დიდი გაცვლა შესაძლოა სწორედ ზაფხულში მოხდეს და „მანჩესტერმა“ რამდენიმე მილიონის დამატებითა და ზედ რაშფორდის მიცემით, კვარაცხელია იყიდოს. ჰო, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერს“ მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი, ხავი ერნანდესი სურს და „ბარსას“ ყოფილმა ლეგენდამ, იქ გადასვლის სანაცვლოდ... კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა.